Sunday, July 3, 2011

Terence Donovan

ტერენს დონოვანი. ავტოპორტრეტი




„მე მხოლოდ ერთი რამ მინდოდა - მეცხოვრა საინტერესოდ. ფოტოგრაფია საინტერესო საქმიანობა და ნამდვილად ღირს იმად, რომ დროისა და სივრცის ის ნაწილი დაუთმო, რასაც სიცოცხლე ქვია.“

















ტერენს დანიელ დონოვანი (14.09.1936-22.11.1996) ბრიტანელი ფოტოგრაფია, რომელიც ფაქტიურად ლეგენდარული პიროვნება იყო ფოტოინდუსტრიაში. ის მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდობული ადამიანი იყო. მან შექმნა მუსიკალური ვიდეოები რობერტ პალმერისათვის, "Addicted to Love" და "Simply Irresistible".           
დონოვანი დაიბადა სტეპნიში, ლონდონის ისტ ენდში. ის უბრალო ოჯახიდან იყო. მამამისი სატვირთო მანქანის მძღოლი იყო. მან სკოლში სიარულს 11 წლის ასაკში დაანება თავი და ლონდონის ლითოგრაფიის კოლეჯში განაგრძო ბეჭდვის ტექნიკის შესწავლა. შემდეგ სამუშაოდ ფლიტ სტრიტზე-ბრიტანეთის საგაზეთო ინდუსტრიის ცენტრში გადავიდა. იქ ახალგაზრდა დონოვანი სხვის ფოტოებს ბეჭდავდა, სანამ არ მიხვდა, რომ თავად სურდა გამხდარიყო მოდური ფოტოგრაფი. მან თავისი პირველი ფოტო 15წლის ასაკში გადაიღო. მოგვიანებით ფოტოგრაფის ასისტენტად მუშაობდა. 22 წლისამ კი საკუთარი ფოტო სტუდია გახსნა.  სტუდია იმთავითვე პოპულარული გახდა. ნიჭიერი ფოტოგრაფი კლიენტებს ვერ აუდიოდა. მასთან თანამშრომლობდნენ წამყვანი სარეკლამო კომპანიები და მოდის ჟურნალები, ისეთები როგორიცაა, Vogue, Queen, და  Man About Town. მოგვიანებით კი გავლენიანი, Nova , Maria Claire და Elle. მან ახალგაზრდობაშივე დაიმკვიდრა თავი და  60-იან წლებში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფოტოგრაფი იყო. ამ პერიოდში ის დაუკავშირდადევიდ ბეილისა და ბრაიან დაფის და ამ სამმა დიდმა ფოტოგრაფმა რევოლუციურად შეცვალეს საგაზეთო და ჟურნალების ფოტოგრაფია. ისინი განუყოფელი მეგობრები იყვნენ და მათი კავშირი დონოვანის სიკვდილამდე გაგრძელდა.
1970 წელს მან გადაწყვიტა კონცენტრირებულიყო ძირითადად სარეკლამო ფოტოგრაფიაზე. ის ბევრს იღებდა ჟურნალებისათვის, Harper Bazar და Vogue. ამ პერიოდში შექმნა მან მარგარეტ ტეტჩერის ცნობილი პორტრეტი, სადაც ის გამოიყურება, როგორც უბრალოდ ადამიანი, ქალი და არა პოლიტიკოსი.




დონოვანმა შექმნა ცნობილი ჯაშუშის სახე სერიაში, „ჯაშუშის დრამები“ (Spy Drama), რომელიც არაერთხელ გამოიცა დიდი ტირაჟით.


მისი მეუღლე იხსენებს: „ის უსაზღვროდ დიდი ენერგიით დამუხტული ადამიანი იყო, რომელიც მთლიანად ინსპირირებული იყო.“  ეს კარგად ჩანს მის მრავალმხრივ საქმიანობაში. მან რეჟისორობაშიც სცადა თავი და გადაიღო სამი ათასამდე სარეკლამო ვიდეო, რომელთაგან ბევრი პრიზების მფლობელი გახდა. 1973 წელს კი გადაიღო მხატვრული ფილმი, „ყვითელი ძაღლი“ (Yellow Dog). შემდეგ კი რამდენიმე დოკუმენტური ფილმიც. ის ბუდიზმით სეროზულად იყო გატაცებული და ძიუდოში შავი ქამრის მფლობელიც გახდა. მოგვიანებით კი სპორტის ამ მიმართულებაზე მსოფლიო ჩემპიონ, კაცუჰიკო კაშივაზაკისთან ერთად წიგნიც გამოსცა.
ტერენს დონოვანი სამეფო ოჯახის ფოტოგრაფიც იყო და ჰერცოგისა და მისი მეუღლის ოფიციალურ შეხვედრებს იღებდა. მან უელსის პრინცესა სამჯერ გადაიღო და ახლა ეს პორტრეტები ერონული პორტრეტების გალერეაშია დაცული ლონდონში.

 
 
 
 
 
               
1996 წელს დონოვანი სანტ მარტინის ხელოვნების სკოლის პროფესორი გახდა, რითაც განსაკუთრებით ამაყობდა. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ჟურნალ, GQ -ის დაკვეთით მან შექმნა ბრიტანეთის 20 ყველაზე ცნობილი მამაკაცის პორტრეტი. ერთ-ერთი  ამ პორტრეტთაგან თავად მისი ავტოპორტრეტი იყო.
დონოვანი ორჯერ იყო დაქორწინებული. ქორწინება, პირველ ცოლთან, ჯანეტ კოჰენთან ხანმოკლე იყო. მეორე ცოლთან, დიანა დეართან კი ის სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა. ის  სამი შვილის მამა იყო.
ტერენს დონოვანი კანის დაავადების გამო სტეროიდებით მკურნალობდა, რის გამოც ძლიერ დეპრესიაში იყო. 1996 წლის 22 ნოემბერს, 60 წლის ასაკში, მან თავის სტუდიაში ჩამოიხრჩო თავი.






                    









 
  




 



 

 


                      

                        

1987 წელს ჟურნალ, "Pirelli"-თვის გადაღებული ფერადი ფოტოები:








No comments:

Post a Comment