Sunday, February 6, 2011

Seydou Keita From Africa

 

Seydou Keita (1921-2001)





“Many people call themselves photographers nowadays, but they don't know anything.”

"დღეს ბევრია ისეთი, ვინც თვს ფოტოგრაფად თვლის,  სინამდვილეი კი არაფერი იცის!“














          სეიდუ კეიტა

 მე თვითნასწავლი ფოტოგრაფი ვარ და ამ საქმიანობას 1945 წლიდან მივდევ. ყველაფერი კი იმით დაიწყო რომ ჩემმა ერთ-ერთმა   ბიძამ 6X9 ფორმატიანი ფოტოაპარატი ჩამომიტანა სენეგალიდან. ფირების საყიდ ფულსაც ის მაძლევდა. ნამდვილად შემიძლია ვთქვა რომ, მთელი არსებით შევუდექი  ამ პროფესიის შესწავლას - მე შეყვარებული ვიყავი ფოტოგრაფიაზე!
            დასაწყისისთვის ჩემი ოჯახის წევრებს ვიღებდი. ზოგიერთი ჩემი მცდელობა წარმატებული იყო, ზოგიც  არა. თავიდან ბევრ შეცდომებს ვუშვებდი. ადამიანები გადაღებისას მოძრაობდნენ, მეც ხელი მიკანკალებდა, აშკარად მაკლდა პროფესიონალიზმი. კლიენტებისგან ფულს ვიღებდი და შემდეგ მათ ფოტოებს პიერ გარნიერის და მაუნტაგას  ლაბორატორიაში ვბეჭდავდი. მათ მასწავლეს ბეჭდვა. თუკი ფოტო არ გამოვიდოდა კლიენტები ძალიან ბრაზდებოდნენ და პრობლემებიც მექმნებოდა, მაგრამ ასეთები მხოლოდ ისინი იყვნენ,  რომელთაც გადაღებისას გაჩერება არ შეეძლოთ.
1948 წელს მაუნტაგამ ჩათვალა, რომ მე საკმაოდ კვალიფიციური ვიყავი იმისთვის რომ დამოუკიდებლად მემუშავა  ლაბორატორიაში და იქედან მოყოლებული მარტო ვუძღვებოდი გამჟღავნების მთელ პროცესს, ოღონდ მხოლოდ შავ-თეთრ ფირებზე ვმუშაობდი. რათქმაუნდა ფერადი ფირებიც შემოსული იყო უკვე , მაგრამ ისინი საფრანგეთში უნდა გაგეგზავნა და თანაც დიდად არც მომწონდა. ჩემთვის მხოლოდ შავ-თეთრი იყო მისაღები. მაშინ ბამოკოში ოთხი ფოტოგრაფი იყო - ისოუფი, ბოუნდიანა, მოუნტაგა და მე. მალიკ სიდიბე შემდეგ გამოჩნდა. ჩვენ ყველა პორტრეტებს ვიღებდით, მაგრამ, როგორც ამბობდნენ, ჩემი ფოტოები საუკეთესო იყო. მქონდა საკუთარი მარკაც, რომელსაც ყველა ჩემს სურათს ვაკრავდი.
1949 წელს ვიყიდე  ახალი ფოტოაპარატი და დავიწყე  5X7 ფორმატის ნეგატივების გამოყენება . მათი უპირატესობა ის იყო, რომ შემეძლო კონტაქტების ამობეჭდვა, შემდეგ კი ჩემი ნამუშევრების ნიმუშებს სტუდიის კედლებზე ვაკრავდი. აქ იყო ქალბატონებისა და მამაკაცების პორტრეტები, ცალცალკე თუ წყვილებად, ჯგუფური ფოტოები-6 ადამიანამდე, ოჯახები და ა.შ. კლიენტები მეუბნებოდნენ: აი ასე გვინდა რომ გადაგვიღო, ხომ გაგვიგე? და მეც ისე ვაკეთებდი, მაგრამ ისეთ პოზიციას ვარჩევდი, რომელიც უკეთესი იყო. ბოლო სიტყვა ყოველთვის მე მეკუთვნოდა და  არასოდეს ვცდებოდი. ამას მხოლოდ რამდენიმე წუთი ჭირდებოდა - რადგან მე ერთ კადრზე მეტს არასოდეს ვიღებდი. ძალიან ბევრი ადამიანი მოდიოდა, განსაკუთრებით შაბათობით. რიგში ყველა ფენისა და რანგის ადამიანს ნახავდით: მაღაზიის მეპატრონეები, ბანკის მოხელეები, ერთხელ რესპუბლიკის პრეზიდენტიც კი მოვიდა. მთელი ღამე ვმუშაობდი და დილით როცა კლიენტები მოდიოდნენ პორტრეტები მზად ხვდებოდათ.
პირველად  ფონებად ჩემი საწოლის საფარებს ვიყენებდი. მათ ყოველ ორ-სამ წელში ვცვლიდი და ახლა ამის  მიხედვით ადვილად შემიძლია დავადგინო ფოტოების თარიღები. ხანდახან ისინი ძალიან კარგად ეხამებოდა მოდელების სამოსს, განსაკუთრებით ქალებისას, მაგრამ ეს აბსოლუტური გამართლება იყო.
იმ პერიოდში წინაპრების კულტურული გავლენა დიდი არ იყო. ქალაქელები ევროპულად იცვამდნენ და ძლიერი ფრანგული გავლენა ჰქონდათ. ამიტომ სტუდიაში სამი სხვადასხვანაირი ევროპული კოსტიუმი მქონდა - ჰალსტუხები, პერანგები, ფეხსაცმელები, ქუდი და ასევე აქსესუარები: საწერკალამი, პლასტმასის ყვავილები და რადიო ან ტელეფონი, რომელთაც კლიენტებისგან ვნათხოვრობდი.
მაშინ ქალები ისევ ძველებურ სამოსს იცვამდნენ. ევროპული ქვედაკაბები მოდაში მხოლოდ გვიანი სამოციანი წლებიდან შემოვიდა. ქალბატონები მოდიოდნენ თავიანთი დიდი კაბებით და მეც ვცდილობდი ლამაზად წარმომეჩინა ისინი -  მათ კაბებს ლამაზად ვშლიდი, რაც უფრო ფართედ გავშლიდი, მით უფო ბედნიერები იყვნენ ისინი. სურათზე მათი სამკაულებიც უნდა გამოჩენილიყო - ძვირფასეულობა ძალიან მნიშვნელივანი იყო, ისევე როგორც ხელები - გრძელი, თხელი თითები ელეგანტურობისა და სილამაზის სიმბოლო იყო და ქალები ძალიან ზრუნავდნენ მათ წარმოჩენაზე.
არასოდეს შევხვედრივარ უცხოელ ფოტოგრაფებს, ქვეყანა არასოდეს დამიტოვებია და არც მათი ფოტოები მინახავს ოდესმე. ფრანგული ან ამერიკული ჟურნალების შოვნაც შეუძლებელი იყო. ერთადერთი ხელმისაწვდომი გამოცემა იყო Manufrance Catalogue
ბუნებრივ და ხელოვნურ განათებაზე ერთნაირად კარგად ვმუშაობდი.   კლიენტების ნაწილი „ღამის ფოტოებს“ ანიჭებდა უპირატესობას, რადგან თვლიდნენ, რომ ასე უფრო ფერმკრთალები ჩანდნენ, მაგრამ მე ბუნებრივ განათებას ვამჯობინენდი. კლიენტებს ძალიან მოსწონდათ ჩემი ფოტოები, რადგან ისინი მკვეთრი და კარგად აგებული იყო. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ჩემი სურათები ნამდვილად კარგი იყო. დღესაც, როცა ვუყურებ, ვხედავ რომ ისინი ოდნავადაც არ შეცვლილა, არ გახუნებულა მათი ფერებიც. 1977 წლამდე იმავე აპარატით ვმუშაობდი და შენახული მაქვს ყველა ჩემი ნეგატივი - ყველა აქ არის. კლიენტებს დღესაც შეუძლიათ თავიანთი ფოტოები ხელახლა დამიკვეთონ!  ჩემით ყველა კმაყოფილია, თორემ მეორედ აღარავინ მოვიდოდა.                                   
მე ვიცი, რომ ჩემი ფოტოების უმეტესობა შესანიშნავია და ამიტომაც მოგწონთ თქვენ ისინი. მე თავი დავანებე გადაღებას, როდესაც  ფერადი ფოტოგრაფია შევიდა ძალაში . ხალხს ის მოსწონს, მაგრამ ახლა მთელ სამუშაოს მანქანა ასრულებს. დღეს ბევრია ისეთი, ვინც თავს  ფოტოგრაფად თვლის, მაგრამ სინამდვილეში არაფერი იცის!























                                 

  







                           

                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                         


















                          

No comments:

Post a Comment