Wednesday, September 28, 2011

Bruce Davidson's best shot


ბრიუს დევიდსონის საუკეთესო კადრი
























 














ყოველთვის განსაკუთრებული გრძნობა მქონდა ბრიტანეთის მიმართ. მახსოვს, როგრო ვუსმენდით BBC -ის ომის დროს, როცა ბიძაჩემი ჰერბი ბომბდამშენის მფრინავი იყო. ის ინგლისელი იყო.
1960-იან წლებში ვიყიდე Hillman Minx კაბრიოლეტი, რომელიც მაშინ ძალიან ძვირი არ ღირდა და მთელი ინგლისი შემოვიარე. ეს იყო ამერიკული სტილის მანქანა, რაც მისი უპირატესობა იყო, რადგან ადვილად შემეძლო ტროტუარზე ხალხის გადაღება. მე ასევე მქონდა სპორტული პალტოც, დიდი გვერდითა ჯიბით, სადაც ადვილად თავსდებოდა ჩემი ლეიკა.
ეს ახლაგაძრდა გოგონა სრულიად შემთხვევით ვნახე, როცა ლონდონის ქუჩებში ვსეირნობდი. თინეიჯერთა ჯგუფს გადავეყარე და მათ საუბარში ჩავერთე. იმათ კი, სადღაც გამოქვაბულში წამიყვანეს, სადაც უზარმაზარი საცეკვაო დარბაზი ჰქონდათ. მგონი ეს კუნძულზე იყო. ღამდებოდა. მე კი, დილით, ადრე უნდა გავსულიყავი, ამიტომ დიდხანს ვერ დავრჩი.
ეს გოგონა ცალკე გამოვიყვანე, რომ ფოტო გადამეღო. მას ხელში კნუტი ეჭირა, რომელიც ალბათ  სადღაც დაკარგული იპოვა. გვერდზე კი, დახვეული ლეიბი ჰქონდა მოკიდებული. იყო მასში რაღაც იდუმალი. არ ვიცი საიდან იყო, რა ერქვა, მაგრამ მისი სახიდან ასხივებდა ოპტიმიზმი,  დადებითი განწყობა და ცხოვრებისადმი გახსნილობა - ეს იყო ახალი ბრიტანეთის სახე.
ფოტო გადავიღე 50 მმ-იანი ლინზით, ფართოდ გახსნილი დიაფრაგმით, გამოვიყენე ილფორდის ფირი, რომელსაც HPS , ანუ ჰიპერ მგრძნობიარობის ფირი ერქვა, რომელიც მე ძალიან მომწონდა, თუმცა ის უკვე აღარ გამოდის . მიყვარდა მისი გრანულირებული ტექსტურა.
ეს ფოტო ჩემთვის დღესაც ახლობელია. მაინტერესებს, რას აკეთებს ეს ახალგაზრდა გოგონა ახლა. შეიძლება სადღაც ლონდონშია ჩაკარგული, ან ვინ იცის, იქნებ  ცოცხალიც აღარ არის. ამას ვერასოდეს გავიგებ.

No comments:

Post a Comment