Friday, May 13, 2011

Imogen Cunningham: A Portrait (By Ansel Adams)




















Imogen Cunningham (April 12, 1883 – June 24, 1976)


 
 იმოჯენ კანინგჰემის პორტრეტი

(ანსელ ადამსის ინტერვიუდან)

„იმოჯენს დაახლოებით 1920 წელს  შევხვდი, როცა მე და ალბერტ ბენდერი  მილზის კოლეჯს (Mills College) ვეწვიეთ. ალბერტი ხელოვნების დიდი მფარველი იყო სან ფრანცისკოში და მე მას ვსტუმრობდი ხოლმე, როცა მილზში ჩამოდიოდა და ბიბლიოთეკისთვის საჩუქრად წიგნები ჩამოჰქონდა. როი პარტრიჯი ასწავლიდა მაშინ იქ. იმოჯენი კი კოლეჯისთვის ფოტოებს იღებდა.
მოგვიანებით, 1932 წელს, როცა ჯგუფი F/64 დავაარსეთ იმოჯენიც შემოგვიერთდა. ვფიქრობ, რომ სწორედ ამ პერიოდში გააცნობიერა მან თავისი შემოქმედებითი პოტენციალი სრულად. მისი ნამუშევრები გახდა უფრო ექსტროვერტული, ის გაეცნო სხვების შემოქმედებასაც, რამაც მას მეტი სტიმული მისცა.
დაახლებით ამ პერიოდში მას მიეცა მშვენიერი შესაძლებლობა  დაბრუნებულიყო აღმოსავლეთში  და გადაეღო ფოტოები ჟურნალისათვის „Vanity Fair“ . ის აღტაცებული იყო. ეს მისთვის იყო პირველი შანსი ფეხი შეედგა პროფესიონალურ სამყაროში. ამ დრომდე ის ძირითადად მილზის კოლეჯ დამთავრებულ გოგონებს იღებდა , რომლებიც სამი წითელ თავიანი ბიჭის აღზრდით იყვნენ დაკავებულები. იმოჯენს ეს ყველაფერი ყელში ჰქონდა ამოსული და ახლა მიეცა შესაძლებლობა ეკეთებინა რაღაც უფრო ექსპანსიური. ამ მოგზაურობისას მან გადაიღო რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი და ამან მას მეტი თავდაჯერებულობა და სტაბილურობა შემატა. სწორედ ამ დროს გადაიღო მან ალფრედ სტიგლიცის  პორტრეტი, რომელიც მე მის საუკეთესო ნამუშევრად მიმაჩნია, რადგან იქ იგრძნობა, რომ ფოტოგრაფმა კარგად გაუგო თავის მოდელს. ვიცნობდი რა სტიგლიცს, წარმომიდგენია, რამდენ სირთულესთან იქნებოდა დაკავშირებული მისთვის სურათის გადაღება. ალფრედ სტიგლიცმა ერთხელ მითხრა, რომ მისი აზრით  დასავლურ ფოტოგრაფიაში ორი მნიშვნელოვანი ქალი ფოტოგრაფი იყო იმ დროს _ იმოჯენ კანინგჰემი და ენ ბრიგმენი.


ვიცი, ამბობენ, რომ იმოჯენი ჩემს კონკურენტად გრძნობდა თავს. მაგრამ ცოტა რამ იყო, რაშიც ჩვენ შეიძლებოდა ერთმანეთს შევჯიბრებოდით. უპირველეს ყოვლისა, მე არ ვარ პორტრეტისტი  ფოტოგრაფი. ეს  კონკურენცია კი არა  , არამედ შეიძლება ყოფილიყო ცოტაოდენი წყენა ჩემი აშკარად უფრო დიდი წარმატების გამო, ვგულისხმობ იმას, რომ მე უფრო მეტი შოუ და კომერციული საქმე მქონდა, თუმცა , ვფიქრობ, მას ეს არც სჭირდებოდა. მე უბრალოდ ძალიან იღბლიანი აღმოვჩნდი, რადგან ადრეულ 30-იან წლებში, როცა გაჭირვების პერიოდი იყო, უდიდესი დახმარება გამიწია ალბერტ ბენდერმა. გაშემო  ძალიან ბევრი ნიჭიერი ფოტოგრაფი იყო, მაგრამ როგორღაც ჩემთვის აეწყო ყველაფერი საუკეთესოდ. ვფიქრობ ჩემი „წარმატება“  დაკავშირებული იყო ჩემი ნაკრძალის ნამუშევრებთან. მაგრამ, მხოლოდ ასე არ ყოფილა. იყო პერიოდი, როცა  სხვების მსგავსად მეც  ძლივს გამქონდა თავი.
მახსოვს ერთი მტივნეული საკითხი ჩემსა და იმოჯენს შორის. 1931 წელს მილზმა დამიკვეთა კატალოგი საბუნებისმეტყველო სკოლისათვის. მე მხოლოდ ერთი წლის დაწყებული მქონდა ფოტოგრაფიით ფულის გამომუშავება მას შემდეგ რაც პიანინოს გაკვეთილების ჩატარება შევწყვიტე და ფული მართლაც ძალიან მჭირდებოდა, თანაც არ მიფიქრია, რომ იმოჯენი მილზს ექსკლუზიურად მხოლოდ თავის სამუშაოდ თვლიდა და დავთანხმდი ამ საქმეს. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამ ამბავმა ის  ძალიან გაანაწყენა.
მეორე მტკივნეული საკითხი იყო ჩემი პირველი წიგნი ფოტოგრაფიის ტექნიკურ მხარეზე - Making a Photograph, რომელიც 1935 წელს გამოვიდა. წიგნში მხოლოდ ერთი სხვისი ფოტო გამოვიყენე, ჩემების გარდა და ეს იყო დოროთეა ლანჟის „პურის რიგი“ (Bread Line).  იმოჯენმა ძალიან იეჭვიანა და ეწყინა, რომ მე მისი ფოტოც არ ჩავრთე წიგნში. ის ყოველთის იჭყლიტებოდა ჩემსა და დოროთეას შორის, რადგან დოროთეა ძალაინ კარგად გრძნობდა ადამიანურ მხარეებს, ხოლო მე კარგად ვიყავი დახელოვნებული ჩემს საქმეში.
ყოველთვის ისეთი გრძნობა მქონდა, რომ მისი დაბეჭდილი ფოტოები ისეთი არ გამოდიოდა , როგორიც მას ჰქონდა განზრახული. ისინი იყო ძალიან არასტაბილური. ზოგს ჰქონდა დიდებული ხარისხი, ზოგზე კი ვფიქრობდი: „ღმერთო, რა დიდებული პიანისტია, მაგარამ პიანინო არ უვარგა.“ ადრეულ პერიოდში იმოჯენი დიდ დროს ატარებდა მხატვრებთან ერთად და ისინი, ხომ იცით, დიდად არ დაგიდევენ ფოტოგრაფიას და განსაკუთრებით ფოტოგრაფიულ ტექნიკას. ამიტომ იმოჯენს დიდად არ აღელვებდა, როგორ დაიბეჭდებოდა მისი ფოტოები. ის ხასიათით ცოტა დაუდევარი იყო.
იმოჯენი ხშირად მეუბნებოდა: „ არც კი ვიცი, რატომ  ვცდილობ ბეჭდვას, როცა შენ მყავხარ  ახლოს“  მე კი ვეუბნებოდი, რომ არც ისე რთული იყო ფოტოების კარგად დაბეჭდვა ეს ყველას შეეძლო. მაგრამ შემდეგ  ვნახე მისი გასამჟღავნებელი ოთახი! საშრობი საკიდები მარლის იყო და თუ მათი ყავისფერი ფერით ვიმსჯელებთ, ალბათ წლები იყო რაც იქ ეკიდა. მან კი უბრალოდ თქვა: „ცოტა ბინძურად გამოიყურება, არა?“ მოგვიანებთ, ვფიქრობ, რონმა შეცვალა ისინი პლასტმასის უფრო მოსახერხებელი საკიდებით, დაახლებით ისეთით, როგორებსაც მე ვიყენებდი. იმოჯენს ტექნიკურ საკითხებზე არასოდეს ველაპარაკებოდი. ერთხელ მკითხა, რა როლს ასრულებდა ბრომი გასამჟღავნებელში- იცოდა, რომ რაღაცაში საჭირო იყო. ის მარტივად სვამდა კითხვებს და პასუხებსაც მარტივს ელოდა.
იმოჯენი საყვედურებს არ მაკლებდა ჩემი სამუშაოს, როგროც თვითონ უწოდებდა, „ზედმეტად კომერციული“ მხარის გამო. ესეც ალბათ მხატვრებთან ხანგრძლივი ურთიერთობების შედეგი იყო.ის თვლიდა, რომ მე სახელოსნოსა და მაღალი ხელოვნების ტრადიციებს არ მივყვებოდი. მასაც ჰქონდა რამდენიმე კომერციული საქმე, მაგრამ ისეთი არაფერი სთქმელად, რომ ღირდეს, სულ რამოდენიმე პორტრეტი გადაიღო. ის ფოტოებს უღებდა მხატვრების ნამუშევრებს და ალბერტ ბენდერმაც შესთავაზა მას რამდენიმე საქმე. ფაქტიურად ის ყიდულობდა მისგან ფოტოებს. მან მომცა თავისი  „Magnolia blossom“ , რომელიც ერთ-ერთი ულამაზესი ფოტოა, რაც კი ოდესმე მქონია.


ვიცი, როგრო არ მოსწონდა მას Hills Brothers-ის  ყავის ქილა, რომლის ეტიკეტზეც ჩემი იოსემიტის მთების თოვლიანი ხედები იყო ასახული. ეს მან ძალიან აშკარად მაგრძნობინა, როცა  ეს ქილა გამომიგზავნა მასში ჩარგული მარიხუანას ნერგით. ამას მოჰყვა Datsun-ისათვის გაკეთებული ჩემი სატელევიზიო რეკლამა. მანქანის ყოველი ტესტური გატარებისთვის, რომელსაც პოტენციური კლიენტი გაივლიდა, ფირმასთნ შეთნხმებით აშშ-ს სატყეო სამსახური ნერგს დარგავდა. ვიფიქრე, რომ მშვენიერი აზრი იქნებოდა, თუკი ხეები დაირგვებოდა  და თანაც datsun არ იყო ცუდი მანქანა, კარგი მილიმიტრაჯი ჰქონდა.  მაგრამ იმოჯენმა ამას ამ კუთხით არ შეხედა. მან დაცინვით მომბაძა ენ   ჰერშეის ფილმში საფლავის ნაკვეთების გაყიდვით. წარმომიდგენია, როგორ ხითხითებდა ის ამ იდეაზე.
ხშირად ვამბობდი, იმოჯენს სისხლში 3 პროცენტი ძმარი აქვსთქო. მას ძალიან მჟავა რეაქცია ჰქონდა ბევრ რაღაცაზე და ძალიან ფეთქებადი იყო. თუმცა სხვა მხარეც ჰქონდა. მახსოვს ის საღამო, როცა დოროთეა ლანჟმა გვითხრა, რომ ის და მეინარდ დიქსონი ერთმანეთს შორდებოდნენ.  დოროთეა მოვიდა, ღრმად ამოისუნთქა და თქვა: „მე მეინარდს ვტოვებ.“  ეს იყო სულის შემძვრელი წუთი. ჩვენ ყველა ძალიან ახლოს ვმეგობრობდით ორივესთან. არავინ იცოდა რა ეთქვა. იმოჯენი კი უეცრად აქვითინდა. ველოდი , რომ  რამე მწარე შენიშვნას გააკეთებდა, ის კი ტიროდა.  ვფიქრობ, ეს მისი „სიმჯავე“ მხოლოდ ნიღაბი იყო. გულის სიღრმეში კი ის ნამდვილად ძალიან ნაზი და ემოციური იყო.“





















                                     
                                          















                                         

No comments:

Post a Comment