Sunday, September 25, 2011

Joseph Szabo's best shot


   ჯოზეფ საბოს საუკეთესო კადრი

     1971 წელი იყო.  ოქტომბრის ერთ საღამოს სახლში ვმუშობდი ლონგ აილენდზე, ნიუ იორკში და გადავწყვიტე სასეირნოდ გავსულიყავი. მალე ტროტუარზე ჩამომსხდარი ეს სამი ბიჭი დავინახე. ერთ-ერთი ჩემს მოპირდაპირე ქუჩაზე ცხოვრობდა და ხანდახან ვხედავდი ხოლმე. მათ ბოთლით ღვინოც ჰქონდათ, რომელიც სურათზე არ ჩანს.  მე მათ შევუერთდი, ისე ურთიერთობისთვის და უცებ საუბრის დროს მივხვდი, რომ ძალიან კარგი იქნებოდა თუ მათ ფოტოს გადავუღებდი . მომწონდა, რომ მათ თავი ბუნებრივად ეჭირათ, მოშვებულები იყვნენ. დარწმუნებული ვარ ამაში ღვინომაც შეიტანა თავისი წვლილი.
მათ მოეწონათ ეს აზრი და მეც გავიქეცი ბინაში, აპარატს და შტატივს ხელი დავტაცე და ყველაფერი მოვამზადე. მინდოდა ისინი ისეთივე ყოფილიყვნენ ფოტოზე , როგორც საუბრის დროს. ღამეც მეტ იდუმალებას სძენდა სცენას.  ვთხოვე   თავი ბუნებრივად დაეჭირათ და არ განძრეულიყვნენ, სანამ არ გადავიღებდი. ისინიც სწორედ ასე მოიქცნენ - თვითონაც გადაწყვიტეს, ფოტოზე ისეთები აღბეჭდილიყვნენ, როგორებიც იმ წუთას იყვნენ. მიყვარს, როცა გადაღებისას ამას ვაღწევ ადამიანებთან.
ბიჭები ახლა ასაკში იქნებიან, ალბათ 50 წელს მიტანებულები. ვცდილობდი, გამეგო რამე მათ შესახებ. მაინტერესებს რა მოხდა მათ ცხოვრებაში. დაქორწინდნენ?  ჰყავთ შვილები? რას აკეთებენ ახლა? მე მის სახლშიც მივედი, რომელიც ჩემს წინა ქუჩაზე ცხოვრობდა, მაგრამ რა თქმა უნდა სახლი გაყიდული დამხვდა. მივხვდი, რომ ამდენი წლის შემდეგ, შანსი არ მქონდა მათ შესახებ რამე გამეგო. მაგრამ ვიცნ იცის , იქნებ მათ ნახონ ეს ფოტო და თავად დამიკავშირდნენ.


        

           Curriculum vitae

 
დაბადების ადგილი: ტოლედო, ოჰაიო. 1944 წელი.
განათლება: ნიუ იორკის Pratt  ინსტიტუტის  ფოტოგრაფიის მაგისტრი.
შთაგონება: „ბრასაი, ჰელენ ლევიტი, ანრი კარტიე-ბრესონი.“
დაბალი შეფასება: „90-იანი წლები. ვერაფერს ვაკეთებდი ეს სრული კრახი იყო.“
მაღალი შეფასება: „ამის შემდეგ არც ისე დიდი ხანი იყო გასული, რომ დამირეკეს და  მითხრეს: გამარჯობა. მე ბრიუს ვებერი ვარ. მე მომწონს თქვენი წიგნი და მინდა თქვენი  რამდენიმე  ნამუშევარი შევიძნო.“ შემდეგ ყველაფერი უკეთესობისკენ წავიდა.“
ოცნება: „წავიდე სხვა ქალაქში და ერთი წელი ადამიანების გადაღებაში გავატარო. არ აქვს მნიშვნელობა, ეს ლონდონი იქნება თუ სან დომინგო, მთავარია დრო მექნეს, რომ ყველაფერი კარგად შევისწავლო.“

წყარო: http://www.guardian.co.uk/artanddesign/2008/aug/14/photography#


No comments:

Post a Comment