Monday, July 11, 2011

Daido Moriyama Photographs His Beloved Shinjuku (By Jiae Kim)


დაიდო მორიიამა 10.10.1938
                                                  

    

"ჩემი სამუშაო უსასრულოა. სანამ სამყარო არსებობს, მინდა ფოტოები გადავიღო"























          დაიდო მორიიამა იღებს თავის საყვარელ შინძიუკუს

შინძიუკუში (Shinjuku) (ტოკიო) კორპორაციული მუშაკები, მთავრობის წარმომადგენლები, მეძავები, განგსტერები და სადილისთვის სურსათის შესაძენად გამოსული დიასახლისები ერთად ირევიან. დაიდო მორიიამა, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი იაპონელი ფოტოგრაფი, კი ფაქტიურად, იქ  ცხოვრობს.  ყოველ წუთს შეიძლება დაინახოთ თავისი აპარატით მხარზე მოგდებული როგორ დაეხეტება შინძიუკუს ვიწრო ქუჩებში.
მორიიამას ფოტოები არ არის შინძიუკუში მომხდარი მოვლენების აღნუსხვა, ისინი გაცილებით უფრო პირადულია. თავად დაიდოც თავის ფოტოგრაფიას ახასიათებს, როგორც თავისი შინაგანი სურვილების ჟესტებს.  ფოტოებს იღებს, რათა დაუკავშირდეს მოგონებებს. როგორც თავის „ძაღლის მოგონებებში“ ( Memories of a Dog) განმარტავს:  „ფოტოები სინათლისა და მოგონებების საბადოა და ასევე მეხსიერების ისტორია“. მეხსიერება კი სუსტი და მოუხელთებელია და მისი იმპულსი, გადაიღოს ერთდაიგივე ქუჩები, საგნები და ადამიანები შეიძლება აიხსნას, როგორც სურვილი, ახსოვდეს ყველაფერი.
მიუხედავად იმისა, რომ  მორიიამასა და შინძიუკუს ურთიერთობა ოთხ ათწლეულს ითვლის, ამ კავშირის შესუსტების არანაირი ნიშანი ჯერ არ შეინიშნება. დაიდო მორიიამას ჩვენ შინძიუკუს უკანა ქუჩაზე, პატარა ფრანგულ კაფეში შევხვდით, რომელსაც ადგილობრივების გარდა ვერავინ მიაგნებდა.   ვისაუბრეთ მის საქმიანობაზე და მის მუზაზე - შინძიუკუზე.


 როგორ დაახასიათებდით თქვენ სამუშაოს?

ჩემი ფოტოები არის სურვილზე. შინაგანი სამყარო ხვდება გარე სამყაროს და ღებულობს გარკვეულ ფორმას. როდესაც ჩემი სურვილი ხვდება სამყაროს - ის ხდება ფოტო!

ბევრი თქვენი ფოტო აღძრავს შეგრძნებას, რომ თქვენსა და გადაღებულ საგანს შორის პირდაპირი და პირადული კავშირია.

შინაგან სამყაროში ბევრი სურვილებია და მე ნამდვიალდ არ მაღელვებს სოციალური სისტემები და მსოფლიო ხედვა. ჩემი ფოტოგრაფია ჩემს პირად სურვილებს ეფუძნება და ბუნებრივია, რომ ასეთი პირადული გეჩვენებათ.

თქვენი ნამუშევრები ძალიან კინემატოგრაფიულია. ოდესმე გიმუშავიათ ფილმზე?

არა, არასოდეს მიფიქრია ფილმის გადაღებაზე. მე  ვფიქრობ კადრებზე და არა თანმიმდევრულობაზე. მიმაჩნია, რომ ცალკე აღებული  მომენტები საინტერესოა.

 რა გინდათ, რომ დამთვალიერებლებმა წაიღონ თქვენი ფოტოებიდან?

ჩემი ფოტოების უმეტესობა ქუჩაშია გადაღებული. მინდა დავაფიქსირო ადამიანებსა და საგნებს შორის ურთიერთობა. არასოდეს ვფიქრობ, ვინ რას იფიქრებს ჩემი ფოტოების ნახვისას. უამრავი რამ არის, რისი გაკონტროლებაც არ შემიძლია. დამთვალიერებლები, რომ ჩემს ფოტოებს სხვადასხვანაირად აღიქვამენ ეს ძალიამ მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს გავლენას არ ახდენს ჩემს მუშაობაზე.  ჩემი გზავნილი გადადის ფოტოში, მაგარამ უკეთესია თუ ასეთი გზავნილები ბევრი იქნება და არა მხოლოდ ჩემი.

თქვენი ფოტო „მაწანწალა ძაღლი“ ძალიან ცნობილია. არსებობს ბევრი მოსაზრება, თუ რას გულისხმობს ეს ფოტო. რისი გადმოცემა გინდოდათ, როცა ის გადაიღეთ?

არაფერი მიგულისხმია, როცა ფოტოს ვიღებდი. სასტუმროდან გამოვედი და უბრალოდ გადავიღე. თუკი რაიმე მნიშვნელობას ხედავთ, ეს ძაღლის დამსახურება უფროა. (იცინის)

 ვინ მოახდინა თქვენზე გავლენა?

ჩემზე დიდი გავლენა იქონიეს შომეი ტომაცუმ, უილიამ კლაინმა და ენდი უორჰოლმა.

 ენდი უორჰოლმა რატომ ?

მე  სამოციანი წლების ბოლოს ვნახე მისი კატალოგი, და ეს ჩემთვის დიდი შთაგონება იყო.  ის პოულობს უბრალო საგნებს, რასაც ჩვენ ყველა ვხედავთ და სძენს მათ ეროტიზმს. ეს კი ძალიან ახლოს არის იმასთან, რასაც მე ფოტოგრაფიის ფუნდამენტურ მნიშვნელობად ვთვლი.

იაპონია ძალიან შეიცვალა მას შემდეგ, რაც თქვენ გადაღება დაიწყეთ და რა გავლენა იქონია ამან თქვენს მუშაობაზე?

კულტურული ცვლილებები გავლენას ჩემზე გაცნობიერებულად ვერ ახდენენ, მაგრამ ჩემი ფოტოების უმეტესობა ქუჩაშია გადაღებული და არ ვიქნები მართალი თუ ვიტყვი, რომ გავლენა საერთოდ არ მაქვს. მაგრამ ეს არ ხდება შეგნებულად და განზრახ.

ბევრ ფოტოზე თქვენ და არაკი ერთად ხართ. მეგობრობთ?  ხედავთ მსგავსებებს თქვენს ფოტოებში?

დიახ, ჩვენ ძველი მეგობრები ვართ და არსებობს ორი მსგავსება: ჩვენ ორივე მხოლოდ ფოტოგრაფიით ვართ დაინტერესებული  და ორივეს გვიზიდავს რაღაც  „ამორალური“, თუმცა არაკის თემა ქალების ამომწურავი გაგებაა, ჩემი კი, საგნების ამორალურობა.

 ყოველთვის ფოტოგრაფობა გინდოდათ?  როგორ დაიწყეთ?

ბავშვობაში ვხატავდი და თინეიჯერობის პერიოდში გრაფიკული დიზაინერი ვიყავი. 20 წლიდან კი ფოტოგრაფიას მივყავი ხელი.

 რას გააკეთებდით ფოტოგრაფი რომ არ გამხდარიყავით?

ალბათ მხატვარი ვიქნებოდი. მე ასევე მიყვარს გემები და დავდიოდი კიდეც სანაოსნო სკოლაში, თუმცა დიდ წარმატებებს  ვერ მივაღწიე (იცინის), მაგრამ უფრო მეტად, ალბათ, მხატვარი ვიქნებოდი.

რას ფიქრობთ ფოტოგრაფების ახალ თაობაზე?  თქვენი აზრით, ვინ არის ყველაზე პერსპექტიული?

ახალგაზრდა ფოტოგრაფებს განსხვავებული მიდგომა აქვთ. დარწმუნებული ვარ, ბევრ საინტერესოს აკეთებენ, მაგამ კონკრეტულად ვერავის დავასახელებ. საბოლოო ჯამში, ფოტოები, რომლებიც სურვილებს ასავენ საუკეთესოა!

 რა გადაიღეთ ბოლოს და რას გეგმავთ მომავლისთვის?

მე ახლახან დავასრულე ფოტოების გადაღება ბუენოს აირეში და ჰავაიზე და ახლა მინდა შინძიუკუში  გადაღება განვაახლო.

  ამ ეტაპზე რა განიჭებთ სიამოვნებას ცხოვრებაში?

ჰმმმმმმმ....... ძალიან მსიამოვნებს ჩემი აპარატით ქალაქში ხეტიალი. ეს ჩემი საყვარელი მომენტებია  და, რასაკვირველია,  შინძიუკუში დალევა. ვერ წარმომიდგენია სხვა რაიმეს კეთება... აქ ყველაზე მეტად ვგრძნობ, რომ ცოცხალი ვარ!


 წყარო :  http://www.thememagazine.com/stories/daido-moriyama/



























 



 













                                

No comments:

Post a Comment