Wednesday, June 22, 2011

Irina Werning - Back to the Future



 ირინა ვერნინგი - "უკან მომავალში"
























 
ირინა ვერნინგი ახაგაზრდა ფოტოგრაფია ბუენოს აირესიდან. მან ახლახან განახორციელა პროექტი სახელწოდებით, „უკან მომავალში“ (Back to the Future), რომლისთვისაც ის ირჩევს ვინმეს ძველ ფოტოს, აღადგენს  მასში მოცემულ გარემოს და და იგივე პიროვნებას ისევ უღებს ფოტოს. შეიძლება ეს არც ისე რთულად ჟღერდეს, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის. ირინა საქმეს ისეთი სერიოზულობითა და სიზუსტით ასრულებს, გეგონება, რომ მან ორივე ფოტო ერთ დღეს გადაიღო.
აი, როგორ აღწერს ის თავის სამუშაოს:

„მე მიყვარს ძველი ფოტოები. ძალიან ცნობისმოყვარე ფოტოგრაფი ვარ. როგორც კი ვინმეს სახლში ფეხს შევდგამ, მაშინვე ყნოსვით ვეძებ ძველ ფოტოებს.  ადამიანების უმეტესობას მოსწონს მათი რეტრო სტილი. ჩემთვის კი ,ეს არის საშუალება წარმოვიდგინო რას იგრძნობენ და როგორები იქნებიან ისინი თუკი შეძლებენ  ფოტოზე დაფიქსირებული დღის აღდგენას.  ერთი წლის წინ გადავწყვიტე ეს განმეხორციელებინა, ავიღე ჩემი აპარატი და დავიწყე ადამიანების დაბრუნება უკან მომავალში.
 სამუშაო პროცესი  იმ ადამიანებთან შეხვედრით იწყება, რომელთა გადაღებასაც ვაპირებ. ჩვენ ერთად ვათვალერებთ ძველ ფოტოებს და ვარჩევთ ისეთებს, რომლებიც ყველაზე მეტად საუბრობს მათზე. შემდეგ უკვე იწყება ჩემი პატარა ფოტოგრაფიული გამოძიება:  ინტერნეტ აუქციონის მაღაზიები, მეორადი ნივთების მაღაზიები, მეგობრებისგან ტანსაცმელების ნათხოვრობა, შეჭრა, შეღებვა, კერვა, მიმაგრება, აწყობა, მიწებება, გაფერადება, ხატვა, იშვიათი და ძნელად საშოვი ნივთების დაქირავება. პროექტი მოითხოვს დიდ იმპროვიზაციას და საჭირო ნივთების გაუთავებელ ძებნას ბუენოს აირესის ქუჩებში. მიყვარს , როცა მათ ვპოულობ ხოლმე, მაგრამ თუკი ვერ ვიპოვი, თვითონ ვაკეთებ.
როცა ყველაფერი მაქვს, რაც მჭირდება, ჩვენ მზად ვართ დავბრუნდეთ უკან მომავალში. მე ვაცმევ მათ ისეთ ტანსაცმელს, როგორიც ფოტოზე აცვიათ და ვათავსებ მსგავს გარემოში, რომელსაც შეძლებისდაგვარად ვქმნი ან თუკი შესაძლებელია მიმყავს ისინი იქ, სადაც ძველი ფოტოა გადაღებული. როცა საჭირო განათებას ვაღწევ, ვთხოვ მათ მიიღონ ის პოზა, რომელიც ორიგინალ ფოტოზე აქვთ. გასაოცარია, როცა ისინი ამას აკეთებენ.
რასაც აკეთებ, მასში კარგად ჩანს ვინ ხარ. საკუთარი თავი ყოველთვის პერფექციონიზმის საპირიპირო მხარედ მიმაჩნდა, რადგან სრულ ქაოსში ვცხოვრობ. თუმცა, ახლა, როცა ამ სურათებს ვუყურებ და დეტალებს ვაკვირდები, ეჭვქვეშ ვაყენებ საკუთარ იმიჯს...

პროექტის გაგრძელებისთვის, ირინა 15.000 დოლარს მიიღებს ჟურნალისაგან Burn მაგნუმის კულტურული ფონდის დაფინანსებით.

წყარო: http://www.burnmagazine.org/



























No comments:

Post a Comment