Saturday, September 24, 2011

Dorothy Bohm's best shot


  დოროთი ბომის საუკეთესო კადრი



1963 წლის ზაფხულზე ლოსაბონში ვიყავი ჩემს მეუღლესთან ერთად. როცა ერთმანეთს შევხვდით მე 16 წლის ვიყავი , ის ოცის  და მას შემდეგ ბედნიერი ცოლ-ქმარი ვართ. ის მეცნიერი იყო და ნავთობქიმიკატებზე მუშაობდა. სამსახურის გამო ბევრს მოგზაურობდა და  მეც სულ თან დავყვებოდი. ეს ჩემთვის ერთგვარი დასვენებაც იყო, მე მაშინ საკუთარი სტუდია მქონდა მანჩესტერში. მაგრამ სადაც არ უნდა წავსულიყავი, აპარატი ყველგან თან დამქონდა.
ლისაბონი საინტერესო ქალაქი იყო - ნახევრად დანგრეული , მაგრამ მდიდარი ისტორიით. ერთ დღეს, საღამოხანს ძველ ციხე-სიმაგრეზე ავძვერი და ქვემოთ გადმოვიხედე. ეზოს ხის ჩრდილები ისე საინტერესოდ ეცემოდა, ვიფიქრე კარგი ფოტო გამოვიდოდა, მაგრამ  ვგრძნობდი, რომ სურათს ადამიანი აკლდა. უეცრად ქალმა გამოიარა, მას ხელში ბავშვი ეჭრა. საიდანღაც ძაღლიც გამოჩნდა. ქალმა ნაბიჯებს უკლო და მას მიაჩერდა. ფოტო სწორედ ამ მომენტში გადავიღე ჩემი როლეიფლექსით. ყოველთვის მიმართლებდა ფოტოგრაფიაში, როგორც კი აპარატს ხელში ავიღებდი, მაშინვე რაღაც საინტერესო ხდებოდა.
ეს ფოტო შედგა, რადგან მასზე ყველა ელემენტი სწორად არის განლაგებული - ჩრდილები, ქალი და ძაღლი. ჩემთვის  ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ყველა ელემენტი ერთად თამაშობს - ეს ინსტიქტურად ხდება. ფოტოგრაფიაში არა მარტო ხედავთ, არამედ გრძნობთ. კარგი ფოტო წამის საქმეა. მთვარია იგრძნო ეს მომენტი და ხელიდან არ გაუშვა ის.
მხოლოდ ორი კადრი გადავიღე. მე ძალიან განვსხვავდები ფოტოგრაფების უმრავლესობისაგან, რადგან გადაღება ორმოციან წლებში დავიწყე და იმ დროს არ იყო შესაძლებლობა ბევრი ფირი შემეძინა. პორტრეტების გადაღების შემთხვევაშიც კი, მხოლოდ ოთხ კადრს ვიღებდი, მაგრამ ვიცოდი რომ,  როცა ინგლისში დაბრუნებული, ფირს გავამჟღავნებდი აუცილებლად ძლიერი შავ-თეთრი კადრი მექნებოდა ხელთ. ფერადი ფოტოგრაფიით ოთხმოციან  წლებში დავინტერესდი, თუმცა მივხვდი, რომ ჩემისათქმელი მე შავ-თეთრი ფოტოებით ვთქვი და რომ ჩემი ფოტოები ისეთი ვერასოდეს იქნებოდა ფერში.
ქალ ფოტოგრაფებს უფრო  გაუმართლათ. მათ უფრო ადვილად შეუძლიათ ისეთ თემებს მიუახლოვდნენ და შეეხონ, რაც მამაკაცისთვის უფრო რთულია. თუ თქვენ დაინტერესებული ხართ ადამიანების ფოტოგრაფირებით, მაშინ როგორც ქალი ნაკლებად მომაბეზრებელი ხართ. ასევე როცა შვილი გყავს ეს ცვლის შენს ხედვას, თქვენს ნამუშევრებში ადამიანური ელემენტები უფრო ძლიერდება.
ფოტოგრაფია ჩემთვის იყო სიცოცხლის მთავარი აზრი. როცა ამ საქმეს 16 წლიდან მისდევ ჩემსავით და უკვე 70 წელზე მეტია აპარატი ხელიდან არ გაგიშვია , ის ისეთივე  ბუნებრივი ხდება, როგორც ჭამა და სმა.


Curriculum vitae

 

დაბადების ადგილი: კონიგსბერგი, აღმოსავლეთ პრუსია. 1924 წელი
განათლება: “ მანჩესტერის ტექნოლოგიის კოლეჯი.“
გავლენა: „მხატვრობა და ფელინის ადრეული ფილმები, ანტონიონი და ბერგმანი.“
წარმატება კარიერაში: „როცა 1969 წელს ჩემი ნამუშევრები ლონდონის თანამედროვე ხელოვნების ინსტიტუტში გამოფინეს. მე ერთ-ერთი ვიყავი ოთხ ფოტოგრაფს შორის და ერთადერთი ქალი.“
სასარგებლო რჩევა: „გადაიღე ფოტოები მხოლოდ მაშინ, როცა იცი, რომ ისინი კარგია. მხოლოდ მაშინ აქვთ მათ ღირებულება.“



No comments:

Post a Comment