Monday, May 23, 2011

Vivian Maier - A Life in Shadow

                       

ვივიენ მაიერი  - ჩრდილში გატარებული ცხოვრება


























Vivian Maier. (February 1, 1926 – April 21, 2009)


ვივიენ მაიერის ფოტოები მის გარდაცვალებამდე ორი წლით ადრე ღმოაჩინეს  შემთხვევით. ვივიენს მათი აღიარების შესახებ არაფერი გაუგია, ისე გარდაიცვალა 83 წლის ასაკში,  სრულიად მარტო 2009 წელს. მას ერთი ახლო მეგობარიც კი არ ყავდა, ვინც იტყოდა , როგორი იყო, რატომ არავის აჩვენებდა თავის ფოტოებს, ვინ იყო მისი საყვარელი ფოტოგრაფი  ან რატომ იყო მისი ფირებიდან ძალიან ბევრი გაუმჟღავნებელი.  ვივიენის შემოქმედება გულგრილს არავის დატოვებს იმდენად ღრმა და შინაარსიანია. მისი აღმომჩენის ჯონ მალუფის ცხოვრებაც კი რადიკალურად შეცვალა. ის ისტორიკოსი იყო ახლა კი ქუჩის ფოტოგრაფია.
 ჩემი აზრით, ვივიენ მაიერის შემოქმედება განწყობით, კომპლექსურობითა და ადამიანის შინაგანი  სამყაროს სიღრმისეული წვდომით  დიანა არბუსის ფოტოგრაფიას გავს, გეომეტრიისა და ფორმების შეგრძნებით კი ის კარტიე-ბრესონს უტოლდება... ეჭვგარეშეა, რომ ის იცნობდა დიდ ფოტოგრაფების შემოქმედებას და მათზე ბევრს კითხულობდა.

                      ვივიენ მაიერი


                             ანრი კარტიე-ბრესონი   


                                     ვივიენ მაიერი


                      ანრი კარტიე-ბრესონი 


                            ვივიენ მაიერი


                  ანრი კარტიე-ბრესონი

                                     ვივიენ მაიერი


                       დიანა არბუსი

                                 


                                   ვივიენ მაიერი
 

                           დიანა არბუსი


                          ვივიენ მაიერი


                          დიანა არბუსი




ყველაფერი კი 2007  წლის ერთ ჩვეულებრივ დღეს დაიწყო. ჯონ  მალუფი, პროფესიით ისტორიკოსი და უძრავი ქონების აგენტი, თანაავტორობდა წიგნს , რომელიც ადგილობრივი პატარა პარკის Portage Park-ის ისტორიას ეძღვნებოდა.  სწორედ ამ წიგნისათვის ფოტოების ძებნამ მიიყვანა ადგილობრივი აუქციონის სახლში, სადაც მან  400$ იყიდა ძველი ნეგატივებით სავსე ყუთი. ფოტოები თანაავტორთნ ერთად გადაათვალიერა და საჭირო , რომ ვერაფერი ნახა, ყუთი კარადაში შემალა და წიგნის დამთვრებამდე აღარც გახსენებია. „ნახევარ წელზე მეტი დამჭირდა იმის გასაცნობიერებლად, რომ ეს უბრალო   კადრები კი არა, ძალიან კარგი ფოტოები იყო.“- იხსენებს მალუფი.
მალუფმა დაიწყო უცნობი ფოტოგრაფის ძებნა. მაგრამ  აუქციონის საკონტაქტო პირებმა მხოლოდ ის უთხრეს , რომ ფირები ვიღაც მოხუც ქალს ეკუთვნოდა, რომელიც ძალიან ავად იყო.  დროთა განმავლობაში მან ის რამდენიმე ფირიც შეიძინა , რომლებიც სხვების ხელში იყო მოხვედრილი. მან რამდენიმე ნეგატივი ამოჭრა და ebay-ზე განათავსა. მათ საოცარი პოპულარობა მოიპოვეს. ზოგიერთი მათგანი 80$ გაიყიდა. მალუფმა გააცნობიერა, რომ რაღაც ძალიან განსაკუთრებულს ფლობდა და გადაწყვიტა ბოლომდე მიყოლოდა ამ იდუმალებით მოცული ფოტოგრაფის ამბავს.
2009 წლის აპრილში  მან რაღაც ხელჩასაჭიდს მიაგნო- ერთ-ერთ ყუთში  აღმოაჩინა ფოტო ლაბორატორიიდან  წამოღებული კონვერტი, რომელზეც ფანქრით ძლივს გასარკვევად ეწერა ფოტოგრაფის  სახელი - ვივიენ მაიერი. მალუფმა Google-ით განაგრძო ძებნა და მხოლოდ ერთი ლინკი იპოვა - ეს იყო გაზეთ  Chicago Tribune-ში წინა დღით  გამოქვეყნებული ნეკროლოგი:  „ორშაბათს გარდაიცვალა ვივიენ მაიერი, წარმოშვებით ფრანგი, მაგრამ 50 წლის მანძილზე ჩიკაგოში მცხოვრები. ის იყო მეორე დედა ჯონის ლეინისა და მეთიუსათვის. თავისუფალი და კეთილი სულის პატრონი, რომელიც ყველას ცხოვრებას ,ვისაც კი იცნობდა ჯადოსნური ძალით შეეხო. ის ყოველთვის მზად იყო მიეცა რჩევა , გაეზიარებინა თავისი აზრი და გამოეწოდებინა დახმარების ხელი. ექსტრაორდინალური ფოტოგარაფი და კინოკრიტიკოსი. ეს  ნამდვილად განსაკუთრებული ადამიანი ყოველთვის მოგვენატრება და გვემახსოვრება.“
მალუფმა დარეკა Chicago Tribune-ს რედაქციაში, მაგარამ მას შემდეგ რაც იქედან არასწორი მისამართი და ტელეფონის ნომერი მიიღო აღარ იცოდა ვისთვის მიემართა. მან  დაიწყო ვივიანის ნაშრომების ჩვენება ბლოგზე  www.vivianmaier.com მოგვიანებით მან  Flickr-ზე ქუჩის ფოტოგრაფიის განყოფილებაში განათავსა ფოტოები და ფორუმზე დასვა შეკითხვა , როგორ მოქცეულიყო. ცხარე  დებატაბი გაიმართა, მალუფი მთელი მსოფლიოდან ღებულობდა გამოხმაურებებს და მიხვდა, რომ ვივიენი უფრო დიდი იყო, ვიდრე მას ეგონა და არც ცდებოდა. მაიაერის ნაშრომები გამოქვეყნდა გაზეთებში იტალიაში, არგენტინაში, ინგლისში. გამოიფინა დანიასა და ნორვეგიაში.
მალუფს ვივიენის 100,00 ფირი აქვს , მეორე დაინტერესებული კოლექციონერი ჯეფ გოლდსტეინია, რომელსაც 12.000 ნეგატივი აქვს.
ფირების დალაგებისას მალუფი გადააწყდა ვიღაც ავრონ გენსბურგის მისამართს, და გუგლის საშუალებით დაადგინა, რომ ის დაკავშირებული იყო ნეკროლოგში მოხსენიებულ ბიჭების სახელებთან. აღმოჩნდა, რომ 1956-1972 წლებში ვივიენი ძიძად მუშაობდა ავრონ და ნენსი გენსბურგების ოჯახში. დღეს ლეინ გენსბურგი 54 წლის საგადასახადოს ნოტარიუსია. ვივიანი მას დაბადებიდან ზრდიდა და როცა მასზე საუბრობს თვალები სითბოთი ევსება. „ ის მერი პოპინსს გავდა. მას ქონდა ბავშვებთან ურთიერთობის საოცარი უნარი.“


            გენსბურგების ოჯახი


მაიერი 1956 წელს გამოეხმაურა გენსბურგებს, როცა ისინი ძიძას ეძებდნენ. . როცა მათთან მივიდა მართლაც გავდა მერი პოპინსს. მას დიდი პალტო, უხეში ფეხსაცმელები და გრძელი ქვედაკაბა ეცვა მაქმანის ვიწრო ზოლით. თან ჰქონდა უზარმაზარი ჩემოდანიც. “ის ძალიან განსხვავებულად იცმევდა, მისი საფირმო ნიშანი კი ყელზე გამუდმებით ჩამოკიდებული ფოტო აპარატი იყო.“  იხსენებს ნენსი გენსბურგი.
დაბადების მოწმობის თანახმად, რომელიც მალუფმა მაიერის გენსბურგების მიერ გადაცემულ ნივთებში იპოვა, ვივიენ დოროთი მაიერი დაიბადა 1926 წლის 1 თებერვალს ნიუ იორკში. დედა ფრანგი იყო, მამა კი ავსტრიელი. 4 წლის ასაკში ვივიენი და დედამისი  იმ დროს ძალიან ბევრი ჯილდოს მფლობელ პორტრეტისტ ფოტოგრაფ ჯან ბერტრანდთან (Jean Bertrand)   ცხოვრობდნენ. მამა უკვე აგარ ჩანს, მაგრამ რატომ უცნობია.  შემდეგ ვივიენი და დედამისი საფრანგეთში დაბრუნდნენდიდი ხნით, მაგრამ სად ცხოვრობდნენ უცნობია. თუმცა ცნობილია,რომ ვივიენი საფრანგეთშიც იღებდა ფოტოებს თავისი პირველი სამოყვარულო კამერით Kodak Brownie.

            ვივიენის კოდაკ-ბრაუნი


1951 წელს 16 აპრილს , 25 წლის  მაიერი მარტო გამოემგზავრა ნიუ იორკში. ერთი წლის შემდეგ იყიდა მან თავისი როლეი ფლექსი. გენსბურგებმა დანამდვილებით არ იციან როდის ჩამოვიდა ან რამ ჩამოიყვანა ვივიენი ჩიკაგოში. “ ის ნამდვიალდ არ იყო დაინტერესებული ძიძად მუშაობით, მაგრამ არ იცოდა სხვა რამის კეთება“-ამბობს ნენსი გენსბურგი.
გენსბურგების ვაჟები აღმერთებდნენ ვივიენს. ისინი ერთად დადიოდნენ ახალი ფილმების სანახავად, სტუმრობდნენ გრეისლენდის სასაფლაოს ცნობილ ძეგლებს, მონაწილეობდნენ ჩინური ახალი წლის სახალხო დღესასწაულში და ხშირად დადიოდნენ ტყეში ველური მარწყვის დასაკრეფად, რაც ვივიენის ერთ-ერთი უსაყვარლესი საქმიანობა იყო.
ერთხელ მატარებლით მგზავრობისას ლეინმა გაოცებულმა წამოიძახა :“ შეხედე, ვივიენ, ტანსავმელები თოკზე ჰკიდია“ მას არასოდეს ენახა ასეთი რამ.  „როგორ, შენ გგონია, რომ  სახლში ყველას სარეცხის მანქანა და საშრობი აქვს?“ ჰკითხა ვივიენმა. ლეინმა თავი დაუქნია. „ ეს ხომ საშინელებაა!“ აღშფოთებით მოუყვა ეს ამბავი ვივიენმა ნენსის. „მას  უნდოდა, რომ ბავშვებს გაეცნობიერებინათ რა ხდებოდა სამყაროში“- ამბობს ბავშვების დედა.
გამოსასვლელ დღეებში ვივიენი ან თავისი მოპედით სეირნობდა ან კინოში დადიოდა. თუკი ქალაქს ვინმე ცნობილი სტუმრობდა , პრეზიდენტი კენედი ან ელეონორ რუზველტი, ის აიღებდა თავის აპარატს და ბრბოს შეერეოდა. მეორე დღეს კი  თავის სააბაზანოში  იკეტებოდა, რომელიც გასამჟღავნებელ ოთახად ქონდა გადაკეთებული.
„ ვივიენს არასოდეს უხსენებია მეგობრები ან შეყვარებული. ხოლო მათ, ვინც მას შეცდომით მისის მაიერს დაუძახებდა, განუმარტავდა: „ მე მის მაიერი ვარ და ვამაყობ ამით“- იგონებს ავრონ გენსბურგი.
მაიერს უყვარდა ნივთების შეგროვება, უფრო ზუსტად, რომ ვთქვათ, მას უჭირდა მათთან განშორება. ნეგატივები, ფოტო აპარატები,ტანსაცმელები, ფეხსაცმელები, კასეტები, დოკუმენტები - ამ ყველაფერს ახლა მალუფის სხვენი იტევს.

       
ვივიენ მაიერის აპარატები


მისი სუსტი წერილი იყო გაზეთები. მის პატარა სააბაზანოში, გენსბურგებთან, გაზეთების დასტები ჭერამდე აღწევდა. ყოველთვის იყო რაღაც სტატია,რომელიც მას უნდოდა წაეკითხა და ვერ პოულობდა.

                                 ვივიენის სააბაზანო 


1959-60 წლებში ვივიენმა მარტომ იმოგზაურა მსოფლიოში 6 თვის განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ ის არასოდეს საუბრობდა თავის ოჯახზე, გენსბურგები იხსენებენ, რომ მაიერმა მემკვიდრეობით მიიღო პატარა ფერმა ალსეიკში. როგორც სჩანს, მან ის გაყიდა და ფული მოგზაურობისთვის გამოიყენა. მან მოიარა ლოს ანჟელესი,ნიუ იორკი, მანილა, ბანგკოკი, ეგვიპტე, იტალია და საფრანგეთი. „როცა წასვლა უნდოდა უბრალოდ დგებოდა და მიდიოდა, იხსენებს ნენსი, „ არასოდეს ამბობდა სიათ ქონდა გეზი აღებული. ვეაფერს შეეკითხებოდი, შეგეძლო მაგრამ... ის ძალიან ჩაკეტილი იყო.“
მაიერმა რამდენიმე ფოტო გენსბურგებს დაუთმო, მაგარმ ის არასოდეს ასაჩუქრებდა თავის ფოტოებს. „ თუკი სურათი გინდოდა უნდა გეყიდა, მაგრამ ის არ ყიდდა ფოტოებს მოგებისთვის . ის დარწმუნებული უნდა ყოფილიყო, რომ ისინი მყიდველს უფრო მეტად უნდოდა , ვიდრე თავად მას. ვივიენი იმ მხატვარს გავდა თავის ნახატთან განშორება რომ უჭირს. მას ძალიან უყვარდა ყველაფერი, რასაც აკეთებდა.“ ამბობს ნენსი.
მაიერმა, 1972 წელს, როცა ბიჭები უკვე დიდები იყვნენ და აღარ სჭირდებოდათ ძიძა, ისე დატოვა გენსბურგების ოჯახი თავისი შემდგომი სამსახურის შესახებ არაფერი უთქვამს . აღარც მათ სანახავად შემოუვლია.                                      
მორიგი სამსახური იყო ფილ  დონაჰიუს ოჯახი, რომელიც ცოლთან განქორწინებული იყო. მაიერი მათთან ერთ წელზე ნაკლები დარჩა. დონაჰიუს ბავშვები არ იზიარებენ გენსბურგების დახასიათებას მაიერზე, როგორც მერი პოპინსზე. მათი თქმით ვივიენი იყო ექსცენტრული ფრანგი, რომელიც მათ დაათრევდა ბნელ მონუმენტებთან, უმასპინძლდებოდა საზიზღარი მიწის თხილის კარაქისა და გარგარის სენდვიჩებით და გოგონებს მწვანე ჯარისკაცებით სავსე ყუთებს ჩუქნიდა. დონაჰიუს უმცროსი ვაჯი ჯეიმსი, რომელიც მაშინ 12 წლის იყო, იხსენებს, რომ ვივიენი დაეხეტებოდა მათ უბნში და იღებდა უცნაურ ფოტოებს, თუმცა ვერ იხსენებენ, რომ მას რამე დაებეჭდოს. „ არასოდეს მიფიქრია, რომ, რასაც ის აკეთებდა, რაიმე მხატვრული ღირებულების მატარებელი შეიძლება ყოფილიყო“ - ამბობს დონაჰიუ.
ვივიენი გაოცებისას წამოიძახებდა ხოლმე: „ოჰ ბა ლა ლა ბააა“ ამ გამოთქმას ხშირად გაიგონებთ იმ აუდიო ინტერვიუებში, რომელსაც ის წერდა ბავშვებთან და მოხუცებთან, რომელთაც უვლიდათ. ამ საუბრებში ის ყოველთვის თავს არიდებს  კითხვებს საკუთარ თავზე. თუმცა მალუფს აქვს ერთი ისეთი ჩანაწერი, სადაც ვივიენი თავისის ფრანგული აქცეტით ამბობს: „ ვფიქრობ, მარადიული არაფერია. ჩვენ ადგილი უნდა გავუთავისუფლოთ სხვებს. ცხოვრება ბორბალია, რომელიც გამუდმებით ტრიალებს -  ადიხარ მასზე, მიყვები ბოლომდე და შემდეგ სხვას აძლევ იგივე შესაძლებლობას და ასე დაუსრულებლად.... ამ მზის ქვეშეთში ახალი არაფერია! “
წლების განმავლობაში მისი თემა შეიცვალა. ვივიენი აღარ იღებდა შავ-თეთრ ფოტოებს, მისი ნამუშევრები კი უფრო აბსტრაქტული გახდა. უკვე აღარ იყო პირამიდების სურათები, აგარც ეგზოტიკური მოგზაურობები. ის უფრო მოუხელთებელი გახდა - წლები ისე გადიოდა გენსბურგებსაც კი არ ეხმიანებოდა.
1987 წელს ზალმან და კარენ იუსისკინებთან გასაუბრებაზე მისულმა მაიერმა მათ მკაფიოდ განუმარტა-„ მე აქ ჩემი ცხოვრებით მოვედი და ჩემი ცხოვრება ამ ყუთებშია. " რა პრობლემაა, უთხრეს მათ, რადგან დიდი გარაჟი  ქონდათ. “რას წარმოვიდგენდით, თუ ის 200 ყუთით იქნებოდა მოსული“  - ამბობს ზალმანი. ოჯახმა ყუთები საწყობში მოათავსა და მათ არავინ მიკარებია ერთი წელი, სანამ მაიერმა არ დატოვა მათი ოჯახი.
     ვივიენ მაიერის ფირები
კარენ იუსისკინდი ამბობს, რომ ვივიენი ძვირიან ნივთებს არასოდეს ყიდულობდა, ის თავს ღარიბ ადამიანად თვლიდა და ამაყობდა ამით. „ როცა სადილად ხორცს მოვამზადებდით, ის მთელ ცხიმს ამოჭამდა, კალორიებს დახარბებული ადამიანივით, რომელიც ცდილობს თავი გადაირჩინოს.“
1988-93 წლებში ვივიენი უვლიდა ფედერიკო ბეილინდერის უნარშეზღუდულ გოგონას. აქაც იგივე ისტორია მეორდება, როგორიც სხვებთან. ის კარგად ექცეოდა გოგონას, ინახავდა ასობით ყუთს სარდაფში, გამოთქვამდა ფილმების შესახებ კრიტიკას, და გაცხარებით ერთვებოდა საუბრებში პოლიტიკაზე. მეზობლები კი ჩიოდნენ, რომ ის ძალიან უხეში იყო ტელეფონზე.
90-იანი წლების ბოლო, როცა გენსბურგებმა მასთან კონტაქტის განახლება მოახერხეს, ვივენი იაფფასიან ბინაში ცხოვრობდა მარტო. მათ ძალიან უნდოდათ, რომ ის უფრო კომფორტულ ბინაში გადაეყვანათ როჯერს პარკში. „ჩვენ მშვიდად ვგრძნობდით თავს, როცა ვიცოდით სად იყო ვივიენი“ , ამბობს ლეინი. გენსბურგები ძალიან ღელავდნენ მასზე, რადგან ვივენი ძალიან უშიშარი იყო. ის დადიოდა ჩიკაგოს საშიშ უბნებში, ესაუბრებოდა უსახლკაროებს, რჩევებს აძლევდა მათ და გზას უჩვენებდა თავშესაფრებისაკენ.
2008  წელს, შობამდე რამდენიმე დღით ადრე ვივიენს ყინულზე ფეხი დაუცურდა და საავადმყოფოში აღმოჩნდა. „გვეგონა , რომ გამოჯანმრთელდებოდა“- ამბობს ლეინი. გენსბურგებმა ის ოუკ პარკის საავადმყოფოში გადაიყვანეს და საუკეთესო ექიმები მოუყვანეს. სამსახურის შემდეგ კი ერთმანეთს ეხმიანებოდნენ: „ნიუ იორკ ტაიმზი მოგაქვს ვივიენისთვის? „ ყავის ნაყინი ხომ არ წავუღოთ?  ვივიენს უყვარს  ყავის ნაყინი“. „ ბიჭებმა ყველაფერი იცოდნენ ვივიენის შესახებ. ის მართლაც უნიკალური ადამიანი იყო, მაგრამ არ ფიქრობდა საკუთარ თავზე“- ამბობს ნენსი.
ვივიენ მაიერი გარდაიცვალა ოუკ პარკის საავადმყოფოში 2009 წლის 20 აპრილს. გენსბურგის ვაჟებმა მისი ფერფლი იმ ტყეში მოაბნიეს, სადაც ერთად დადიოდნენ ველური მარწყვის დასაკრეფად.

 ესეც ვივიენ მაიერის შემოქმედება. დავიწყებ ჩემი საყვარელი ფოტოთი:

































           









 ვივიენ მაეიერის ფერადი ფოტოგრაფია











No comments:

Post a Comment