Saturday, September 17, 2011

Roger Ballen's best shot


  რიჩარდ ბალენის საუკეთესო კადრი





























  





    ეს კაცი მკვდარია. მან საკუთარ საწოლში მოიკლა თავი. ამ ფოტოზე მისი ფეხები და საკვებია დაფიქსირებული, რომელიც თავის საწოლთან ჰქონდა. ეს ერთ-ერთი იყო იმ უამრავ ექტრაორდინალურ ისტორიებში, რომელთა მოწმეც მე გავხდი  „პანსიონატში“, რომელიც იოჰანესბურგთან ახლოს მდებარეობდა.
ეს იყო უზარმაზარი, ძველი საწყობის შენობა, რომელიც 70 – 80 წლის წინ აეგოთ მაღაროს მოწყობილობების შესანახად. არ ვიცი როდიდან დაიწყეს ადამიანებმა აქ ცხოვრება, მაგრამ მე პირველად ამ ადგილს 2000 წელს გადავაწყდი. მაცხოვრებლებს საბნებით, მეტალის ფირფიტებით, კარტონებითა და სხვა საშუალებებით საერთო დარბაზი ოთახებად ჰქონდათ დაყოფილი. ამიტომ დავარქვი მე მას პანსიონატი.
მე ვიცნობდი ამ კაცს , მაგრამ მისი სახელი ვერსად გავარკვიე.ის მორცხვი ადამიანი იყო, რომელიც გარეთ დიდად არ გამოდიოდა. ეს კაცი შენობის სხვა მაცხოვრებლებს ეხმარებოდა - მოჰქონდა წყალი და საჭმელი, ზრუნავდა მათზე ვინც ავად გახდებოდა. მას ცხოველებიც უყვარდა და თავადაც ყავდა რამდენიმე კატა და ძაღლი.
ერთ დღეს გავიარე და დავინახე, როგორ იწვა ის პირქვე დამხობილი თავის საწოლზე, უკვე გარდაცვლილი. მითხრეს, რომ მან თავი მოიკლა, როცა გაიგო, რომ ხელისუფლება შენობის დანგრევას აპირებდა. ის კი იძულებული გახდებოდა სადმე წასულიყო. თეფში და ფიგურა მასზე  ჩემთვის ბევრ რამეს ამბობს  ამ ადამიანის არსზე.
მაშინ არ მქონია ემოციური რეაქცია. უბრალოდ დავინახე, რომ იქ მკვდარი ადამიანი იყო. ამ ფოტოზე შეგიძლიათ ნახოთ, თუ რა სასტიკა ცხოვრება იმათ მიმართ, ვინც მსგავსი ტიპის შენობებში ათეულობით წლობით ცხოვრობენ. ხვალ შეიძლება ეს თქვენ იქნეთ. ძალიან მნიშვნელოვანია ამის გაცნობიერება.


    

 


           Curriculum vitae

დაბადების ადგილი: ნიუ იორკი. 1950 წელი.
განათლება: „ფოტოგრაფია არასოდეს შემისწავლია. 30 წელი გეოლოგად ვმუშაობდი. ფოტოგრაფია საკუთარი ექსპერიმენტებითა და შეცდომებით ვისწავლე“
შთაგონება:  „ანდრე კერტესი. ვიჯი, პოლ სტრენდი, უოლკერ ევანსი.“
უმაღლესიშეფასება:  „ყოველ დღე კარგი ფოტოების გადაღება“
წარუმატებლობა:  „ცუდ დღეში აღმოვჩნდი სამხრეთ აფრიკაში, როცა ჩემი წიგნი, Platteland გამოვიდა 1994 წელს.“(ბალენი დაადანაშაულეს ღარიბი სოფლის მაცხოვრებლების ექსპლუატაციაში)
არ უყვარს:  „დაუდევარი, კომპოზიციურად ცუდად აგებული კადრები, რომელთაც არანაირი ღირებულება არ აქვთ. 99% ფოტოებისა, რომელთაც დღეს ვხედავ ასეთია.“
ოცნება:  „ის, რასაც ახლა ვაკეთებ.  ეს არის წიგნი პანსიონატის ფრინველებზე“

წყარო: http://www.guardian.co.uk/artanddesign/2009/apr/02/roger-ballen-best-shot

No comments:

Post a Comment