Sunday, May 8, 2011

Interview with Ragnar Axelsson (RAX)


რაგნარ აქსელსონი (რაქსი)

ფოტოგრაფიული ჟანრი:  დოკუმენტური, რეპორტაჟული
პირადი ვებ-გვერდი:  http://www.rax.is
ქვეყანა: ისლანდია
ფოტოაღჭურვილობა:  ფირი და ციფრული


















გთხოვთ, წარმოგვიდგინეთ საკუთარი თავი. რამდენი წლის ხართ, სად ცხოვრობთ და რა არის თქვენი პროფესია?

მე ვარ რაგნარ აქსელსონი. დავიბადე 1958 წელს და ვცხოვრობ ისლანდიაში. ვარ   გაზეთ Morgunbladid-ის საშტატო ფოტოგრაფი.

რამდენი ხანია რაც ფოტოებს იღებთ და რამ მიგიყვანათ ფოტოგრაფიასთან?

ფოტოების გადაღება 10 წლის ასაკში დავიწყე, როდესაც ისლანდიის სამხრეთ-აღმოსავლეთით ფერმაში ვიყავი. თავიდან ფრინველებითა და ფერმის ახლომახლო მცხოვრები ადამიანებით დავინტერესდი. ეს იყო იზოლირებული ადგილი, სადაც მდინარეებზე ხიდებიც კი არ იყო და ყოველი დღე თავგადასავლებით იყო სავსე. კვირაობით ეკლესიაში სიარულიც კი სახიფათო იყო, რადგან  მყინვარებიდან მომდინარე მდინარეები იყო გადასალახი. 16 წლისამ გადავწყვიტე გავმხდარიყავი ფოტოგრაფი ან მფრინავი. ორივე საქმიანობა კარგად შევისწავლე, მაგრამ საბოლოოდ მაინც ფოტოგრაფად მუშაობა ვარჩიე.

რომელ ფოტოაპარატებს იყენებთ და რომელი ფირი მოგწონთ ყველაზე მეტად?

როცა ჩემთვის ვიღებ , როგრიცაა, მაგალითად, ისლანდიასა და გრენლანდიაში გადაღებული ფოტოები, ვიყენებ ფირის კამერას. სამსახურში კი,  ყოველდღიური საქმიანობისთვის,  ქენონის ციფრულ კამერას ვიყენებ . ის უფრო სწრაფია და კარგად უმკლავდება ამ ტიპის სამუშაოს. მე მაქვს Leica M6, Mamiya 7 და Mamiya 6 x 4,5 და ასევე ვიყენებ Linhof 6x12. ჩემი საყვარელი ფირებია  Tri-X და  T-Max 100.

თქვენ ფოტოებს მთელს მსოფლიოში იღებთ, მაგრამ რომელმა ქვეყანამ მოახდინა თქვენზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება?

მსოფლიოში ბევრი ლამაზი ადგილია  გადასაღებად, მაგრამ ამ ეტაპზე გრენლანდიით ვარ მოხიბლული. ეს ქვეყანა საოცრად მდუმარე და ულამაზესია.

სად უფრო მეტს იღებთ  ისლანდიაში თუ საზღვარგარეთ?

ჩემი სამუშაოს უმრავლესობას აქ ისლანდიაში ვასრულებ. ვისურვებდი, რომ მეტი მოგზაურობა და დოკუმენტირება იყოს შესაძლებელი, მაგრამ დღეს ჟურნალები და გაზეთები აღარ არის ისეთი, როგორც ძველად. უმრავლესობა მათგანში არანაირი ჟინი აღარ იგრძნობა.

ოდესმე ფოტოგრაფირებისას სახიფათო მდგომარეობაში თუ აღმოჩენილხართ და შეგშინებიათ?

კი და თანაც არა. როდესაც გადასაღებ ადგილზე ხარ  ემოციებს არ უნდა აყვე. თუმცა როცა საფრთხეს გადაუვლია და შემდეგ მასზე დავფიქრებულვარ შიშის გრძნობა გამჩენია, მაგრამ როგორც წესი დიდხანს ამაზე არასოდეს ვფიქრობ. ისე კი ასეთი იმდენი იყო, რომ დათვლაც  კი გამიჭირდება.

თქვენს მიერ გადაღებული ადამიანების პორტრეტები სავსეა ემოციებით. იყვნენ ისეთები, რომელთაც თავიანთი ისტორიები გაგანდეს?

კი, მე ყოველთვის ვცდილობ გავიცნო ადამიანები, გამოვხატო ჩემი პატივისცემა მათ მიმართ და შემდეგ გადავიღო მათი ცხოვრების რაღაც ნაწილი

რატომ გიზიდავთ შავ-თეთრი ფოტოგრაფია და არ გხიბლავთ ფერადი?

ჩემთვის ფოტოგრაფიის სილამაზე შავ-თეთრშია. ჰენრი კარტიე-ბრესონი, იუჯინ სმიტი, მერი ელენ მარკი და სხვები შავ-თეთრ ფოტოებს იღებდნენ და მათი ნამუშევრები ისეთი დიდებულია, რაღაც  არაამქვეყნიურად. შავ-თეთრი გამოსახულებები უფრო ძლიერია, ვიდრე ფერადი. მე არაფერი მაქვს ფერადი ფოტოგრაფიის საწინააღმდეგო და უამრავ ფერად ფოტოსაც ვიღებ, მაგრამ ჩემი გული უფრო შავ-თეთრისკენ იხრება.

თქვენი ფოტოები ხშირად ძალიან სევდიანია. ეს თქვენი „მშობლიური მიწის“ ისლანდიის გავლენაა?

მე ვცდილობ დავიჭირო მომენტი და გადმოვცე განწყობა , როცა მაგალითად გრენლანდიაში მონადირეებთან ერთად ვმოგზაურობ. ვცდილობ ადმიანების სახეებზე მათი ისტორია წავიკითხო. მე არ ვფიქრობ სევდაზე. მე ყოველთვის მომღიმარი და ბედნიერი ვარ და ვცდილობ  ყველაფერი რეალურად გადმოვცე, რამდენადაც  ეს შესაძლებელია.

თქვენ უამრავი ჯილდო გაქვთ მიღებული, მაგრამ  რომელია თქვენთვის ყველაზე ღირებული?

მე მორცხვი ადამიანი ვარ და არ ვცდილობ ჯილდოების მიღებას. ჩემთვის ძალიან რთული მომენტია, როცა ვინმეს წინაშე ჯილდოს მისაღებად ვდგავარ. რათქმაუნდა, მე მადლიერი ვარ ყველა იმ ჯილდოსათვის, რომელიც მიმიღია, მაგრამ ვიტყოდი, რომ ოსკარ ბარნაკის (Oscar Barnack) საპატიო ჯილდო ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, რადგან ჟიურის ერთ-ერთი წევრი იყო პარიზ მეტჩის (Paris Match) ფოტო რედაქტორი როჯერ ტერონდი (Roger Thérond), რომელსაც ჰენი კარტიე ბრესონი „ურწმუნო კრიტიკულ თვალს“ ეძახდა და ჩემთვის უდიდესი პატივი იყო მისგან  ჯილდოს მიღება. მოგვიანებით მითხრეს, რომ ის ჩვენი პალანეტის საუკეთესო ფოტო რედაქტორი იყო.



წყარო: http://www.photobards.com/interview/ragnar-axelsson-10.html














































 





















                

1 comment: