Wednesday, August 3, 2011

Richard Billingham :"Ray's A Laugh"

© Johnnie Shand Kydd


"ოჯახური ფოტოების გადაღების შემდეგ, მალევე მივხვდი, რომ ადამიანებს ისინი იმ მიზეზით არ მოსწონდათ, რაც მე  განვიზრახე... ვფიქრობ ძალიან ცოტაა ისეთი, ვინც საგნის არსს წვდება და მხატვრის განზრახვას ხვდება. უმრავლესობას, კი უბრალოდ დედაჩემის ტატუირებების, დალაქავებული შპალერის და ბინძური იატაკის ყურება მოსწონდათ."







             რიჩარდ ბილინგჰემი

  
რიჩარდ ბილინგჰემი ცნობილი ინგლისელი ფოტოგრაფი და მხატვარია, რომელსაც განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა თავისმა ფოტოგრაფიულმა წიგნმა - „რეი სიცილით“ (Ray's A Laugh ). წიგნი ასახავს თავად ფოტოგრაფის მამის, ალკოჰოლიკი რეის, ჭარბ წონიანი და ტატუირებული დედის, ლიზის და მისი უმცროსი ძმის, თავნება ჯეისონის ცხოვრებას.
რიჩარდ ბილინგჰემი 1970 წლის 25 სექტემბერს დაიბადა ბირმინგემში. მას მხატვრობა უნდოდა და საზერლენდის უნივერსიტეტში შეისწავლა სახვითი ხელოვნება. ფოტოების გადაღებაც სწორედ იმ მიზნით დაიწყო, რომ შემდეგ ისინი თავის მხატვრობაში გამოეყენებინა. სწავლის დამთავრების შემდეგ, ბილინგჰემი ბირმინგემში დაბრუნდა და დღის განმავლობაში თაროების ამწყობად მუშაობდა , ხელოვნებისთვის კი, მხოლოდ ღამე იცლიდა. „რეი სიცილით“ ასახავს იმ სიღარიბესა და უსახსრობას, რომელშიც ფოტოგრაფი იზრდებოდა. ის იმდენ ფოტოებს უღებდა თვის ოჯახის წევრებს, რომ მალე ისინი ვეღარც ამჩნევდნენ მას და მის ფოტოაპარატს. ბილინგჰემი ყველაზე იაფფასიანი ფირებით სარგებლობდა, რასაც კი იშოვიდა და ფოტოებს მყვირალა ფერები და არამკვეთრი ფოკუსი აქვთ, თუმცა სწორედ ეს სძენს ამ სერიას რეალიზმისა და გულწრფელობის განცდას. „მე ვცხოვრობდი იმ კოშკის კორპუსში. იქ ვიყავით მხოლოდ მე და ის. ის ალკოჰოლიკი იყო. ის წვებოდა საწოლში, სვამდა, იძინებდა,  იღვიძებდა, ისევ იძინებდა და ვერც ამჩნევდა დღე იყო თუ ღამე. 20 წუთზე მეტი შეუძლებელი იყო ერთ ადგლზე გაგეჩერებინა. ამიტომ ვიფიქრე, რომ მხატვრობისთვის დამხმარე საშუალებად მისთვის ფოტოები გადამეღო, შემდეგ კი შევძლებდი უფრო დეტალურად დამეხატა. აი, ასე დავიწყე ფოტოების გადაღება.“- იგონებს ფოტოგრაფი.
ფოტოების პირველი გამოფენა 1994 წელს მოეწყო ლონდონში, სათაურით, „ვინ უყურებს ოჯახს“ ( 'who's looking at the family') ორი წლის შემდეგ, კი გამოვიდა წიგნი  „რეი სიცილით“ , რომელშიც სერიის რჩეული ფოტოები შევიდა. ამ უეცარი პოპულარობის შემდეგ, მან დროებით შეწყვიტა ფოტოების გადაღება და ექსპერიმენტობდა ვიდეო პროექტებში. მან გადაიღო 47 წუთიანი სატელევიზიო ფილმი,  'fishtank’.
1997 წელს ბილინგჰემი ჩართეს ხელოვნების სახელმწიფო აკადემიის მიერ გამართულ ცნობილ და სენსაციურ გამოფენაში, რომელიც ახალგაზრდა ბრიტანელი ხელოვანების ნამუშევრებს წარმოადგენდა. ამავე წელს მას გადასცეს „Citigroup Photography Prize.“  2001 წელს მან მიიღო ტერნერის პრემია, თავისი სოლო-შოუსთვის ბირმინგემის გალერეაში.
ამჟამად ცხოვრობს და მოღვაწეობს ბრიტანეთის ქალაქ სტოურბრიჯში.



„მამაჩემი რეი ქრონიკული ალკოჰოლიკია .  მას არ უყვარს გარეთ გასვლა. დედაჩემი ელიზაბეტი თითქმის არ სვამს, მაგრამ ძალიან ბევრს ეწევა. მას უყვარს შინაური ცხოველები და დეკორატიული ნივთები. ისინი 1970 წელს დაქორწინდნენ და სულ მალე მეც გავჩნდი. ჩემი უმცროსი ძმა ჯეისონი 11 წლიდან სხვისი მზრუნველობით იზრდებოდა, მაგრამ ახლა ისევ რეისთან და ლიზთნ ერთად ცხოვრობს. ის ახლახან მამა გახდა. მამა მექანიკოსად მუშაობდა, მაგრამ ქრონიკული ალკოჰოლიზმის გამო მისი მდგომარეობა სულ უფრო და უფრო გაუარესდა. ის თვრება იაფფასიანი სიდრით სპირტიანი სასმელების მაღაზიაში. ის ღამითაც ბევრს სვამს და გვიან დგება.
თავიდან  ჩვენი ოჯახი ტერასულ სახლში ცხოვრობდა, მაგრამ მათ მთელი ფული გაფლანგეს და სასოწარკვეთილებმა სახლი გაყიდეს. შემდეგ ჩვენ გადავედით საბჭოს კოშკის კორპუსში, სადაც რეი იჯდა და მთელი დღეები სვამდა. ასეთია მამაჩემი! მას სასმელის გარდა სხვა ინტერესები ცხოვრებაში არ აქვს.“
 „მე  თავი არასოდეს შემიწუხებია ნეგატივებზე ზრუნვით. ზოგიერთ მათგანზე რაღაც აღნიშნული მაქვს, ზოგი დაკაწრულია. მე ყველაზე იაფფასიან ფირებს ვყიდულობდი და გასამჟღავნებლად ყველაზე იაფიან ადგილებზე დამქონდა. მე უბრალოდ ვცდილობდი წესრიგი დამემყარებინა მთელს ამ ქაოსში.“
ჩემი მიზანი არ არის შოკირება, შეურაცხყოფა, სენსაციური ინფორმაციების მიწოდება. მე არ მინდა ვიყო პოლიტიკური ან მსგავსი რამ. მე მხოლოდ ის მსურს, რომ ჩემი ნაშრომები, რამდენადაც შესაძლებელია,  სულიერებით იყოს დატვირთული.“





 











 






 შედარებით გვიან, ბილინგჰემმა პეიზაჟების გადაღება დაიწყო, თუმცა განწყობით ისინიც მის ადრეულ ნაშრომებს მოგვაგონებს:










No comments:

Post a Comment