Monday, March 14, 2011

ANTOINE D'AGATA: "Until the World No Longer Exists" (2004)





" I had been asking more and more people to photograph me; i want to be part of the picture.“
                                                                                  Antoine d'Agata (20/10/2010)

„უფრო და უფრო მეტ ადამიანს ვთხოვ ფოტო გადამიღოს; მინდა სურათის ნაწილი გავხდე.“

                                                       ანტუან დაგატა (20/10/2010)





სანამ სამყარო აღარ არსებობს

„ყველაფერში, რასაც ვხედავთ, პირველ რიგში საკუთარ პიროვნულ საწყისებს ვამჩნევთ“
                                                                        ფერნანდო პესოა                                




























ღამე, სექსი ხეტიალი ... და მოთხოვნილება გადაიღო ეს ყველაფერი ,არა იმდენად აღქმული აქტია, რამდენადაც ექსპოზიცია ჩვეული თუ ექსტრემალური განცდებისა.
განსაზღვრული აზრით ფოტოგრაფიის განუყოფელი ნაწილია დაიჭირო ყოფიერება, რისკი, სურვილი, არაცნობიერი თუ შანსი და ყველა მათგანი მნიშვნელოვანი ელემენტია. არა მორალის მქადაგებლის პოზა და განკითხვა , არამედ მხოლოდ თანხმობის პრინციპი არის აუცილებელი, რომ გამოიკვლიო გარკვეული სამყაროები, შეხვიდე უფრო ღრმად ყოველგვარი ყოყმანის გარეშე, ჩაიძირო ფოტოგრაფიაში ორგაზმივით და სიკვდილივით გაქრობის ზღვრამდე.
მე ვცდილობ შევქმნა მოხეტიალე სამყაროების სამეფო, მიკერძოებული და პირადული, სისტემური და ინსტიქტებზე დამყარებული, ფიზიკური სივრცეები და ემოციები, სადაც მე ვარ მთლიანად მსახიობი. მე თავს ვარიდებ წინასწარ განვსაზღვრო რის გადაღებას ვაპირებ. ფოტოებს ვიღებ შემთხვევით, რამდენადაც ამის საშუალებას მაძლევს შანსი, შეხვედრები და პირობები. არჩევანს ქვეცნობიერის დონეზე ვაკეთებ მოცემული შესაძლებლობებიდან გამომდინარე, თუმცა იდეა ყოველთვის რჩება უცვლელი –  ქუჩა, შიში, წყვდიადი და სექსუალური აქტი... რომ არაფერი ვთქვათ არსებობის მარტივ სურვილიზე.
სუბიექტს მიღმა დარჩენილ დაკარგულ სულებში, ღამის დინებაში, მინეტის სცენებსა და სრულიად მიტოვებულ სხეულებში   ვცდილობ სხეულებისა და გრძნობების მორევში ვიპოვო გარდამტეხი წამი და გამოვავლინო საზოგადოებრივი ცხოვრების ფრაგმენტები, რომლებიც უსხლტებიან ყოველგვარ ანალიზს და მოვლენის მყისიერ ვიზუალიზაციას, მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც მის მთავარ ელემენტებად რჩებიან.
ფორმების სისასტიკე და ხილვის ინტენსიურობა გვავალდებულებს ჩვენ უფრო მეტადაც კი ვიდრე გამოსახულებები, რომლებიც თითქოსდა დოკუმენტურია, რომ ჩავერთოდ იმ რეალობაში, რომელსაც ვხედავთ. ამ შემთხვევაში დამთვალიერებელი აღარ იქნება ვუაიერის ან მომხმარებლის მდგომარეობაში, არამედ ის გაიზიარებს ექსტრემალურ განცდებს და დაფიქრდება სამყაროს მდგომარეობაზეც და თავის თავზეც.
                       


























საგნების ხედვის დაკარგვის უნარი პარადოქსად შეიძლება აღვიქვათ დოკუმენტურ ჟანრში, მაშინ როცა მე წინ ვწევ ჩემს სუბიექტურ შეხედულებებს, რომლებიც დაიბადა ჩემს ავტობიოგრაფიულ მოგზაურობებსა და ხეტიალში. მაგრამ ემოციური სიშიშვლე მიწვევს და  საშუალებას მაძლევს გადავშალო  ფოტოგრაფიული დღიურის ინტიმური ფურცლები, რომელთაც მგონია რომ შეუქცევად მივყავარ გაუჩინარების  ზღვრამდე.
ფოტო არაფერია, გარდა ტყუილისა. სივრცე ამოჭრილია, დრო მანიპულირებული. სურათს ორი  არაკონტროლირებადი მატყუარა გარეგნული მხარე აქვს და განაჩენის გამოტანისას ვირჩევთ თვალთმაქცობას, სუფთა სინდისსა და სიყალბეს შორის. ენა, რომელსაც ვიყენებთ ერთ–ერთი ამ კლასიდანაა , დომინანტი და მიუკარებელი, რომელსაც გაცნობიერებული არ აქვს აქტუალური საკითხი: გარეგნული მხარე, ორაზროვნება და წარმოსახვა. ჩემს ფოტოებში, ჩემს ყოველდღიურ ტყუილების ვარჯიშში, მე თავს ვერ მოვიტყუებ აღვწერო სხვა რამ და არა თავად ჩემი სიტუაცია, ჩემი ყოფიერების ნორმალური მდგომარეობა  ან ჩემი ექსცენტრული ინტიმური ცხოვრება. მე მხოლოდ კომენტარის გაკეთება შემიძლია ფოტოგრაფიული მომენტის აშკარა უმნიშვნელობაზე.
შემცირებული ცოდნის ანთოლოგიასა და კასტრირებული განცდებს მიჯაჭვული ფოტოგრაფი განუსაზღვრავს ჟესტებს საკუთარ თავს, გარდაქმნის აქტს და აღძრავს სიგნალს, რომელიც „განსაზღვრავს“  ჩვენს დამოკიდებულებას ფოტოსთან და რეალობის აღქმასთან, რომელიც თავის მხრივ ჰიპოთეტურია. და ამგვარად სამყარო იზღუდავს თავს „ხატებში“და საკურთხეველი პირდაპირ საპირისპიროა რიტუალებისა , რომელშიც ფოტოგრაფი მოღვაწეობს. მაგრამ თუ წირვა, ლოცვა და ქადაგება ძლიერი კულტის ინსტრუმენტებია, მაშინ ფოტოგრაფები სიმართლესა და თავისუფლებას აღსარების ნაწილში  იპოვიან.
მე ვცდილობ გავმიჯნო საკუთარი თავი დოკუმენტური ფოტოგრაფიის განსაზღვრული ტიპისაგან, რომელიც ხშირად სარგებლობს ძალიან ადვილად წასაკითხი და ათვისებადი სიმბოლოებით, რათა წარმოვადგინო კომპლექსური რეალობა დაბალანსებულად, რომელიც გაუთავებლად განიხილება–ფოტოგრაფია, როგორც დოკუმენტირების ინსტრუმენტი თუ ფოტოგრაფია, რომელიც სრულიად სუბიექტურია. მე ფოტოგრაფიის სამყაროსკენ მიპყრობილი თვალი კი არა , მისი სამყაროსთან ინტიმური კავშირი მაინტერესებს ყველაზე მეტად.
















    













   













































ერთადერთი, რაც ნამდვილდ არსებობს ის „გულუბრყვილო“ ფოტოებია, რომელთაც საოჯახო ალბომებში და პოლიციის არქივებში ვხვდებით. გარდა იმისა, რომ ისინი ემსახურებიან რეალობის მარტივ დოკუმენტირებას გარკვეული ესთეტიკური თვალსაზრისით, ასევე ადასტურებენ ფოტოგრაფის როლს, მის თანამონაწილეობას იმ მომენტში, მისი პოზიციის ნამდვილობას.
განათების კომპოზიციები, ნარატიულობა ჩემთვის უკვე ფუნდამენტური პრობლემები კი არა უსარგებლო ტყუილია. რა მაინტერესებს მე დღეს ფოტოგრაფიაში? პერსპექტივა , რომელიც გაამართლებს ფოტოგრაფიის აქტს, განცდებში ჩარევას, მიმდინარე სცენას, ტექსტურას, მასალას, ავტოპორტრეტის მნიშვნელობას, ცალკეულ ინდივიდს, გაუხსნელი მოვლენების მიმდინარეობის არათანმიმდევრულობას, შემთხვევითი გამოცდილებების მანიაკალურ რეკონსტრუქციას. ფოტოები, მსგავსად სიტყვებისა აზრს კარგავენ, როცა მათ ცალკე ვაყენებთ.
გასაგები ენით რომ გავაკრიტიკოდ, დომინანტი გამოსახულება აშკარად მოითხოვს მთლიანი ფოტოსაგან, რომ ის იყოს მკაფიო ამ ბინძური სიტაუციის შუაგულში. ერთი თვალის მოვლებასა და დაკვირვებულ ხედვას შორის განცდილით კამერა და არაცნობიერი ამყარებს ფუნდამენტურად შელახულ კავშირს რეალობასთან და ფიქციასთან.  ეს მიდგომა მას ვერ შეათავსებს ტექნიკასთან და პრაქტიკასთან დაკავშირებულ სირთულეებთან და ამ ფოტოგრაფიული ენის გამოყენებასთან დაპირისპირებული,მე ვეძებ გზას რომ გამოვავლინო თანმდევი დაპირისპირება „ დოკუმენტური ფოტოგრაფიის გამოყენებისა , რომელმაც სავარაუდოდ ფირზე უნდა აღბეჭდოს ხელშესახები რეალობა და ამავე დროს სულ მცირე აღნუსხოს გამოცდილებების ურიცხვი რაოდენობა.
სწორედ შემდეგ შევძლებ  გამოვიყენო სამყარო ჩემი საკუთარი მიზნებისათვის და ძირითადად მარტოსული განცდებით გარდავქმნა და შევცვალო ის ჩემი სურვილისამებრ, ისე რომ თითქოს სურათების გარეშე სამყარო უკვე აღარც არსებობს.

                                                                                                                    ანტუან დაგატა
                                                                                                                          2004 წელი


წყარო: http://www.americansuburbx.com/2011/01/antoine-dagata-until-world-no-longer.html


                      






                                


                                 



No comments:

Post a Comment