Friday, September 16, 2011

Sally Mann's best shot


   სალი მანის საუკეთესო კადრი




















"ამ პროექტზე მე და ჩემი ქმარი ექვსი თუ რვა თვე ვსაუბრობდით. რაც უფრო მეტად ვერთვებოდი მასში, მით უფრო მიმზიდველი ხდებოდა ის ჩემთვის. ყოველი ფოტო, რომელსაც ვიღებდი ახალი სურათისთვის  მიღებდა კარს, რაც ხშირად არ ხდება. ვიცოდი, მას მხოლოდ მაშინ მოვრჩებოდი, როცა ლარის სხეულის ყოველ დიუმს შევისწავლიდი - ტერფებს, მკლავებს, ხელის მტევნებს, ფეხებს, საჯდომს, ზურგს, თავს.       
ლარის რეგულარული სამუშაო ჰქონდა. ჩვენ 450 აკრზე გადაჭიმული ფერმისთვის უნდა მიგვეხედა, რომელზეც 15 შენობა იყო განთავსებული, ამიტომ მე მას იშვიათად ვზღუდავდი. მე მქონდა პატარა, ძალიან პრიმიტიული ღუმელი, რომლითაც ჩემს სტუდიას ვათბობდი. ჩვენ მივდიოდით, ცეცხლის ვანთებდით და ვწყვეტდით წამოვწოლილიყავით,  დავმსხდარიყავით თუ ფეხზე ვმდგარიყავით. თუკი ის მთელი დგე იჯდა, მაშინ ფეხზე დგომას ამჯობინებდა. თუ მინდვრებში მუშაობით იყო დაღლილი წვებოდა. ყველაფერი ასე მარტივად წყდებოდა.
ლარი თავიდანვე აღტაცებული იყო ამ სამუშაოთი. ჩვენ 40 წელია დაქორწინებულები ვართ. მას კუნთების დისტროფია აქვს, თუმცა სურათებზე ეს ნაკლებად ჩანს, რადგამ ამის ხაზგასმა არასოდეს მიცდია. ის დიდი, ძლიერი აღნაგობის მამაკაცია, მაგრამ მისი ბიცეფსი ახლა მკლავის ოდენაა, ან უფრო პატარა. არ მინდოდა ეს მეჩვენებინა, რომ მას არ წყენოდა. მე არასოდეს მითქვამს: „აშკარა ხდება, რომ შენი კუნთები მასას კარგავენ“. მაგრამ ის მე მიცნობს. მან იცის, რომ მე თავს არ ვარიდებ ამ საკითხს. მან იცოდა, რაზეც მოდიოდა, როცა სურათების გადაღებაზე დამთანხმდა.
მე გამოვიყენე 19-ე საუკუნის „სველი ფირფიტები“, პროცესი, რომელსაც კოლოდია ქვია. ეს ტექნიკურად რთული და ფაქიზი პროცესია. მტვრის პატარა ნაწილებს ან დაკრუმში ოდნავ ჰაერის მობერვას შეუძლია სურათზე ლაქები და ხაზები გააჩინოს. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ძალისხმევით ვცდილობ, მაინც ვერ ვამჟღავნებ კარგად. როგორი გამოვა სურათი ან როგორი ხარვეზები ექნება მას ეს სრული შემთხვევითობაა. თუმცა მე ვლოცულობ იმ „წარმატებული ხარვეზებისთვის“. სურათში, „ჰეფესტო“ ("Hephaestus") წარმოდგენა არ მაქვს რამ გამოიწვია ისეთი უცნაური დაბზარვა. პირველად, ის კინაღამ მოვისროლე, მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ მასში რაღაც იყო. მას ბერძნული ღმერთის სახელი ვუწოდე, ადვილად გადავწყვიტე, რადგან ლარიც მჭედელია და თანაც ისეც კოჭლია. ის ამ ფოტროზე ღმერთივით გამოიყურება, მეტალის და მბზინვარე.

"Hephaestus"
  
ასეთი რამ არავის გაუკეთებია მანამდე და ვფიქრობ, მხოლოდ ქალს შეუძლია ეს. მამაკაცების მიერ გადაღებული ქალების ფოტოები, როგორც წესი, სექსუალურ ელემენტებს შეიცავს. ამ ფოტოში კი სინაზეა. მამაკაცებს, ჩვეულებრივ, მოსწონთ, როცა ფოტოზე ძლიერები სჩანან, განსაკუთრებით თუ ტანსაცმელს იხდიან. ჰომოეროტიკული ფოტოების უმრავლესობაზე მამაკაცები უმეტესად ნაჩვენები არიან, როგორც სექსუალური ობიექტები და ძალაუფლებას ასხივებენ. არა მგონია ამ ფოტოზე ლარი უსუსური იყოს, მაგრამ აშკარად დაუცველია.
გაზვიადება ნამდვიალად არ იქნება, თუ ამ ფოტოს ჩემი შვილების უფრო ცნობილ სურათებს შევადარებ, რომელთაც მე ვაღმერთებ. მაგრამ ეს კადრები გაცილებით ნაკლებად იყო წინასწარ დაგეგმილი, მათი გადაღებისას გრძნობებს მივყვებოდი, მაშინ როცა ბავშვების გადაღება კატების მოშინაურებას გავდა. მათთან დროში შეზღუდული ვიყავი. სურათები ლარისთან, კი ერთი დიდი ალერსი იყო."


     Curriculum vitae 

Sally and Larry Mann


დაბადების ადგილი:  ლექსინგტონი, ვირჯინია, ამერიკა. 1951 წელი.
განათლება:  „უფრო მეტად თვითნასწავლი ვარ. ერთი პერიოდი ანსელ ადამსთან მქონდა სემინარები. ეს არ იყო ინტენსიური კურსი. ჩვენ იოსემიტის პარკში დავდიოდით და ღვინოს ვსვამდით.“
შთაგონება:  „ყველა. ვინ არ მოახდინა ჩემზე შთაგონება?“
უმაღლესი შეფასება: „ ჩემი პროექტისათვის’ „Deep South“ მისისიპისა და ლუიზიანაში მოგზაურობა. ეს ნამუშევრები ყველაზე დიდ აღტაცებას იწვევენ ჩემში.“
ოცნება:  „პროექტი, რომელზეც ვმუშაობ. ეს კონცეპტუალური რამ არის და ვირჯინიაში მონობის საკითხს ეხება. ის ყველაზე მეტად იყო ამისკენ მიდრეკილი სამხრეთის შტატებს შორის.“
სასარგებლო რჩევა:  „მწერალ დოროთი ალისონის ფრაზა: მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ თუ წერისას შიშისაგან ოფლად არ დაღვრილხარ,  მაშინ საკმარისად შორს ვერ წასულხარ“

 




No comments:

Post a Comment