Monday, July 25, 2011

Memento Mori – Old Black and White Photos of Dead People


  Memento Mori  - სიკვდილის შემდგომ ფოტოგრაფია


1839 წელს დაგეროტიპის გამოგონებამ პორტრეტების შექმნა უფრო გავრცელებული და მისაწვდომი გახადა. ამ შედარებით იაფმა და გაცილებით უფრო სწრაფმა ხერხმა  საშუალო ფენის ადამიანებსაც მისცა საშუალება აღებეჭდათ საკუთარი თავი და ...  თავიანთი გარდაცვლილი ახლობლები!  სიკვდილი ვიქტორიანულ ინგლისში დიდი  და რთული ბიზნესი იყო. ის უამრავი სოციალური წესის დაცვას მოითხოვდა, მაგალითად, გლოვის სხვადასხვა საფეხურს განსხვავებული ფერის ტანისამოსი შეესაბამებოდა. სწორედ  ამ პერიოდში ჩაეყარა საფუძველი ჩვენთვის ძალიან უცნაურ ტრადიციასაც - მიცვალებულებისთვის ფოტოს გადაღებას.  სიკვდილიანობის დონე  მაშინ ძალიან მაღალი იყო, განსაკუთრებით, კი ბავშვებში. ისინი უბრალო ავადმყოფობების გამოც კი იღუპებოდნენ. ფოტოს გადაღება, კი  მაშინ არ იყო ისე მარტივი დ მისაწვდომი საქმე როგორც ეს დღესაა. ის წინასწარ მომზადებასა და  ორგანიზებას მოითხოვდა და გარკვეული ფენის ადამინებისთვის საკმაოდ ძვირიც იყო. ამიტომ სიცოცხლეში ბევრს ფოტო საერთოდ არც ქონდა გადაღებული, განსაკუთრებით  ჩვილებსა და ბავშვებს. დამწუხრებულ მშობლებს კი აუცილებლად უნდოდათ, მათი სახეები უკვდავეყოთ და მეხსიერებიდან არ წაშლოდათ, თუმცა ეს ფაქტი, მეორეს მხრივ, ვიქტორიანული პერიოდისთვის დამახასიათებელი სიკვდილის ფენომენის ავადმყოფური გაღმერთებითაც შეიძლება აიხსნას. თავად დედოფალი ვიქტორია, მეუღლის, პრინც ალბერტის, გარდაცვალებიდან 40 წელი, ფაქტიურად თავის სიკვდილამდე, ატარებდა შავ სამომსს.
სიკვდილის შემდგომ გადაღებული უფრო ადრეული  ფოტოები ახლოდან გადაღებული პორტრეტები ან მთლიანად სხეულებია, სადაც იშვიათად ჩანს კუბო. გარდაცვლილი ისეა გადაღებული, თითქოს ღრმად ეძინოს ან ისეთ პოზაშია, რომ რამდენადაც შეიძლება ცოცხალს გავდეს. ბავშვებს ხშირად სვამდნენ ტახტზე ან საბავშვო საწოლზე და გარშემო თოჯინებსა და სხვა სათამაშოებს უწყობდნენ.  ხშირად მათ ოჯახის წევრებთან, განსაკუთრებით დედასთან  ერთად იღებდნენ. დიდებს ძირითადად სკამებზე სვამდენენ ან სპეციალურად შექმნილ კარკასებზე ყავდათ მიბმული, სასურველი პოზის მისაღწევად. ასეთ ფოტოებში  ყვავილები ძალიან გავრცელებული ატრიბუტი იყო.
მიცვალებული რომ უფრო მეტად დამსგავსებოდა ცოცხალს თვალებს ძალით უღებდნენ ან უკვე გადაღებულ ფოტოზე ამ საქმისთვის სპეციალურად დაქირავებული მხატვარი ახატავდა თვალებს გარდაცვლილს. ბევრ ადრეულ ფოტოზე მიცვალებულის ლოყები და სახე მოვარდისფრო ტონითაც არის შეფერადებული. ასეთ ფოტოებზე მიცვალებულს მხოლოდ იმით თუ იცნობ, რომ ის სურათზე ყველაზე მკვეთრია - ხანგრძლივი ექსპოზიციის გამო ცოცხლებს გაუნძრევლად გაჩერება უჭირდათ და მათი სახეები ყოველთვის ოდნავ ბუნდოვანია.
უფრო გვიანდელ კადრებში აღარ არის შენარჩუნებული სიცოცხლის იმიტირების  ასეთი მტკიცე მცდელობა. მათში ხშირად ჩანს კუბო. ფოტოების უმრავლესობაზე აღბეჭდილია სასახლეში ჩასვენებული მიცვალებული და გარშემო შემოკრებილი დაკრძალვაზე დამსწრე პირები. ასეთი ტიპის ფოტოები განსაკუთრებით პოპულარული იყო ევროპაში და ნაკლებად გავრცელებული ამერიკის შეერთებულ შტატებში.


 








 
 


 











                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                               
როგორც ჩანს, სიკვდილის შემდეგ ცნობილ ადამიანებსაც იღებდნენ, მათი სახის უკვდავსაყოფად. არც ისე დიდი ხნის წინ, პოლონელმა ფოტოგრაფმა და გალერისტმა ვლადისლავ ჟუხოვსკიმ განაცხადა, რომ კომპოზიტორ ფრედერიკ შოპენის სიკვდილის შემდეგ გადაღებული ფოტო აღმოაჩინეს. დაგეროტიპი, რომელიც შესაძლოა, ლუი-ოგიუსტ ბისონის მიერ არის გაკეთებული, ჟუხოვსკიმ შოტლანდიელისგან შეიძინა.
ფოტო, რომელზეც კომპოზიტორია აღბეჭდილი, 1849 წლით არის დათარიღებული. ვარშავაში მდებარე შოპენის მუზეუმის დირექტორმა განაცხადა, რომ ამ ინფორმაციის დადასტურება არ შეუძლია, რადგან ფოტო არ უნახავს.
'ნიუსლენდი' წერს, რომ თუ აღმოჩენის უტყუარობა დადასტურდა, ეს ფაქტი შესაძლოა სენსაციად შეფასდეს. ამ დროისთვის შოპენის მხოლოდ ორი ფოტოა ცნობილი. ერთ-ერთი მათგანი სწორედ ლუი-ოგიუსტ ბისონმა გადაიღო 1849 წელს.
ფოტოს უტყუარობას ისიც ამტკიცებს, რომ პარიზში შოპენის გარდაცვალება მთელ ფრანგულ კულტურაში დიდი მოვლენა გახდა. მოქანდაკე ოგიუსტ კლეზინჟემ, რომელიც შოპენის საფლავის ძეგლის ავტორია, დაამზადა შოპენის ნიღაბი გარდაცვალებისთანავე. ხელოვნებათმცოდნეები ფიქრობენ, რომ ფოტოგრაფ ბისონს კომპოზიტორის სიკვდილის შემდეგ ფოტოს გადაღების ყველა შესაძლებლობა ჰქონდა.

No comments:

Post a Comment