Sunday, March 27, 2011

Interview With Michael Ackerman


მაიკლ აკერმანი


























ბიოგრაფია

მაიკლ აკერმანი დაიბადა 1957 წლის 3 სექტემბერს ქალაქ თელავივში.1974 წელს მისი ოჯახი საცხოვრებლად ნიუ იორკში გადადის. 1985 წელს აკერმანი სწავლას ალაბანის უნივერსიტეტში იწყებს, მაგრამ ფოტოგრაფიით ინტერესდება და სწავლას თავს ანებებს. 1990 წელს ის ტოვებს უნივერსიტეტს და ბრუნდება ნიუ იორკში, სადაც მთელ დროს ქუჩების, ღამის კლუბების და დოკების გადაღებაში ატარებს.ის საკუთარ გასამჟღავნებელს აკეთებს დედამისის სამზარეულოში და მალევე აწყობს თავის პირველ გამოფენას ალაბანის ცენტრალურ გალერეაში. ამასთანავე ყოველ კვირაში გზავნის ფოტოებს ქალაქის უფასო გაზეთში New York Perspectives.
1993 წელს აკერმანი პირველად მიდის ინდოეთში, სადაც იმ უამრავ ქალაქთა შორის, რომლებიც გადაიღო, განსაკუთრებით იხიბლება ბენარესით, რომელსაც შემდეგ ბევრჯერ სტუმრობს.
1995 წელს აკერმანი მუშაობას იწყებს Village Voice- ში.ამ პერიოდში ქმნის ის თავის პირველ სლაიდ შოუს სტუდენტებისთვის და მომავალშიც ამგვარი სახით წარმოადგენს თავის ნამუშევრებს – სურათები კომბინირებულია მუსიკასთან. ის ხვდება ბარბარა მილსტეინს, რომელიც ბრუკლინის მუზეუმის თანამშრომელია. მილსტეინი ყიდულობს აკერმანის სამ ფოტოს მუზეუმის კოლექციისთვის და გამოხატავს უდიდეს მხარდაჭერას მის მიმართ. შემდეგ აკერმანი ისევ ინდოეთში მიემგზავრება ქალაქ ბენარეში სამუშაოდ. ნიუ იორკში დაბრუნებული კი ხვდება ძმებ კოჰენებს და საფუძველი ეყრება ხანგრძლივ მეგობრობასა და შემოქმედებით თანამშრომლობას.
1996 წელს აკერმანი ხვდება მარგარეტ ბოდელს, რომლის დახმარებითაც  მართავს თავის პირველ გამოფენას ნიუ იორკში. შემდეგ მიდის იტალიაში  და მართავს თავის პირველ ევროპულ გამოფენას.  ნიუ იორკში ის სხვა ცნობილ ფოტოგრაფებთან ერთად, როგორებიცაა ტერუ კუვაიამა, კოჰენი და შონ საიმი აარსებს ფოტო ლაბორატორიას და იღებს Times Square Streets  როცა ის ნამდვილ ტურისტულ სამოთხედ იქცა.
გამოფენა სახელწოდებით  “The Last Days of Times Square”  ტარდება 1997 წელს მარგარეტ ბოდელის გალერეაში. ის მართავს სლაიდ შოუს სახელწოდებით   “The Community Garden” –ში მანჰეტენზე. აკერმანი თნამშრომლობს  ფოტოგრაფებთნ ერიკ ვულფთან და ტერუ კუვაიამასთნ და მუსიკოსებთნ Mark Mulcahy და Cat Power. ის მესამედ მიდის ბენარესში და იღებს 100 ფოტოს წიგნის შექმნის განზრახვით.  ასევე იღებს კებიჯთაუნს ატლანტაში პროექტისათვის  “Smoke”. აკერმანი მოგზაურობს ევროპაში. პარიზში ის ხვდება რობერტ დელპაიეს Robert Delpire და  ისინი აქვეყნებენ ფოტოალბომს სათაურით “End Time City”.
აკერმანის ინდივიდუალური გამოფენები იმართება ბერლინში, ვიგოში, ნიუ იორკში. ამ პერიოდში მას პოლონური გაზეთის Gazeta Wyborcza  ფოტოგრაფიული დირექტორი პუტოვსკი იწვევს პოლონეთში და ის გადაღებებს იწყებს ვარშავაში, ფსკოვში და სხვა ქალაქებში. ამ ნამუშევრებისთვის ის ჯილდოვდება როგორც ახალგაზრდა ფოტოგრაფი – “The International Center of Photography Infinity Award – Young Photographer”.
1999 წელს “End Time City”  ქვეყნდება საფრანგეთში და ეწყობა მისი პირველი ინდივიდუალური გამოფენა პარიზში. Amnesty International საფრანგეთში აწყობს მოძრავ გალერეას ალბომისთვის “End Time City”. ალბომი ღებულობს პრიზს  Prix Nadar , როგორც წლის საუკეთესო ალბომი.
2000 წელს  მისი გამოფენები იმართება ციურიხში, მარსელში, როტერდამში და სხვა ქალაქებში. ფოტოებს პროექტიდან “Smoke” იყენებს ჯემ კოჰენი და პეტ სილენი ფილმში  “Benjamin Smoke”. აკერმანი იწყებს ახალ ალბომზე -“Fiction” მუშაობას და აქვეყნებს  მას 2001 წელს. შემდეგ ის ემზადება მეორე ინდივიდუალური გამოფენისათვის UV გალერეაში და მთელ ღამეებს ატარებს ბარში Le Petit  -იღებს კლიენტების პორტრეტებს პოლაროიდით.
მომდევნო წლებს ის ატარებს ლექციებს მეხიკოში, ვენეციაში და ნიუ იორკში. მოგვიანებით მიემგზავრება კრაკოვში და იწყებს მუშაობას აღმოსავლეთ ევროპაში.



ინტერვიუ  მაიკლ აკერმანთან
(ანნა მოდერსკა)

მე წავიკითხე, რომ თქვენ ჩვეულებრივ გამოფენებს სლაიდ შოუებს         ამჯობინებთ და პირველი სწორედ ეს მინდა გკითხოთ, რატომ?

სლაიდ შოუები მირჩევნია იმიტომ რომ მათი მოწყობა შეიძლება პატარა ოთახში, სიბნელეში კინოს მსგავსად.

თქვენი სლაიდშოუების მუსიკა ძალინ შთამბეჭდავია და განსაკუთრებულია მათთვის ვინც ფოტოზე არანაკლებ მნიშვნელობას ანიჭებს ჟღერადობას. როგორ არჩევთ მუსიკას შოუსთვის? ის სპეციალურად თქვენთვის იქმნება?

არა, მუსიკა სპეციალურად ჩემთვის არ იქმნება. არც კი ვიცი, არჩევანს  როგორ  ვაკეთებ. უბრალოდ ბევრ რამეს ვცდი ხოლმე და ბოლოს რჩება ერთერთი.

გალერეაში წარმოდგენილი ყველა თქვენი ფოტო შავ–თეთრია. ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ  არ გიყვართ ფერადი ფოტოგრაფია?

არა, შეიძლება ესეც ვცადო ერთ დღეს.

რა ამბავს ყვება თქვენი ფოტოები? სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რა შთაბეჭდილება გინდათ გადასცეთ ადამიანებს?

არც კი შემიძლია ამის თქმა.  ვფიქრობ,  ეს ისეთი რამ არის, რასაც ახსნა არ სჭირდება.

ხელოვანს,  რომელიც ქმნის ხელოვნებას და აჩვენებს მას სხვებს აქვს იდეა თუ რისი მიღწევა უნდა , როგორც შემოქმედს. როგორ გინდათ რომ ადამიანები თქვენს ფოტოებზე რეაგირებდნენ,  რის მიღწევას ცდილობთ თქვენი შემოქმედებით?

მინდა ადამიანებმა თავიანთი თავი დაინახონ ამ ფოტოებში, რადგან მე მხოლოდ  ისეთ ადამიანებს ვიღებ, რომლებშიც საკუთარ თავს ვხედავ. ეს შეიძლება ძალიან აბსტრაქტულად ჟღერდეს ან როგორც ტყუილი, მაგრამ არ ვიცი სხვანაირად როგორ ვთქვა.

როცა  თქვენს სლაიდ შოუებზე ადამიანებს ხვდებით, რაზე  ზრუნავთ  ყველაზე მეტად?

ცოტაოდენ სასმელზე.

რას ურჩევთ ახალგაზრდა ფოტოგრაფებს, რა არის ფოტოგრაფიაში ყველაზე
მთავარი?

შეცდომების დაშვება.

თქვენ ბევრ ხელოვანთან და შემოქმედთან  გითანამშრომლიათ. ვინ იყო თქვენთვის ყველაძე საინტერესო და რატომ?

დარწმუნებით ვერავის გამოვყოფ.

ყველა თქვენს ბიოგრაფიაში, რომელიც ნეტშია მისაწვდომი აღნიშნულია, რომ თქვენ ისრაელიდან ხართ წარმოშობით,  მიუხედავად იმისა რომ  იქიდან ადრეულ ბავშვობაში წამოხვედით. სჩანს, რომ ეს თქვენთვის მნიშვნელოვანია. გვიამბეთ მეტი ამის შესახებ.

მე მგონი ყველა ბიოგრაფიაშია ნახსენები პიროვნების დაბადების ადგილი. ვერ გეტყვით რამდენად მნიშვნელოვანია ეს ჩემთვის. ვფიქრობ, რომ ის უფრო მნიშვნელოვანია, რომ მე ადრე მომიხდა სამშობლოს დატოვება და როდესაც ფესვებს წყდები და კავშირი ირღვევა, ეს გავლენას  ახდენს ყველაზე ,საიდანაც არ უნდა იყოს ის. ჩვენ ყოველთვის გვეუბნებიან, რომ ფესვებს მოგლეჯა ებრაელის ცხოვრების ნაწილია, მაგრამ ვფიქრობ განცდა, რომ არაფრის ნაწილი ხარ დამახასიათებელია ცხოვრებისთვის. ადამიანი ან იღებს მას ან უარყოფს. ეს რთული საკითხია და მე ალბათ ვერ გპასაუხობთ კარგად. მაგრამ დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ თავს შინ არასოდეს ვგძნობ.

თქვენ ბევრს მოგზაურობდით, მაგრამ ბოლო ორი წელია კრაკოვში ცხოვრობთ.რა არის ის, რითაც ის განსხვავდება სხვა ადგილებისგან და რამაც გადაგაწყვეტინათ აქ დარჩენა.

კარგი სოროა, რომ დაიმალო.

რა არის თქვენი ოცნება, როგორც ხელოვანის და როგორც პირადად მაიკლ აკერმანის?

რთული შეკითხვაა...  პასუხი არ მაქვს.


წყარო: http://art.webesteem.pl/12/ackerman_en.php

















                          


                           

No comments:

Post a Comment