Friday, September 30, 2011

Alex Prager's best shot


 ალექს პრაგერის საუკეთესო კადრი



New York Times-ის ფერადმა დამატებამ მთხოვა გადამეღო ქალები, რომლებიც მენოპაუზის ეტაპს გადიან. არანაირი შეზღუდვა არ მქონდა - ერთადერთი ის მთხოვეს, რომ ასაკში შესული ქალების ფოტოები მიმეტანა და მომცეს თავისუფლება საკუთარი კონცეფცია განმევითარებინა.
ამ ამბაბდე ცოტა ხნით ადრე დედაჩემი დაბრუნდა ლოს ანჟელესში საცხოვრებლად და მე ხშირად ვუღებდი მას და მის მეგობრებს ფოტოებს. უფრო მეტ კადრებს ვდგამდი, ვიდრე ოდესმე - თითქოს კინოს ვიღებდი. მე ხშირად ვუყურებ ძველ ფილმებს შთაგონებისთვის. თუ სცენა მომეწონება, კადრს ვაჩერებ და სურათს ვუღებ. ის ფილმი არც კი მახსოვს, რომელმაც ეს კადრი შთამაგონა. ასეთი სცენა იყო - მერლინ მონრო ტაქსიდან გადმოდიოდა წვიმაში. ის ძალიან ლამაზი იყო ქერა თმებით და ყვითელი კაბით. არ მინდოდა სცენა ზუსტად გამემეორებინა, მე უბრალოდ ტაქსის და წვიმის იდეა მომწონდა.
ფოტო ლოს ანჟელესის ქუჩაში გადავიღე. რადგან განათებისთვის და  წვიმისთვის სპეციალურ მოწყობილობებს ვიყენებდი ნებართვა მჭირდებოდა. მე ნამდვილად არ ვარ მიჩვეული ასეთ რამეს. სამი თუ ოთხი დღე დავდიოდი ლოს ანჟელესის ქუჩებში, რომ ისეთი ლიქიორების მაღაზია მომეძებნა, როგორიც მინდოდა- ფერადი და  ძველმოდურობის შეგრძნებით. ლოს ანჟელესი კი, იმდენად დიდია, ყველაფერს იპოვი, თუ კარგად დაძებნი.
ეს ქალი, ირენი დედაჩემის მეგობარი იყო. ის ახალგაზრდობაში მოდელი იყო და მიჩვეული იყო ამ საქმეს. მაგრამ ჩვენ ძალიან ცოტა თანხები გვქონდა. მანქანა დაზიანებული იყო და გაჟონა. წვიმის მოწყობილობა ვერ ვაკონტროლეთ და ის მთლიანად გაიწუწა. თავს საშინლად გძნობდა - ტაქსიდან გადმოსვლა არ უნდოდა. მინდოდა, მას უკან ისეთი მზერით მიეხედა თითქოს რაღაც იდუმალს ხედავდა, მაგრამ მინებზე წყალი ისე ჩამოდიოდა ის ქვევით იხედებოდა.  ვცდილობდი ირენისთვის რაციით მიმეწვდინა ხმა, მაგრამ მას ჩემი არ ესმოდა. ეს ნამდვილი სიგიჟე იყო.
შემდეგ, უეცრად, მან ზემოთ აიხედა  სულ რაღაც წამით და მეც სწორედ იმ დროს გადავიღე. მისი სახე სრულყოფილად იყო განათებული. ფოტოდან ძლიერი ემოცია მოდის - ეს იმიტომ, რომ ირენი  მართლაც ძალიან უბედური იყო იმ მომენტში.


   Curriculum vitae

დაბადების ადგილი: ლოს ანჟელესი. 1979 წელი
განათლება:  „ ბიბლიოთეკები და სახლი“
შთაგონება: „უამრავი: ეგლსტონი, არბუსი, ვიჯი, ბრასაი.“
უმაღლესი შეფასება: „როცა გავიგე, რომ  ნიუ იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (Moma) ჩემს ნამუშევრებს გამოფენენ სექტემბერში.“
სასარგებლო რჩევა: „მიყევი საკუთარ ინსტიქტებს.“



წყარო:  http://www.guardian.co.uk/artanddesign/2010/jun/30/photography-alex-prager-best-shot

No comments:

Post a Comment