Wednesday, March 16, 2011

Interview with Masao Yamamoto

                                      Masao Yamamoto






















მასაო  იამამოტო დაიბადა 1957 წელს იაპონიაში. ის თავიდან სახვით ხალოვნებასა და ფერწერას სწავლობდა მაგრამ მოგვიანებით  აღმოჩინა, რომ ფოტოგრაფია მისთვის საუკეთესო საშუალება იყო საკუთარი თავის გამოხატვისთვის.  80–იანი წლებიდან, როცა მისი დებიუტი შედგა , ის იკვლევს გამოსახულებების ინტიმურ ძალას,რომელთაც თითოეული ჩვენგანი ინახავს როგორც ამულეტს.
                                           
            
მასაო იამამოტოს საუბარი

წარსულში, როცა პატარა ვიყავი  მწერებს ვაგროვებდი. მე ყოველთვის მქონდა მიდრეკილება შეგროვებისადმი. უკვე ზრდასრულმა მწერების მოკვლას მათი გადაღება ვამჯობინე და სანაცვლოდ ფოტოებს ვაგროვებ.
ფოტოების გადაღებას ცარიელი  გონებით, რაღაც კონკრეტული იდეის გარეშე  ვიწყებ, რომ სხვა საინტერესო მოვლენა ან ობიექტი არ გამომრჩეს ერთ იდეაზე კონცენტრირებულს. ამიტომ განურჩევლად ვიღებ ყველაფერს გარშემო.
როგორც ხედავთ ჩემი ფოტოები პატარა ზომისაა და ძველივით გამოიყურება. ფაქტიურად მე ვმუშაობ იმისთვის რომ მათ ასეთი სახე მიიღონ. შემეძლო მომეთმინა 30 წელი და ისინი არავისთვის მეჩვენებინა, მაგრამ ეს  შეუძლებელია, ამიტომ მე მათ ვაძველებ – ხელში ვსრეს, თან დამაქვს, როცა სასეირნოდ დავდივარ და ასე თანდათან ვაძლევ სასურველ სახეს. ამას ქვია დავიწყების პროცესი ან მეხსიერების წარმოება.ძველ ფოტოებში მოგონებები სრულიად მანიპულირებულია და სწორედ ეს არის ჩემთვის საინტერესო და ეს განაპირობებს ჩემი ნამუშევრების შექმნას.
ჩემი ფოტოები პატარა ზომისაა, რადგან მინდა ისინი მოგონებებს აღძრავდნენ და ამისთვის ვფიქრობ საუკეთესო ფორმატია–ზომა, რომლის მომწყვდევა ხელის გულშიც შეიძლება.  როცა ფოტო ხელში გიჭირავს მოგონებებიც შენს ხელთააა. ეს ცოტათი საოჯახო ფოტოს გავს, რომელთანაც განშორება გვიჭირს.
როცა ფოტოებს ვკიდებ მთელი ისტორია იწყობა. მე ამას ქრონოლოგიური თანმიმდევრობით არ ვაკეთებ. ხან ბოლოდან ვიწყებ, ხან შუიდან. წინასწარ არასოდეს ვიცი რომელი ფოტო იქნება პირველი. ჯერ ერთს ვამაგრემ მერე მეორეს, მესამეს და წარმოდგენაც არ მაქვს რა ისტორიას მოყვებიან  ისინი, ეს მხოლოდ ჩამოკიდების დასრულების შემდეგ ხდება ნათელი. თითქოს კიბეზე ავდივარ და თან ლამაზ ქვებს ვკრეფ. მაშინაც კი როცა გადაწყვეტილი მხოლოდ თეთრი ქვების დაკრეფა მაქვს, შავს თუკი დავინახავ მასაც არ ვტოვებ. იგივე ხდება, როცა ფოტოებს ვკიდებ – სიუჟეტი იხსნება შემთხვევითი გზით.
დიდი ხნის წინ იყო ერთი კაცი სახელად რიოკანი (Ryokan) , რომელიც პოეტი და კალიგრაფი იყო. მას ძალიან დიდ პატივს ვცემ. ერთ–ერთ ჰაიკუში მან აღწერა ჩამოვარდნისას ჰაერში მოფარფატე ფოთლის მოძრაობა. მაგრამ რეალურად ეს ლექსი შეიძლება ბევრნაირად გავიგოთ. მაგალითად ჩამოვარდნილი ფოთოლი შეიძლება იყოს ცხოვრების მეტაფორა, მარჯვენა მხარე ცუდი, საპირისპირო მხარე კი კარგი. ამ მარტივი ბუნებრივი მოვლენით ის საუბრობს უფრო ღრმა იდეებზე. ვფიქრობ, ეს შესანიშნავია და მეც სწორედ ასეთი ფოტოების გადაღება მინდა.
ჩემთვის კარგია ფოტო, რომელსაც მოაქვს სიმშვიდე, გვავსებს სიკეთით, სინაზით,  სიმამაცით, აღგვიძრავს მოგონებებს და გვხდის უფრო ბედნიერს.


წყარო: http://www.lensculture.com/webloglc/mt_files/archives/2008/02/masao-yamamoto-japans-poet-phi.html






                                           
                                                

                                          






                                   



                              

No comments:

Post a Comment