Thursday, June 30, 2011

Cindy Sherman

  





"მუშაობისას, არასოდეს ვფიქრობ რა იდეას დაინახავენ ჩემს ფოტოებში დამთვალიერებლები. ხანდახან მგონია, რომ ეს ყველაფერი სისულელეა. იქნებ მათში არც არის არანაირი აზრი."














სინდი შერმანი (19.01.1950)


სინდი შერმანმა ფოტოაპარატი საკუთარი თავისკენ მიმართა და თავისი ორიგინალური და  მრავალმფეროვანი შემოქმედებით ჩვენი დროის ერთ-ერთ ყველაზე რესპექტაბელურ ფოტოგრაფად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ ფოტოების უმრავლესობაზე თვითონაა აღბეჭდილი, მათ მაინც ვერ დავარქმევთ ავტოპორტრეტებს.  ამ ფოტოებში სინდი შერმანი საკუთარ თავს იყენებს იარაღად, რომ დაგვანახოს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებისადმი თავისი დამოკიდებულება. ნამუშევრების სხვადასხვა სერიებით მან წინ წამოსწია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა, ქალის როლი და ადგილი საზოგადოებაში, მედია და ხელოვნების შექმნის ასპექტები.
სინდი შერმანი 1950 წლის 19 იანვარს დაიბადა ნიუ იორკის გარეუბანში. მალევე მისი  დაბადებიდან ოჯახი ქალაქ ჰანთინგტონში , ლონგ აილენდი, გადავიდა და სინდი იქ გაიზარდა თავის ოთხ უფროს და-ძმებთან ერთად. სხვა მისი თაობის ფოტოგრაფებისაგან განსხვავებით,შერმანი დიდად არ იყო დაიმტერესებული ხელოვნებით ახალგაზრდობაში, მისი მშობლებიც შორს იდგნენ ხელოვნებისაგან - დედა კითხვის  მასწავლებელი იყო, მამა კი ინჟინერი. სინდი მათ ცხოვრებაში საკმაოდ გვიან გაჩნდა და როცა ის მეხუთე კლასში გადადიოდა, მამამისი პენსიაზე გავიდა. „კოლეჯში ჩაბარებამდე წარმოდგენაც კი არ მქონდა, რა ხდებოდა ხელოვნების სამყაროში. ბავშვობაში ჩემს თავს კარიკატურისტ მხატვრად თუ წარმოვიდგენდი ხოლმე. ჩემს მშობლებ ჰქონდათ წიგნი, მგონი, 101 ლამაზი ნახატი სადაც სხვა თანამედროვე მხატვრებთან ერთად, პიკასო და დალიც იყვნენ წარმოდგენილი.“ მიუხედავად იმისა, რომ მისი მშობლები ხელოვნებით დიდად არ იყვნენ დაინტერესებული , მათ მაინც მხარი დაუჭირეს მის გადაწყვეტილებას  სწავლა ხელოვნების სკოლაში გაეგრძელებინა. თუმცა შერმანი იხსენებს დედის გაფრთხილებას, ხელი რამე უფრო პრაგმატულისთვის მოეკიდებინა. ასე დაიწყო მან ხელოვნების შესწავლა ბუფალოს საუნივერსიტეო კოლეჯში.
ბუფალოში შერმანის კარიერის დასაწყისი და დასასრული მკვეთრად განსხვავებულია. პირველ კურსზე ის მხატვრობას სწავლობდა, მაგრამ ერთ დღეს მიხვდა, რომ ეს აღარ იტაცებდა. მას იმედი გაუცრუა მხატვრობის  შეზღუდულობამ ეთქვა საკუთარი სათქმელი და ხატვას თავი დაანება. თავად ასე იხსენებს: „ხატვით ჩემს სათქმელს ვერ ვამბობდი. მე დეტალურად ვაკოპირებდი სხვის ნახატებს , სანამ არ გავაცნობიერე, რომ ფოტოაპარატი ამას უკეთ იზამდა. მე კი შედეგად გამოთავისუფლებულ დროს ახალი იდეების მოფიქრებას მოვახმარდი.“ სინდი ასეც მოიქცა. თუმცა მისმა პირველმა ექსპერიმენტებმა მხოლოდ მისი პოპულარობის შემდეგ მიიპყრო სათანადო ყურადღება. შერმანი თვლიდა, რომ მხატვრობაში წარმატებას ვერ მიაღწევდა, რადგან მას აკლდა ამისთვის საჭირო კრიტიკული დამოკიდებულება და ამიტომ მისი შესწავლა შეწყვიტა და ფოტოგრაფიის შესწავლა განაგრძო იქვე თავის კოლეჯში. ამ პერიოდში ის შეხვდა ახალგაზრდა მხატვარს, რობერტ ლონგოს, რომელმაც დიდი როლი შეასრულა მის ცხოვრებაში. მათ კიდევ ერთ სტუდენტ ჩარლზ კლოუსთან ერთად შექმნეს „ჰოლუოლზი“ (Hallwalls) სივრცე დამოუკიდებელ ხელოვანთათვის , სადაც მათ შეეძლოთ თავიანთი ნაშრომების გამოფენა.

სინდი შერმანი.1975წ.
სინდი შერმანი.1975წ.
სინდი შერმანი.1975წ.


1976 წელს სინდიმ დაამთავრა კოლეჯი და გადავიდა ნიუ იორკში, სადაც ბინა მანჰეტენზე, ჰალტონ სტრიტზე იქირავა და შეუდგა მუშაობას. მან გადაიღო ავტოპორტრეტების სერია, სახელწოდებით,  „უსათაურო ფილმის კადრები“ («Untitled Film Stills»)  მუშაობამ სამ წელს გასტანა და 1980 წელს მან კრიტიკოსების განსჯის წინაშე წარადგინა 69 ფოტო, არც ისე დიდ ზომით, 20-25სმ. თითოეულში შერმანი განასახიერებდა განსაზღვრულ ტიპაჟს და არა კონკრეტულ ადამიანს. ფოტოების გმირები 60-იანი წლების მსახიობებს გვანან, რომლებიც სხვადასხვა როლებს თამაშობენ: დიასახლისს, მეძავს, მოცეკვავეს, საქმიან ქალს, მშვიდს, ისტერიულს და ა.შ. შერმანი მათ სხვადასხვა სიტუაციებში გვანახებს - ოჯახურ გარემოში, მაღაზიაში, ოფისში ან უბრალოდ ქუჩაში.



































„უსათაურო ფილმის კადრები“ არ ყოფილა საკუთარი თავის გამოყენების პირველი მცდელობა. ის უნივერსიტეტში სწავლის დროსაც ხატავდა თავის პორტრეტებს და შემდეგ, როცა, აპარატი აიღო ხელში ძალიან გაუჭირად ნატურის პოვნა. „ მე შევეცადე გამომეყენებინა ნათესავები და მეგობრები, ერთხელ დამხმარეც ავიყვანე, მაგრამ ფულის გადახდის შემთხვევაშიც კი , მათი სტუდიიდან გაყრა მინდოდა.. ვგრძნობდი, რომ მათზე ზეწოლას ვახდენდი. მათთვის ეს გართობა იყო, მაგრამ ჩემთვის ხომ ასე არ ყოფილა.“ - იგონებს სინდი. თუმცა, ალბათ მთავარი მიზეზი მოდელების მოუხერხებლობა და არასერიოზული დამოკიდებულაბაც არ ყოფილა.  ფრანჩესკა ვუდმენი, რომელიც ასევე უნიჭიერესი ავტოპორტრეტისტი ფოტოგრაფი იყო ამბობდა : „მე ვიყავი ერთადერთი მოდელი, რომელიც ყოველთვის თავისუფალი იყო და  რომელსაც კარგად ესმოდა ფოტოგრაფის.“ მსგავსად სინდი შერმანიც ამბობს: "მივხვდი, რომ ზუსტად, თვითონაც  არ ვიცოდი რა მინდოდა ჩემს წინ დამენახა და მით უმეტეს ვერ ავუხსნიდი ამას სხვებს. როცა მე თვითონ ვპოზირებ, ვიხედები სარკეში და ვცდილობ რაღაც გავაღვიძო საკუთარ თავში... სანამ არ დავინახავ თვითონაც არ ვიცი რა მინდა.“ ალბათ სწორედ ამაშია მისი წარმატების საიდუმლო - ის კი არ პოზირებს, არამედ გარდაისახება, ცდილობს მოძებნოს და გაითავისოს თავისი გმირების ცხოვრების არსი, მათი გრძნობები, ტკივილი და სიხარული... შემდეგ კი ის ისევ თავისი თავი,  ფოტოგრაფი სინდი შერმანი გახდეს  და დააფიქსიროს ეს ყველაფერი ფირზე. ამიტომ არ გავს, ალბათ, მისი ფოტოები ავტოპორტრეტებს.
„უსათაურო ფილმის კადრებმა“ ავტორი „ფოტოგრაფიული ოლიმპის“ მწვერვალზე აიყვანა. მუშაობის პროცესშიც კი მან დაფინანსება მიიღო ხელოვნების ეროვნული ფონდისაგან პროექტის გაგრძელებისთვის. 80-იანი წლების დასაწყისში, კი  ფოტოსერიამ მონაწილეობა მიიღო არაერთ საერთაშორისო ფოტოგამოფენაში, მათ შორის ვენეციის ბიენალეზე. ამ გამოფენებმა მას პოპულარობა მოუტანეს , მაგრამ ეს ვერ გახდა ფინანსური წინსვლის საწინდარი. „ მე ფულს გამოვიმუშავებდი, მაგრამ ჩემი ჰონორარები ოდნავადაც ვერ შეედრებოდა მხატვრებისას. ეს ძალიან მტკენდა გულს. ჩვენ მსგავსი გამოხმაურებები გვქონდა პრესაში, მაგრამ ისინი ჩემთან შედარებით არანორმალურად დიდ ჰონორარებს ღებულობდნენ.“ - აღნიშნავდა სინდი.
80-იან წლებში შერმანი დაინტერესდა ფერადი ფოტოგრაფიით და მისმა ფოტოებმა ზომაშიც მოიმატა. ის ძველებურად დარჩა თავისი კადრების მოდელად, მაგრამ მისი შემოქმედება უფრო მკვეთრი და სკანდალურიც კი გახდა. „თავისუფალი ვიყავი. შემეძლო რაც მინდოდა ის მეკეთებინა“ -იხსენებს შერმანი.


 









  1990 წელს შერმანმა გამოფინა 35 ფოტოსაგან შემდგარი მორიგი ფოტო სერია, სახელწოდებით, „ისტორიული პორტრეტები/ძველი ხელოვანები“ («History Portraits/Old Masters») პროექტზე მან ორი წელი იმუშავა და დამთვალიერებლების წინაშე რაფაელის , კარავაჯოს, ბოტიჩელის, ფუკეს სტილით შექმნილი ფოტოებით წარსდგა. ზოგიერთი პორტრეტი არც ერთ მხატვარს არ ეკუთვნის, უბრალოდ სტილის ან მიმართულების იმიტირებაა. ეს პროექტი მან ისე მოამზადა რომში, რომ არც ერთ  მუზეუმსა და ეკლესიას არ სწვევია. „ისტორიული პორტრეტების კეთებისას რომში ვცხოვრობდი, მაგრამ ეკლესიაში ან მუზეუმში არასოდეს წავსულვარ. რეპროდუქციების წიგნებით ვმუშაობდი. ეს ფოტოგრაფიის ის ასპექტია, რომელსაც მე კონცეპტუალურად ვაფასებ: იდეა, რომ ნამუშევრები შეიძლება შეიქმნას ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერი ადამიანის მიერ.“ აღნიშნავს შერმანი. „ისტორიულმა პორტრეტებმა" მას ფინანსური კეთილდღეობაც მოუტანეს. „ ბოლოსდაბოლოს მაინც მოვახერხე კარგად გამომემუშავებინა“- ირონიულად შენიშნა მან.


  


 





 



1990 წელს ფოტოგრაფმა ახალი სერია შექმნა სახელწოდებით, “სექსუალური სურათები“ («Sex Pictures»), სადაც მთლიანად გამორიცხა საკუთარი თავი. ნაცვლად მან სამედიცინო კატალოგებიდან გამოწერა ქალისა და მამაკაცის მანეკენები და მათი ცალკეული ნაწილები და გადაიღო ისინი ძალიან სექსუალურ და ინტიმურ პოზებში. ამ  „სამედიცინო მოწყობილობებს" ის ღებავდა , თმებს აწებებდა  და სასურველ სახეს აძლევდა. „შეიძლება ამაში არის რაღაც ინფანტილური, მაგრამ ბავშვივით მიზიდავს საგნები, რომლებიც ზიზღს უნდა მგვრიდეს.  მაინტერესებს ზოგიერთი საგანი რატომ იწვევს ასეთ გრძნობას... ვგრძნობ, რომ ჩემთვის საჭიროა ამის გამოკვლევა.“ - ამბობდა სინდი.






მორიგი სერია, “სამოქალაქო ომი"(«Civil War») მან ძალადობის მსხვერპლებს მიუძღვნა. სერიის შესაქმნელად მან ადამიანის გახრწნილი ნაწილები გამოიყენა. „მეგონა, რომ არ მქონდა სიკვდილის აკვიატებული იდეა, მაგრამ, როცა ამაზე ფიქრი დავიწყე მივხვდი, რომ ვცდებოდი. ეს ცხოვრების ერთ-ერთი დიდი საიდუმლოა. ის ერთდროულად საშიშიც არის და აბსურდულიც.“ ამბობდა შერმანი.





1997 წელს შედგა შერმანის სარეჟისორო დებიუტი. მან გადაიღო ფოლმი, “ოფისის მკვლელი“. ეს არის შავი კომედია, რომელიც მისთვის დამახასიათებელ სტილშია გადაწყვეტილი.

21-ე საუკუნის დასაწყისში სინდი დაუბრუნდა „საკუთარ თავს“ და შექმნა სიბერეში შესულ მსახიობთა გალერეა, რომელიც „უსათაურო ფილმის კადრებს“ მოგვაგონებს, თუმცა გმირებს უკვე აღარავინ მიიწვევს მთავარ როლზე.
 



 

შემდეგ მან თავისი თავი კლოუნის ამპლუაშიც მოსინჯა და გამოვიდა სევდიანი და ძალიან საინტერესო სერია.








გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ სინდი შერმანი ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფოტოგრაფია. მისი ფოტოების ფასი 50.000$ აღწევს. 1989 წელს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა მისი „უსათაურო ფილმის კადრები“ ერთ მილიონ დოლარად შეისყიდა, რამდენიმე წლის შემდეგ კი სერიის ერთი ფოტო 190.000 დოლარად გაყიდა.
სინდი შერმანი დღესაც აქტიურად აგრძელებს მუშაობას  ნიუ იორკში, სადაც ის ამჟამად ცხოვრობს და მოღვაწეობს.
 ესეც მისი 2007 წლის ფოტოები:







წყარო:  http://buy-books.ru/photographers/cindy_sherman/

               http://www.cindysherman.com/biography.shtml

No comments:

Post a Comment