Wednesday, September 21, 2011

Giacomo Brunelli's best shot


      ჯაკომო ბრუნელის საუკეთესო კადრი


      მე მომწონს ეს ფოტო. ის თითქოს აჯამებს ჩემს შემოქმედებით გზას. მე თითქმის ყოველ დღე დავდივარ მანქანით და ვეძებ ცხოველებს, რომ ფოტო გადავუღო. ერთ დღეს, 2007 წელს, იტალიის ერთ პატარა სოფელ ამბრიაში მანქანით მივდიოდი და გზაზე თეთრი მტრედი დავინახე. მანქანა გავაჩერე და გადმოვედი, რომ მტრედი გადამეღო.
როცა უკან, მაქანაში ჩასაჯდომად, შემოვბრუნდი დავინახე ძაღლი, რომელიც მავთულ-ხლართის ღობიდან მიყეფდა. მას საოცარი ცისფერი თვალები ქონდა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ბრმა იყო, რადგან ის სწორი მიმართულებით ვერ იხედებოდა. ძაღლი ვერ მხედავდა და აპარატის ჩამკეტის ხმა უფრო აგიჟებდა. აი, რატომ არის ის ფოტოზე ასე გამძვინვარებული. ჩამკეტის ხმა ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის ცხოველების გადაღებისას. მე მას ვიყენებ, რომ შევაშინო ისინი, მათში რეაქცია გამოვიწვიო.
ცხოველების ძებნაში დიდ დროს ვატარებ. ისინი ყოველთვის მაოცებენ. მათ მოძრაობას წინასწარ ვერ გათვლი და ამიტომ ყოველი მათგანი განსხვავებულია. მათთვის ფოტოს  გადაღება ინდივიდუალური მეცნიერული მოხსენების წარდგენას გავს.
დილის ათი საათი იქნებოდა, როცა ეს ფოტო გადავიღე. სინათლე უკანა მხრიდან მადგა. ხე კი, იცავდა სცენას პირდაპირი მზის სხივებისაგან და საშუალებას მაძლევდა გადამეღო ფოტო ლამაზ გაბნეულ შუქზე. მე არ გამომიყენებია არანაირი ფილტრი და ფოტო არც დაკრუმში დამიმუშავებია შემდეგ. გადავიღე რვა თუ ცხრა კადრი შავ-თეთრი ფირით და ძაღლის თვალები რომ  ასეთი ანთებულია, ნამდვილი გამართლება იყო.



Curriculum vitae


დაბადების ადგილი: პერუჯა, 1977 წელი.
განათლება:  „ექვს თვიანი ჟურნალისტიკის კურსი რომში.“
შთაგონება: „მაიბრიჯი, მარეი და ლარტიგი. მიყვარს ფოტოები, რომლებიც მოძრაობას  ასახავს.“
ოცნება: „დინოზავრი“
მაღალი შეფასება: „თანდათან ვაცნობიერებ, რა მნიშვნელოვანია ჩემი წიგნის გამოცემა. ეს ფანტასტიურია.“

No comments:

Post a Comment