Monday, June 20, 2011

Levi Van Veluw


























Levi  Van Veluw.   19.04.1985


ლევი ვან ველუვის ავტოპორტრეტები

ლევი ვან ველუვი ახალგაზრდა ხელოვანია, რომელიც ავტოპორტრეტებზე მუშაობს, მაგრამ ის  უბრალოდ თავის თავს ან სხეულს კი არ იღებს, არამედ კანსა და ვიზაჟზე უამრავ ჰეტეროგენულ ელემენტს ამატებს, ქმნის რთულ სტრუქტურებს და თავის სახეს მინიატურულ პეიზაჟად გარდაქმნის. მთელ ამ პროცესს ის მარტო უძღვება და ბოლოს ციფრული დამუშავების შედეგად ღებულობს საურველ შედეგებს.

როგორ დაიწყეთ ფოტოების გადაღება? როგორია თქნი, როგორც ფოტოგრაფის ისტორია?

მე დავიბადე ჰოლანდიის პატარა ქალაქ ჰოეველაკენში (Hoevelaken) 1985 წლის 19 აპრილს. 2007 წელს დავამთავრე არტეზის ხელოვნების სკოლა.( Artez’ School of Arts). თავიდან მხატვრობა მინდოდა, მაგრამ სწავლის პერიოდში დავიწყე ექსპერიმენტები ისეთი მედიუმების საშუალებით, როგორიცაა ფოტოგრაფია და ვიდეო.  ავტოპორტრეტების გადაღება იყო პრაქტიკული არჩევანი, მაგრამ მთავარ კონცეფციად განვითარდა ჩემს შემოქმედებაში ბოლო სამი წლის მანძილზე.

რას ნიშნავს თქვენთვის ფოტოგრაფია?

ეს ჩემთვის მხოლოდ მედიუმია. მე ვიყენებ  ფოტოგრაფიას, რომ შევქმნა ქანდაკებები საკუთარ თავზე.

როგორ  გაჩნდა  „პეიზაჟი პორტრტების“  შექმნის იდეა? შეგიძლიათ აგვიღწეროთ თქვენი სამუშაო პროცესი?

ეს არ არის მხოლოდ ერთი იდეა . ეს ჩემი ძველი აღტაცებაა იაფფასიანი პეიზაჟებით. ერთის მხრივ, მე მეზიზღება მთელი ის სიმბოლიკა , რასაც ისინი ატარებენ.  ასეთი პეიზაჟები ძალიან ადვილად გამოსაცნობი და მოსაწყენია, მაგრამ მეორეს მხრივ მომწონს კიდეც ამ ტრადიციული პეიზაჯების სიმარტივე . ისინი ერთდროულად ლამაზებიც არიან და უშნოებიც.

თქვენი ნამუშევრების დახასიათებისას, თქვენ ხაზს უსვამთ, რომ ისინი მთლიანად მხოლოდ თქვენი შრომის შედეგია. შეგიძლიათ, აგვიხსნათ უფრო დეტალურად, რატომ არის ეს თქვენთვის ასე მნიშვნელოვანი?

ნამუშევრები იქმნება სხვადასხვა იდეების კომბინაციით. პორტრეტებზე ექსპერიმენტები რამდენიმე წლის წინ დავიწყე. ყოველი ფოტოს შემდეგ ვაანალიზებდი საკუთარ თავთან რას ვაკეთებდი კარგად და რას არა.. აქედან გამომდინარე, ეს პორტრეტები კი არა, ექსპერიმენტების სერიაა. ნამუშევრებს  მხოლოდ მე ვქმნი და ვღებულობ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს სამუშაო პროცესში. მთელი ის მასალები და საგნები ნამდვილად არის ჩემს თავზე და არ არის კომპიუტერში მანიპულირებული.

ეს კიდევ ერთი საკითხია, რასაც თქვენ ხაზს უსვამთ. არის კი ეს ასე მნიშვნელოვანი?     მუშაობის შედეგი  და არა პროცესი ქმნის ხელოვნებას  და რა მნიშვნელობა აქვს იყენებთ თუ არა  პერსონალურ კომპიუტერს?

უმეტეს შემთხვევაში ჩემი თავი არის მატარებელი ამ კომბინაციებისა და ტრანსფორმაციების. გამომეტყველება დაკარგული, უნივერსალური სახე საშუალებას აძლევს დამთვალიერებლებს თვითონაც ჩაერთონ სამუშაოში და რადგან ისინი ნამდვილია და არ არის ციფრულად მანიპულირებული მათ თავიანთი შექმნის მოკლე ისტორია აქვთ.

თქვენ ერთ-ერთ  ინტერვიუში ამბობთ:  „მე შევეცადე შემექმნა ჩემი პეიზაჟები, რამდენადაც შეიძლებოდა მცირე სიმბოლისტური დატვირთვით. ასე მე შევინარჩუნე პეიზაჟის ლამაზი მხარე და მოვაშორე კიჩი, გლამური და ტრადიციული ასპექტები.“  შეგიძლიათ ამაზე უფრო ვრცლად მოგვითხროთ და აგვიხსნათ თქვენი არჩევანი?

მე გავაცნობიერე, რომ ყველა საგანს, მასალას და მოვლენას მიწერილი აქვს საზოგადოდ მიღებული ღირებულება, მაგრამ ეს შეფასება ძალიან ადვილად შეიძლება იყოს განსხვავებული. სწორედ ასეთი ელემენტები, რომლებზეც სხვებს წარმოდგენაც არ აქვთ , გახდა ჩემთვის ყველაზე საინტერესო. რადგან ერთი შეხედვით ისინი თითქოს არაფერს ნიშნავს ადამიანისთვის, სწორედ ამიტომ აქვთ საიმისო  მოქნილობა, რომ მათზე მიღებული აზრი შეიცვალოს.

თქვენს ფოტოებში თქვენ ფოტოგრაფიც ხართ და მოდელიც. რატომ არ იყენებთ სხვების სახეებს თქვენი პეიზაჟების ბექგრაუნდებად?

ვთვლი, რომ განმეორება ძალიან საინტერესოა. ერთდაიმავე სახისა და გამომეტყველების გამოყენებით, ადამიანი ნელნელა ხდება მეორეხარისხოვანი მნიშვნელობის  მიღებული ფორმისათვის. ელემენტები, რომლებიც მუდმივად რჩებიან  კარგავენ ღირებულებას და ელემენტები, რომლრბიც იცვლებიან ხდებიან ნამუშევრების მთავარი თემები. ამგვარად მე ვახდენ გადალაგებას ღირებულებათა იერარქიაში.

თქვენი ნამუშევრების გავრცელება გალერეების, გამოფენებისა და საგაზეთო გამოცემების საშუალებით ხდება თუ ინტერენეტის მეშვეობით?

ეს კომბინაცია - გალერეა, გამოფენა, გაზეთი და ინტერნეტი ძალიან მნიშვნელივანია. მაგალითად, გალერეა მნიშვნელოვანია, რომ წარმოადგინო შენი ნამუშევრები,  აჩვენო და მიყიდო ისინი კოლექციონერებს, მუზეუმებს და ა.შ. გალერიის ფლობით, მე მაქვს უფრო მეტი დრო ახალი ნამუშევრების შესაქმნელად და ეს კი ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის.

რომელია თქვენი საყვარელი ფოტო საიტები, კითხულობთ რომელიმე ინტერნეტ ჟურნალს, ბლოგს ან ონლაინ ხელოვნების ჟურნალს?

მე ხშირად ვკითხულობ ჰოლანდიურ გაზეთებს ინტერნეტში და ასევე მომწონს ბლოგები:  http://pytr75.blogspot.com/   http://iheartphotograph.blogspot.com/

როგორც ფოტოგრაფი რაზე ოცნებობთ? რისი გადაღება გინდათ და არ შეგიძლიათ, რომელია თქვენი საოცნებო აპარატი, სად გინდთ წახვიდეთ?

ამ ეტაპზე წარმატებამ ძალიან გამაფუჭა. მაქვს ყველაფერი რაც მინდა და ვაკეთებ ყველაფერს, რისი კეთებაც მინდა. ახალი და უფრო კარგი ნამუშევრების შექმნა ყოველთვის იქნება ჩემი მისწრაფება.  თუმცა მაქვს ერთი დიდი მიზანი მომავლისთვის - მინდა დავაარსო ახალი ხელოვნების ინსტიტუტი.

ვინ არიან თქვენს საყვარელი ფოტოგრაფები და  რატომ მოგწონთ  მათი ნამუშევრები?

მე მომწონს ისეთი ხელოვანები, როგორებიც არიან, ჯეფ უოლი (Jeff Wall )  და ერვინ ვურმი ( Erwin Wurm)

წარსულში  თქვენ ერვინ ოლაფის ასისტენტი იყავით. როგორი იყო თანამედროვე ფოტოგრაფიის დიდოსტატთან მუშაობა?

ეს იყო უმძმესი მუშაობის 6 თვე. მიყვარდა, როცა ვმოგზაურობდით  აშშ-ში,  საფრანგეთში და ა. შ. მე ბევრი რამ ვისწავლე და ასევე მივხვდი, რომ ბევრი რამ სხვაგვარად უნდა მეკეთებინა.


 წყარო: http://cameraobscura.busdraghi.net/2009/levi-van-veluw/





























 ამ იდეის განსახორციელებლად კი, ველუვმა სამი ოთახი დაფარა 30.000 ხის პატარა კუბიკით.
















No comments:

Post a Comment