Thursday, May 5, 2011

Interview with Steve McCurry


სტივ მაქქარი

























სტივ მაქქარის კარიერა მაშინ დაიყო, როცა მან ადგილობრივ ტანსაცმელში გადაცმულმა  პაკისტანის საზღვარი გადაკვეთა და ჩავიდა აჯანყებულების მიერ კონტროლირებად ავღანეთში, სანამ რუსეთი დაიპყრობდა მას. უკან კი ტანსაცმელში ჩაკერებული ფირებით დაბრუნდა, რომლებიც კონფლიქტის პირველ ფოტოებს ასახავდა.
მაქქარიმ გადაიღო ბევრი საერთაშორისო თუ სამოქალაქო კონფლიქტი - ყოფილი იუგოსლავიის დაშლა, ბეირუთი, კამბოდია, ფილიპინები და ავღანეთი. მისი ფოტოები წარმოდგენილი იყო ჟურნალებში მთელი პლანეტის მასშტაბით. ნეშენელ ჯეოგრაფიკისათვის  შექმნილი მისი რეპორტაჟები მოიცავდა ტიბეტს, ავღანეთს, ბირმას, ინდოეთს, ერაყს, იემენს, ასახავდა ბუდისტურ რელიგიას და ანგკორ უატის (Angkor Wat) ტაძრებს.
უმაღლესი მწვერვალი მის კარიერაში იყო, როდესაც მან იპოვა შარბათ გულა, ის უცნობი ლტოლვილი გოგონა, რომლის ფოტოც მსოფლიო ფოტოგრაფიაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობად გამოსახულებად ითვლება.



















        
  შარბათ გულა .1984 წელი                 2002 წელი  





ინტერვიუ სტივ მაქქარისთან

რომლებია ის უდიდესი ფოტოები, რომლებიც თქვენ არ გადაგიღიათ?

ნებისმიერი, რომლებიც ანრი კარტიე-ბრესონმა გადაიღო. მისი ფოტოები ადამიანის შინაგანი სამყაროს წვდომაა. მათში გადამწყვეტი მომენტის მთელი არსი და ემოციაა გადმოცემული. მისი ფოტოები ჟურნალისტურია, მაგრამ მისი ფოტოგრაფია ცდება ჟურნალისტიკის საზღვრებს და მოიცავს ბევრ სხვა დონეს. ის დროს არ ემორჩილება.

რომელ ფოტოგრაფთან ერთად ისურვებდით მუშაობას?

ყველაზე მეტად ანრი კარტიე-ბრესონთან.

რა არ გაძინებთ ღამე?

იმის გაცნობიერება, რომ ადამიანები ამდენ ტკივილს აყენებენ ერთმანეთს. მახსოვს  ერთი სიტუაცია, რომელიც დღესაც არ მაძლევს მოსვენებას. ავღანეთში სულიერად  დაავადებულთა თავშესაფარში ვიყავი. ეზოში რამდენიმე საავადმყოფოს ბინადარი იყო. ერთ ბიჭს ფეხებზე ჯაჭვი ქონდა შემოხვეული.  სიტუაცია ისეთი პრიმიტიული იყო შუა საუკუნეების ევროპას მოგაგონებდათ.  მე მას რამდენიმე ფოტო გადავუღე და ეზოს სხვა ნაწილში განვაგრძე ხეტიალი. როცა უკან  მივიხედე დავინახე, რომ მას ხელში უზარმაზარი ქვა ეჭირა და გამეტებით ურტყამდა თავში მეორე ავადმყოფს. ჩვენ ბიჭს მივვარდით, იძულებით  მიწაზე დავაწვინეთ და ჰოსპიტალში გავაქანეთ. ეს საშინელი განცდა იყო.

ფოტოგრაფი რომ არ გამხდარიყავით, რომელი პროფესიის დაუფლებას ისურვებდით?

ჩემთვის ფოტოგრაფობა უდიდესი საიმოვნებაა. მე მომეცა არაჩვეულებრივი შესაძლებლობა  მომენახულებინა და გადამეღო გასაოცარი ადგილები. ვერ წარმომიდგენია დროისა და სიცოცხლის უკეთ გატარება, ვიდრე ეს ჩვენი მშვენიერი პლანეტის კვლევაა.  მე ყოველთვის ვიყავი კონკურენტული და შრომისმოყვარე.  მთლიანად შთანთქმული ვარ ჩემს საქმიანობაში და ძალიან მიყვარს ის.

როგორია თქვენი ცხოვრების ფილოსოფია?

მე მთელ ძალისხმევას ვდებ თითოეულ ფოტოში, რომლებიც აღიბეჭდება ადამიანის მეხსიერებაში.  ფოტოგრაფია ეს არის ხეტიალი და კვლევა ადამიანური ისტორიებისა, უჩვეულო მომენტებისა, რომლებიც საინტერესო ამბავს ყვებიან ჩვენს პლანეტის ცხოვრებაზე. მე მიყვარს ადამიანების კულტურისა და დღესასწაულების გადმოცემა ჩემი ფოტოგრაფიის საშუალებით და ვფიქრობ,  ჟურნალისტიკის მნიშვნელოვანი ასპექტია აჩვენოს ადამიანებს რა ხდება.

როგორ ჩნდება  იდეები სამუშაოსთვის?

იშვიათად ვგეგმავ რამეს და ვგრძნობ, რომ ყველაზე პროდუქტიული მაშინ ვარ, როცა უბრალოდ ვდგები და მივდივარ სახეტიალოდ, რომ რაღაც სიტუაციები გადავიღო. საოცარია, როგორ ჯადოსნურად აეწყობა ხოლმე მაშინ ყველაფერი. ფოტოები თვითონ ავლენენ საკუთარ თავს.

დაახასიათედ თქვენი თავი სამი სიტყვით

თვგადასავლების მოყვარული, დოკუმენტალისტი,  ფოტოჟურნალისტი.

რა რჩევას მისცემდით საკუთარ თავს 16 წლის ასაკში?

ბევრი რამ არის , რასაც ვეტყოდი, მაგრამ ვფიქრობ ყველაძე მნიშვნელოვანია დაინტერესდეს ცხოვრებით და ყველაფრით, რაც მის გარშემო ხდება. ეს არსებითია, თუკი მას სურს იყოს კარგი ფოტოგრაფი და რათქმაუნდა ბევრი იმუშავოს. ნებისმიერი საქმე და პროფესია მოითხოვს სერიოზულ ძალისხმევას , თავდადებასა და მძიმე შრომას და თუ მზად არ ხარ ამ ვალდებულებების  საკუთარ თავზე ასაღებად, სჯობს არც დაიწყო ეს მოგზაურობა.

წყარო:  http://www.telegraph.co.uk/culture/photography/7860666/Steve-McCurry.html
                                                                                                                                                                        
        










































                              

No comments:

Post a Comment