Monday, May 30, 2011

Diane Arbus

                                  დიანა არბუსი(1923.14 მარტი-1971. 26 ივლისი)


„მე ნამდვილად მჯერა, რომ არსებობს ისეთ რამ, რაც მე რომ არ გადამეღო, ვერავინ ნახავდა.“




70-იან წლებში ლენინგრადს, გენიალური ფრანგი ფოტოგრაფი, ანრი კარტიე-ბრესონი სტუმრობდა, ერთ-ერთმა  საბჭოთა კოლეგამ მას ჰკითხა, ვის თვლიდა ის საუკთესო თანამედროვე ფოტოგრაფად, რაზეც  ბრესონმა  უპასუხა: „ახალგაზრდა ამერიკელი ქალი, დიანა არბუსი. მან ახლახან მოიკლა თავი.“  მეორე უდიდესი ფოტოგრაფი და დიანას მეგობარი რიჩარდ ავედონი კი ამბობდა:  „მის  ცხოვრებაში, ფოტოგრაფიაში და სიკვდილში არაფერი ყოფილა უმნიშვნელო ან ბანალური.“  თანამედროვე ფოტოგრაფის, ნენ გილდენის ფოტოებს ხშირად ადარებენ დიანას შემოქმედებას.  ნენ გილდენი კი ამბობს: „ არბუსი გენიოსია, მაგრამ მისი ფოტოები მისსავე თავზეა... ეს რაღაც ფსიქიკური მოთხოვნილებაა იპოვო საკუთარი თავი სხვაში, ის თითქოს სხვის კანში შეძრომას ცდოლობს“  ამბობენ, რომ  დიანამ საკუთარი თვითმკვლელობის სცენაც გადაიღო, თუმცა იქ მისულ პოლიციელებს მსგავსი არაფერი უპოვიათ.
დიანა არბუსი ნიუ იორკში, მდიდარი ებრაელის ოჯახში დაიბადა, 1923 წლის 14 მარტს. მამამისი, დევიდ ნემეროვი, შრომისმოყვარე რუსი ემიგრანტი იყო, დედა , გერტრუდა, კი ბეწვეულის მაღაზიის „Russek“  მფლობელის ქალიშვილი. ქორწინების შემდეგ დევიდმა დიდი წვლილი შეიტანა Russek-ის დიდ უნივერმაღად გადაქცევაში მეხუთე ავენიუზე. დევიდი დაინტერესებული იყო ქალის სამოსით და  ქონდა ექსტრაორდინალური ნიჭი განეჭვრიტა ახალი ტენდენციები მოდაში.
დიანა პრივილიგირებული ბავშვი იყო. ის თავის ორ დედმამიშვილთან ერთად დიდ ბინაში იზრდებოდა სენტრალ პარკ ავენიუზე. თავად ასე იხსენებს: „ისეთი გრძნობით ვიზრდებოდი, თითქოს რაღაც იმუნიტეტი მიცავდა ყველანაირი გაჭირვებისაგან. ერთადერთი , რაც მაწუხებდა იყო ის, რომ არასოდეს ვმდგარვარ რაიმეს გადალახვის წინაშე. ამან ძალიან განამტკიცა ჩემში არარეალურობის განცდა.“
სიმდიდრეს თვისი უარყოფითი მხარეებიც აქვს და დიანას შემთხვევაშიც ასე მოხდა. ის ძალიან გაუცხოებული იყო თვისი მშობლებისაგან.  მამამისი მთელ თავის დროს ბიზნესს უთმობდა და უამრავი საყვარელი ყავდა. დედა მაღაზიის მომმარაგებლად მუშაობდა და ტელეფონის ზარებს პასუხობდა. ის ხშირად იტანჯებოდა დეპრესიით და შვილებისთვის არც მას ეცალა. დიანა ძალიან ახლოს იყო თავის სამი წლით უფროს ძმასთან, ჰოვარდთან და შვილივით ზრუნავდა ხუთი წლით უმცროს დაზე, რენეზე.
დიანა ძალიან მიმზიდველი გარეგნობის იყო -  ნათელი სახით, დიდრონი მწვანე თვალებითა და თხელი ტანით ის ყველას ატყვევებდა. 13 წლის ასაკში, ის შეხვდა ალან არბუსს, რომელიც მისი მშობლების მაღაზიაში, სარეკლამო განყოფილებაში მუშაობდა. დიანას ის შეუყვარდა და სურდა მასზე დაქორწინებულიყო. მშობლებს ეს დიდად არ მოეწონათ და შეეცადნენ მათთვის ხელი შეეშალათ. 1938 წელს, მათ დიანა სასწავლებლად საზაფხულო კურსებზე კამინგტონის სკოლაში გაგზავნეს, სადაც მან გაიცნო ალეკ ელიოტი, რომელიც მისი მეორე უდიდესი სიყვარული გახდა, თუმცა ეს ურთიერთობა არ შედგა და 1941 წელს, 18 წლის დიანა ცოლად გაჰყვა ალან არბუსს. მათ შეეძინათ ორი ქალიშვილი, მწერალი, დონი (1945 წელი) და ფოტოგრაფი ემი (1954წელი).  დიანა დროის უმეტესობას შვილებს უთმობდა, ალანმა კი უარი თქვა მსახიობის კარიერაზე და ფოტოგრაფიის შესწავლა დაიწყო, თან ორ სამსახურში მუშაობდა, რომ ოჯახი ერჩინა. მალე მათ სტუდია გახსნეს. ცოლ-ქმარი ერთმანეთს ეხმარებოდა. ალანი ფოტოაპარატთან იდგა, დიანა კი სტილისტი და არტ დირექტორი იყო. მალე ალანმა დიანას თავისი პირველი ფოტოაპარატიც აჩუქა. ისინი თავიანთ ფოტოებში აღებულ ფულს თანაბრად ინაწილებდნენ. პირველი დაკვეთა მათ დიანას მამისაგან მიიღეს, რომელიც ოჯახს ფინანსურადაც ეხმარებოდა. მოგვიანებით კი,  ჟურნალებმა  Vogue და Glamour  დაუკვეთეს პულოვერების ფოტოსესია. 1951 . მიემგზავრებიან ევროპაში სამოგზაუროდ, სადაც დიანას თავისუფლდება დოგმებისგან თავის შემოქმედებაში. ისინი ეცნობიან უკვე სახელმოხვეჭილ ფოტოგრაფს რიჩარდ ავედონს, შემდგომ ის დიანას მეგობრი გახდება. ამ პერიოდში დიანას აწუხებს დეპრესია, რომელიც ბავშვობიდან ტანჯავდა. 1956 წელს , ერთი წლის შემდეგ რაც მათმა ფოტომ, თანამედროვე ხელოვნების გალერეში, ედუარდ სტეიხენის მიერ ორგანიზებულ ფოტოგამოფენაში Family of Man  მიიღო მონაწილეობა, ალანმა მხარი დაუჭირა მის გადაწყვეტილებას, დაეტოვებინა მოდის ბიზნესი და მიყოლოდა საკუთარ ინტერესებს.
პროფესიულ განცალკავებას, მალე, 1959 წელს, განქორწინებაც მოყვა. თუმცა ისინი ახლო მეგობრებად დარჩნენ და დიანა ფირებს ალანის ლაბორატორიაში ამჟღავნებდა 1969 წლამდე, სანამ ალანი მეორედ არ დაქორწინდა და კალიფორნიაში არ გადავიდა , რათა თავის პროფესიას, მსახიობობას დაბრუნებოდა. ოჯახური მდგომარეობის გამწვავება დაემთხვა მის პროფესიულ ზრდას. „მე ყოველთვის ვთვლიდი, რომ ჩვენმა განქორწინებამ აქცია ის ფოტოგრაფად.“ - ამბობს ალანი
დიანა ცდილობს იპოვოს საკუთარი თემა ფოტოგრაფიაში, მაგრამ უშედეგოდ. საბოლოოდ, ავსტრალიელი ფოტოგრაფის ლიზეტ მოდელის კურსებზე მივა, სადაც მას ლიზეტი შესთავაზებს ექსტრემალური ფოტოგრაფიით დაინტერესდეს. ამ იდეის განსახორციელებლად ის ნიუ-იორკის ტრანსვესტიტთა კლუბს ეწვევა, სადაც თავის პირველ მოდელს პოულობს. „დიანას მხოლოდ სამი ფოტოსესია დასჭირდა ლიზეტთან, რომ ფოტოგრაფი გამხდარიყო“ - ამბობს გაოგნებული ალანი.  ლიზეტ მოდელი კი სიამაყით იგონებს: „სამ თვეში მან უკვე თავისი სტილი შეიმუშავა. თავიდან ეს გრანულაცია და ორფეროვნება იყო, შემდეგ კი სრულყოფილება!“
1961 წელს დიანას ყურადღება მიიპყრო ტოდ ბროინინგის ფილმმა  „გონჯები“, სადაც თამაშობენ ცირკის მსახიობები, რომლებიც თანდაყოლილი სიმახინჯეებით და დეფექტებით არიან დაბადებულები. დიანა ეძებდა ასეთ ადამიანებს, მეგობრობდა მათთან და ფოტოებს უღებდა.
„გონჯებს ხშირად ვიღებდი. ეს იყო პირველი რამ, რაც გადავიღე და ამან უდიდესი მღელვარება განმაცდევინა. მე მათ ვაღმერთებდი. ახლაც ვაღმერთებ ზოგიერთ მათგანს. იმას არ ვგულისხმობ, რომ ისინი ჩემი საუკეთესო მეგობრები არიან. მათდამი სირცხვილისა და მოკრძალებული შიშის განცდა მაქვს. ისინი ლეგენდებიდან გადმოსულებს გვანან, იმ ზღაპრის გმირებს, რომლებიც გვაჩერებენ და გამოცანას  გვეკითხებიან.  ადამიანების უმრავლესობა ცხოვრებას ტრამვების შიშით ატარებს, გონჯები კი ტარამვით დაიბადნენ. მათ უკვე ჩააბარეს თავიანთი გამოცდა ცხოვრებაში. ისინი არისტოკრატები არიან.“ - ამბობს  დიანა.
თუმცა, ეს ისეც არ უნდა გავიგოთ, რომ ის  მხოლოდ მახინჯებს იღებდა. მის ცნობილ ფოტოებზე , „ბიჭი დინამიტით ხელში“ , “ ტყუპი გოგონები“ და სხვა მრავალზე ჩვეულებრივი ადამიანები არიან აღბეჭდილები. უჩვეულო და განსხვავებული თავად ფოტოგრაფი და მისი მიდგომა იყო. „ ნაცვლად მათი მოწესრიგებისა, მე ვცდილობ წესრიგი საკუთარ თავში დავამყარო“ -ამბობდა ის.
საკუთარ თვში წესრიგის დამყარებას, კი ცოტა დრო არ სჭირდებოდ. მაგალითად, როცა მან ბიჭუნა დინამიტით ხელში გადასაღებად დააყენა  და თვითონ გაიქცა სწორი რაკურსის შესარჩევად , ამას იმხელა დრო დასჭირდა, რომ გაწამებულმა ბავშვმა იყვირა : „გადამიღეთ ბოლოსდაბოლოს!“ ამ ემოციამ კადრი ისეთი ძალით აავსო, რომ ის დაუვიწყარ ფოტოდ იქცა.





სანამ ალბინოს სანდრა რიდს გადაიღებდა ხმლებით, დიანამ მასთან საუბარში საათები გაატარა, თავად ფოტოს გადაღებასაც 45 წუთი დასჭირდა, მაგრამ შედეგი ამად ღირდა.

                                   სანდრა რიდი

                                             სანდრა რიდი და მისი და



მას შეეძლო საინტერესო მოდელზე რამდენიც საჭირო იყო , იმდენი დრო დაეხარჯა. ის გულწრფელად ინტერესდებოდა, თანაუგრძნობდა და ღელავდა მათზე. ალბათ ამიტომ იყო , რომ სრულიად უცხო ადამიანები კარს უღებდნენ, გულს უშლიდნენ და ფიზიკურად და სულიერად შიშვლდებოდნენ მის წინაშე. ამის კარგი მაგალითია შიშველი მამაკაცის ფოტო, რომელიც ქალს განასახიერებს. დიანამ ის პარკში შენიშნა ქალის სამოსში გამოწყობილი, გაეცნო  მას და ფოტო გადაუღო. შემდეგ ისინი მასთან სახლში წავიდნენ და დიანამ ის ქვედა საცვლებში და სრულიად შიშველიც გადაიღო.







დიანა თვლიდა, რომ მას ფოტოაპარატი ყველგან უღებდა კარს.  „მე რომ უბრალოდ ცნობისმოყვარეობა მამოძრავებდეს, ძალიან რთული იქნებოდა, ვინმესთან მივსულიყავი და მეთქვა : მინდა რომ სახლში დამპატიჟოთ და თქვენზე ყველაფერი მომიყვეთ. ალბათ, მეტყოდნენ, რომ გიჟი ვარ. მაგრამ ფოტოაპარატი ჩემთვის რაღაც ტიპის საშვია.“
1967 წელს, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, ნიუ იორკში,  ჯონ ზარკოვსკის ორგანიზატორობით ჩატარდა ფოტოგამოფენა  „ახალი დოკუმენტები“ (New Document), სადაც დიანას 30 ფოტო ჰარი ვინოგრანდის და ლი ფრიდლენდერის გვერდით გამოიფინა. გამოფენის შემდეგ ყველა მისი მონაწილე რამდენიმე საათში გახდა  პოპულარული და ეს განსაკუთრებით დიანას ეხებოდა. ის აივსო ახალი იდეებით. „ მას ერთბაშად 30 ახალი პროექტის იდეა გაუჩნდა“ იხსენებს ალან არბუსი. ერთ-ერთი ამ პროექტებიდან, 30 საუკეთესო ფოტოს პორტფოლიო, დიანამ 1970 წელს გამოსცა. მიუხედავად შეზღუდული ტირაჟისა, ამ პროექტმამას განუმტკიცა მას სახელი, როგორც ახალი ფოტოგრაფიის პიონერს.
1971 წელს,  დიანა ყველაზე ცნობილი და პოპულარული ამერიკელი ფოტოგრაფი იყო, მაგრამ ამასთანავე ძალიან ავადმყოფი და უბედური. მას გადატანილი ჰეპატიტი, ძლიერი დეპრესიები და საშინელი თავის ტკივილები ტანჯავდა. მოგვიანებით ლიზეტ მოდელმა განაცხადა, რომ მისი საუკეთესო მოსწავლე შიზოფრენიის ერთ-ერთი სახეობით იყო დაავადებული. დროდადრო, წამლების მიღების შემდეგ,  ის თავს კარგად გრძნობდა,  თუმცა უცებ ისევ ენერგია ეცლებოდა და მუშაობის სურვილს კარგავდა. თავს გამოფიტულად და იმედგაცრუებულად გრძნობდა. მისი დღიურებისა და ახლობლების თქმით, მისი ასეთი მდგომარეობა სიკვდილამდე  2-3 წელი გრძელდებოდა. 1971 წლის 26 ივლისს, დიანამ ბარბიტურატების დიდი რაოდენობა მიიღო და ვენები გადაიჭრა. მისი სხეული ორი დღის შემდეგ იპოვეს აბაზანაში. აი, დიანას გარდაცვალების ცნობაც გაზეთიდან:



ერთი წლის შემდეგ მისი გარდაცვალებიდან, 1972 წელს, მისი ნამუშევრები  ვენეციის ბიენალეზე გამოფინეს. დიანა იყო პირველი ამერიკელი ფოტოგრაფი, ვისაც ეს პატივი ხვდა წილად.





























             დიანა თავის გოგონასთან ერთად(ავტოპორტრეტი)





 

No comments:

Post a Comment