Wednesday, May 25, 2011

Francesca Woodman


ფრანჩესკა ვუდმენი ( 3 აპრილი 1958 - 19  იანვარი1981)
























 
                 ფრანჩესკა ვუდმენი ძალიან ახალგაზრდა , 22 წლის ასაკში გარდაიცვალა, მაგრამ  ის თავისი შემოქმედებით მსოფლიოში საუკეთესო ფოტოგრაფების გვერდით დგას. მის ფოტოებში ჩანს  მისი ინტელექტი, ცოდნა, დახვეწილი გემოვნება და საკუთარი, განუმეორებელი სტილის დამკვიდრების წარმატებული მცდელობაც. მან 800-ზე მეტი ფოტო გადაიღო, მაგრამ  ცნობილი მხოლოდ 120ამდე ფოტოა. დანარჩენები   მისი მშობლების ოჯახშია დაცული.  მას რომ დეპრესია გადაელახა და თავი არ მოეკლა, ახლა 52 წლის იქნებოდა და მსოფლიო ფოტოგრაფიაც  უფრო მდიდარი იქნებოდა ისეთი  არაჩვეულებრივი ნაშრომებით, როგორებიც მხოლოდ  მის თვალებს შეეძლოთ დაენახათ.  მაგარამ, სამწუხაროდ, ადამიანები ვერ ხედავენ ისეთებს, როგორიც   ვივიენ მაიერი იყო და არ უფრთხილდებიან ისეთებს, როგორიც ფრანჩესკა ვუდმენი იყო.

1958 წელი 3 აპრილი

ფრანჩესკა ვუდმენი დაიბადა 1958 წლის 3 აპრილს დენვერში, კოლორადო. მამა ჯორჯ ვუდმენი ცნობილი მხატვარი იყო, დედა ბეტი ვუდმენი, კი კერამიკის  სპეციალისტი. მისი უმცროსი ძმა ჩარლზი მოგვიანეით ელექტრონული ხელოვნების ასოცირებული პროფესორი გახდა.

1965-1966  წლები

ვუდმენებმა ეს წელი იტალიაში გაატარეს, სადაც ფრანჩესკა იტალიურ სკოლაში სწავლობდა.   როცა ამერიკაში დაბრუნდნენ, მან კოლორადოს სახელმწიფო სკოლაში განაგრძო სწავლა.

1972 წელი

ფრანჩესკამ სწავლის გაგრძელება მასაჩუსეტსში, აბოტის აკადემიაში( Abbot Academy) გადაწყვიტა. ეს იყო ქალთა სკოლა,  ხელოვნების გაძლიერებული კურსით.  მასზე დიდი გავლენა მოახდინა  ერთ-ერთმა პედაგოგმა, ფოტოგრაფმა,  ვენდი სნაიდერ მაკნილმა. ამ პერიოდში გადაიღო მან თავისი პირველი ფოტოები, რომლებიც ლაბორატორიად გადაკეთებულ საკუთარ საძინებელში დაბეჭდა.

1973-1974 წლები

ფრანჩესკამ სწავლა განაგრძო  ფილიპსის აკადემიაში (Phillips Academy), სადაც მას ფოტოგრაფიას ვენდი სნაიდერის ძმა, დონ სნაიდერი  ასწავლიდა.

1974-1975 წლები

მან დაამთავრა საშუალო სკოლა 1975 წლის ივნისში და გადაიღო ფოტოების სერია სასაფლაოზე, სადაც საფლავის ქვებთან თვითონ პოზირებს.





1976 წლის ზაფხული

ფრანჩესკა იღებს ფოტოებს ტაიმერით, სადაც მისი გაშიშვლებული სხეული წარმოდგენილია ცარიელ, მიტოვებულ ლანდშაფტებში. სექტემბერში ის ჩაირიცხა სამხატვრო აკადემიაში პროვიდენსში: როდ აილენდის დიზაინის სკოლა, სადაც  ერთ-ერთი მისი პროფესორი აარონ სისკინდი იყო. ის მოხიბბლული იყო მან რეის, დუან მიჩალზის( Duane Michals)  და არტურ ფელინგ ვიჯის (Arthur Felling Weegee) შემოქმედებით. ის ცხოვრობდა დიდ, ნახევრად ცარიელ ბინაში პილგრიმ მილზზე და აქვე იღებდა თავისი ფოტოების უმეტესობას. ფოტოგრაფიული სერიები -  სიმკვეთრის სიღრმე ( Depth of field ), მოდელი ჩარლი (Charlie the model , ) მიტოვებული სახლის კარები (Door in abandoned house ),  მიტოვებული სახლი ( Abandoned house),  კოსმოსი 2 (space2), პოლკას წერტილები (Polka dots ) და პროვიდენსის გაზაფხული (Spring in Providence ),  როდ აილენდის სკოლაში სწავლის პირველ წელს არის შექმნილი.






1977-78 წლები

ფრანჩესკა თავის მეგობარ სლოან რანკინთან ერთად მიემგზავრება იტალიაში ხელოვნების ევროპილი კურსების გასავლელად palazzo Cenci-ში, რომში. აქ ის ხვდება ანტიკვარული წიგნების მაღაზიის, Maldoror -ის მფლობელებს ჯუზეპე კასეტის და პაოლო მისიგიოს, რომლებიც აწყობენ მის პირველ გამოფენას იტალიაში. ამ პერიოდში დაასრულა მან ფოტოგრაფიული სერია  - ანგელოზები (Angels), რომელზეც მუშაობა პროვიდენსში ქონდა დაწყებული და შექმნა ახალი სერიებიც - ხელთათმანის სერია, 1977 წელი ( Serie del guanto) და თავის მოტყვილება (Self-deceit ) 1978 წელი. ამ სერიების ფოტოებში, მას სხეული სხვადასხვა ნივთიერებებით (ფქვილი, პიგმენტები, თაბაშირი) აქვს დაფარული, რითაც შავ-თეთრად ბეჭდვისას ერთგვაროვან, გლუვ კანის ფერს აღწევდა.

1978 წლის შემოდგომა

ფრანჩესკა ბრუნდება პროვიდენსში, როდ აილენდის დიზაინის სკოლაში ბოლო სემესტრის დასამთავრებლად. 1979 წელს, იანვარში,  ის ხდება ხელოვნების ბაკალავრი და მიემგზავრება ნიუ იორკში. ზაფხულს ატარებს სტენვუდში, სადაც ის ბეჭდავს სხვადასხვა ზომის ფოტოებს უჩვეულო ჰორიზონტალური გამჟღავნებით. ნოემბერში ის აწყობს პერსონალურ გამოფენას -  გედის სიმღერა (Swan Song) ვუდზ გერის გალერეაში. (Woods-Gerry Gallery) გამოფენა იყო ერთგვარი ხარკი პრუსტისადმი, რომლის ნამუშევრებიც მას სრულად ქონდა წაკითხული. მას გადაწყვეტილი ქონდა თავი დაემკვიდრებინა, როგორც ფოტოგრაფს, ამიტომ ექპერიმენტობდა მოდის ფოტოგრაფიაშიც. ის ინსპირირებული იყო დებორა ტუბერვილის შემოქმედებით და თავის ფაილებსაც უგზავნიდა მას.

1980 წელი

ფრანჩესკა მუშაობს პროექტზე Temple(ტაძარი) ეს არის Erechtheum-ის ფასადის რეკონსტრუქცია, სადაც კლასიკურ ფარდაგებში გახვეული მოდელები ცვლიან კარიადიტებს. მან შეიმუშავა ახლი ფოტო სერია, სადაც იყენებს ბუნენრივ ელემენტებს: მისი  ქერქით დაფარული ხელები არყის ხის ტოტებია, ხოლო მისი მისი ყვავილებიან ქსოვილში გახვეული სხეული მიწას ერწყმის. 






ამ წელს მან მონაწილეობა მიიღო ორ კოლექტიურ გამოფენაში დანიელ ვულფის ნიუ იორკის გალერეაში, სადაც ის შეხვდა კრიტიკოსებს, პიტერ ფრანკს და მაქს  კოზლოვს. ასევე გაიცნო სიურეალისტური ნაშრომების კოლექციონერი, თიმოთი ბაუმი.

1981 წელი

ამ წელს ქვეყნდება მისი ფოტოგრაფიული წიგნი, რომელიც ჯერ კიდევ რომში ყოფნისას დაიგეგმა - „Some Disordered Interior Geometries“ (ინტერიერის უწესრიგო გეომეტრიები). ეს ერთადერთი წიგნია, რომელიც მის სიცოცხლეში გამოიცა.











ამავე წელს 19 იანვარს, სამსახურებრივი პრობლემებისა და შეწყვეტილი რომანტიკული ურთიერთობის გამო, დიდ დეპრესიაში მყოფი ფრანჩესკა თავისი ბინის სხვენიდან ხტება და თავს იკლავს.


წყაროები:  http://www.mostrawoodman.it/bio_eng.php
http://artpages.org.ua/palitra/some-disordered-interior-geometries-by-francesca-woodman.html
















































No comments:

Post a Comment