Sunday, February 13, 2011

Pierre Molinier

                 
    Pierre Molinier (April 13, 1900 - March 3, 1976)





"Je prends ma vie. La clef est avec le concierge"

„მე  თავს  ვიკლავ, გასაღები კონსიერჟს აქვს“




















პიერ მოლინერი


მხატვარი და ფოტოგრაფი პიერ მოლინერი 1900 წლის 13 აპრილს  პარასკევ დღეს დაიბადა. ის ბავშვობიდანვე ხატავდა და უღებდა ფოტოებს თავის ოჯახის წევრებსა და საკუთარ თავს. მამამისი იყო მხატვარ დეკორატორი, დედამისი მკერავი, დეიდა კი აუთოებდა. დედა რელიგიური ქალი იყო და შვილისთვის რწმენის ჩანერგვას ცდილობდა , მამამისი კი მხატვრობისა და ხელოვნების ინტერესს უღვივებდა.
სექსუალური ინტერესები საკმაოდ ადრე გამოუვლინდა, როგორც თავად ირწმუნებოდა ქალის ფეხები სამი წლიდან იზიდავდა და 10 წლის ასაკში თავისი დის ფეხებს ეალერსებოდა. 13 წლის ასაკში პირველად ჰქონდა სექსი მეძავთან, რომელმაც ის დიდხანს დაიტოვა საყვარლად. 15 წლისამ კი მან თავისი დის ცხედარი გააუპატიურა სასიკვდილო სარეცელზე, მას შემდეგ რაც ფოტო გადაუღო : „ ... მკვდარიც კი ულამაზესი იყო. მე ეაკულაცია განვიცადე და დავსვარე მისი მუცელი, ფეხები და პირველი ზიარების კაბა. მან თან წაიღო ყველაფერი, რაც საუკეთესოა ჩემში.“  18 წლის მოლინერი ქალის სამოსში გამოწყობილი დადიოდა ადგილობრივ  ბალებზე. ამ პერიოდში შეეძინა ქალიშვილი მონიკა (Monique), რომელსაც ოცი წლის შემდეგ შეხვდა და საყვარლად გაიხადა.
1922-23 წლებში  მოლინერმა მოიხადა სამხედრო სავალდებულო სამსახური. შემდეგ კი გადავიდა ბორდოში და დაიწყო ხატვა. ის ხატავდა პეიზაჟებს და პორტრეტებს იმპრესიონისტულ სტილში. მალე დაქორწინდა და შეეძინა ორი შვილი ფრანსუაზა და ჟაკი . თუმცა, ძალიან ბევრი საყვარელი ყავდა და ისინი ხშირად სახლშიც კი მოყავდა მიუხედავად იმისა, რომ მისი ცოლი ბორდოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალი იყო და თანაც ძალიან ეჭვიანი. მისივე რწმუნებით მას შეუყვარდა საკუთარი ქალიშვილი ფრანსუაზა, რაც მოგვიანებით ოჯახური დაძაბულობის მიზეზი გახდა.
1936 წელს მოლინერს მოულოდნელად დალაი ლამას მიერ გამოგზავნილი  ტიბეტელი ბერების დელეგაცია ეწვია, რომელთაც მას დაავალეს სიმბოლური მანდალების რეპროდუქციების შექმნა უცნობი ბუდისტური ტაძრისთვის.
1940 წელს მოლინერი მობილიზირებული იყო, როგორც ექთანი, შემდეგ გერმანელებმა დააპატიმრეს. დემობილიზაციის შემდეგ ის ოჯახთან დაბრუნდა   ბორდოში. ოთხი წლის შემდეგ მამამისმა მედიკამენტების ჭარბი დოზის მიღებით მოიკლა თავი.
ომის შემდგომი პერიოდი 1946-51 წლები მოლინერისთვის საყოველთაოდ მიღებული ცხოვრებისეული ნორმების უარყოფით ხასიათდება, რაც მის ნამუშევრებშიც აისახა. ამ წლებში მან დაწერაLes Orpheons Magiques“, რაც ანდრე ბრეტონმა შეაფასა, როგორც სიურეალისტური ნაშრომი. მან მიატოვა ცოლი და ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა თავის მეგობრებთან.
1946 წელს მან დახატა „Amour”, ტილო რომელიც არასოდეს გაუყიდია, მაგრამ 1965 წელს დაუთმო Jean Pierre Bouyxou-ს. 1948 წელს "Les Amants à la Fleur",1949 წელს "Les Amants à la Campagne", 1950 წელს "Succube", რომელიც 1997 წელს გამოიფინა პარიზში გამოფენა "L'Amour et le Surréalisme"


























1951 წელს მან დახატა "Le Grand Combat", რომელსაც ის ახასიათებდა , როგორც ურთიერთობების მრავალჯერად აქტს. ამას შედეგად მოყვა სკანდალი და  მოლინერის პროტესტი - ის განუდგა თავის მეგობრებსაც კი. სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო მან თავისი სიკვდილის ფიქციების დადგმა.
1951-66 წლებში მოლინერმა დაიწყო ტრანსვესტიტული ფოტოების გადაღება, რომლებშიც კონცენტრირებული იყო თავისი ფეხების ფეტიშზე. ეს  ფოტოები მხოლოდ იმ თითზე ჩამოსათვლელ ადამიანთა რაოდენობას ჰქონდა ნანახი, რომლებიც მის სტუდიაში დადიოდნენ. მოგვიანებით მან დაჭრა ეს ფოტოები და შექმნა ფოტომონტაჟები  "erotic inventions"
მოლინერს ხატვაც არ შეუწყვეტია და 1955 წელს თავისი ნახატები და რეპროდუქციები გაუგზავნა ანდრე ბრეტონს, რომელიც ძალიან დაინტერესდა და შეპირდა რომ გამოფენდა მათ "L'Etoile Scéllée" გალერეაში პარიზში 1956 წელს. შოუსთვის მომზადდა პატარა კატალოგიც.
ამ პერიოდში მოლინერი შეხვდა ჰანს ბელმერს, მან რეის, მაქს ერნსტს და სხვებს. მოლინერმა გააცნო ბრეტონს ჯოის მანსური (Joyce Mansour), ძალიან მდიდარი და უნიჭიერესი ეგვიპტელი პოეტი. მოლინერის ფოტომონტაჟები გამოჩნდა სხვადასხვა სიურეალისტურ გამოცემებში და უფრო შორს გაუთქვა სახელი.
1957 წელს მან იყიდა ბარი ბორდოსთან ახლოს, სახელად Texas-Bar თავისი   ეგრედ წოდებული „ბუნებრივი ქალიშვილის“ მონიკასთვის, რომელიც ცნობილი მეძავი იყო. სამი წლის შემდეგ მან დავა დაიწყო თავის ცოლთან საზაფხულო სახლის გამო. მოლინერმა მეუღლე სასტიკად სცემა და თოფი ესროლა მის ბიძაშვილს. ორივე დანაშაულისთვის ის ერთი თვით იჯდა ციხეში. სასჯელის მოხდის შემდეგ მან თავი დაანება სახლების მოხატვის ბიზნესს და მთელი თავისი ცხოვრება ხელოვნებას მიუძღვნა. მომდევნო წელს ის კვლავ დამნაშავედ სცნეს მეუღლისთვის მიყენებულ სიტყვიერ შეურაცხყოფასა და ზარალში და რამდენჯერმე დააჯარიმეს . მისმა ცოლმა კი როგორც იქნა მიაღწია განქორწინებას.
1964 წელს მან მიმოწერა დაიწყო ეროტიკული ლიტერატურის ცნობილ ავტორ ემანუელ არსანთან (Emmanuelle Arsan) და წარმოადგინა ის თავის ნაშრომებში. 1967 წლის ზაფხულამდე ისინი აღარ შეხვედრილან.


















ფოტომონტაჟების ალბომის  „Le chaman et ses creatures  გამოქვეყნების გეგმაც ამ პერიოდში გაჩნდა. 1966 წელს Roland Villeneuve იქნა მოწვეული ალბომისთვის წინასიტყვაობის დასაწერად. ბევრმა გამომცემლობამ უარი თქვა მის გამოქვეყნებაზე, და საბოლოოდ ის 1995 წელს გამოიცა.
1962 წლის ზაფხულში რეიმონდ ბორდემ ფილმი გადაიღო მოლინერზე, რომლის სრული ვერსიის ჩვენება 1964 წელს მოხდა, მაგრამ ფართო საზოგადაობემ ის ცენზურის გავლის შემდეგ იხილა 1966 წელს.
1965 წელს მოლინერმა  ათ წუთიანი ფილმი გადაიღო საკუთარ თავზე სათაურით "Jambes". ათ წლიანი ახლო მეგობრობა ბრეტონთან (რომელიც მის ნახატებს მომაჯადოებელს უწოდებდა)  უეცრად დასრულდა , როცა მოლინერმა წარმოადგინა თავისი მკრეხელური ნახატი  "O Marie, Mère de Dieu"






ამ პერიოდით თარიღდება მისი სამარცხვინო სავიზიტო ბარათები, რომლეზეც ის თვით-მინეტის მომენტშია ასახული, რის მიღწევასაც მისი თქმით  “ ორი წელი და მეტალის კონსტრუქციები დასჭირდა, რომელსაც იოგები იყენებენ. 18 დღე ჩემი სპერმის გარდა არაფერი მიჭამია“
























მოგვიანებით მან განაგრძო ფოტომონტაჟებზე მუშაობა და ამავდროულად უშედეგოდ ეძებდა რედაქტორს ,რომელიც დათანხმდებოდა მისი უდიდესი ნაშრომის "Le Chaman“ გამოქვეყნებაზე. მაგრამ ის 1995 წელს   მოლინერის სიკვდილიდან ოცი წლის  შემდეგ გამოიცა.

























           მოლინერმა წინასწარ დაგეგმა თავისი სიკვდილი. ნაღვლის ბუშტის ორი ოპერაციის შემდეგ 1972 და 74 წლებში და 1975 წელს მისი შვილის ჟაკის  უბედური შემთხვევით გარდაცვალების შემდეგ  მან თავი მოიკლა. 1976 წლის 3 მარტს მან იარაღი პირში გაისროლა მას შემდეგ რაც ექიმმა უთხრა რომ  პროსტატის კიბო სჭირდა და ოპერაციისას უნდა მოეკვეთათ ასო. მან თქვა „ იმ დღეს როცა ჩემი სპერმა წყლად იქცევა , მე თავს მოვიკლავ!“ 1950 წლიდან მოყოლებული მან სულ მცირე სამჯერ დადგა თავისი სიკვდილის სცენა. მოლინერმა თავისი სხეული მეცნიერებს დაუტოვა ამ იმედით : „ჩემი საკვერცხეები გადაუნერგეთ 30 წლის იმპოტენტ მამაკაცს“ თუმცა ეს თხოვნა არ შესრულებულა. გაკვეთის შემდეგ ის დაკრძალეს ბორდოს სასაფლაოზე!


No comments:

Post a Comment