Saturday, February 12, 2011

Jodi Bieber wins World Press Photo



      




































   სამხრეთ აფრიკელმა ფოტოგრაფმა ჯოდი ბიებერმა (Jodi Bieber) გაიმარჯვაWorld Press Photo-ზე და მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული პრიზი მიიღო ფოტოსთვის, რომელზეც ნაიარევი ავღანელი ქალი არის აღბეჭდილი.
       ავღანელი ქალის   ფოტო პირველად Time-ის აგვისტოს გამოშვების ყდაზე გამოჩნდა 2010 წელს. Time  წერდა: “ჩვენი ამ კვირის გამოშვების გარეკანის ფოტო ძლიერი, შოკის მომგვრელი და ამაღელვებელია. ეს არის ფოტო თვრამეტი წლის მორცხვი ავღანელი გოგონასი, სახელად აიშა. მას თალიბების მეთაურმა  ცხვირისა და ყურების მოჭრა მიუსაჯა მათი შეურაცხმყოფელი კანონებისთვის თავის არიდების გამო... აიშა ფოტოს გადაღებაზე თანხმდება და ამბობს, რომ მას სურს მსოფლიოს ანახოს თალიბების რეჟიმის აღორძინებამ რა შედეგები მოუტანა ავღანელ ქალებს.“
          ფოტომ იმთავითვე მიიპყრო ყურადღება და მისი გამოქვეყნების კანონიერებაზე და ჟურნალის მიერ მისი გამოყენების გზებზეც დებატები გაიმართა. ჯუდი ბიებერი British Journal of Photography-სთან საუბარში ამბობს: “ვფიქრობ ეს ფოტო სამართლიანობას არ არღვევს. იმას ვგულისხმობ, რომ ქალს ცხვირი და ყურები მოჭრილი აქვს. არსებობს სხვადასხვა აზრი ამ ფოტოზე. არ არის მხოლოდ ერთი გამოკვეთილი აზრი, ათასობით შეხედულებაა და ეს დამოკიდებულია იმაზე თუ ვის როგორი პოლოტიკური მრწამსი აქვს, ასევე დამოკიდებულია ნამუშევრის აკადემიურ ხასიათზე. და ბევრ სხვა მიზეზზეც... პირადად მე ეჭვი არასოდეს შემპარვია ამ ფოტოში. მხოლოდ მაშინ შევყოყმანდი როცა გადავიღე. ვიფიქრე, რომ დავმარცხდი. აიშა მანამდეც გადაუღიათ, მაგრამ მე ის გადავიღე სხვანაირი - ძლიერი-ის აჩვენებს ძალაუფლებას და არა უმწეობას. ვიფიქრე, რომ ხალხი შეიძლება მეტს მოელოდეს ამ ფოტოსაგან, ვიდრე მე შევძელი გადმოცემა. ვფიქრობ , როცა ფოტოს ხედავთ პირველი შთაბეჭდილება არა არის თუ რა დამართნია მასზე აღბეჭდილ პიროვნებას. პირველად ხედავთ ქალს და შემდეგ კი იმას რაც მას გადახდა. ამიტომ თავიდან ცოტა ვინერვიულე. ეს არ იყო ფოტოს გადაღების ტრადიციული მეთოდი.“
          ბიებერი ამბობს, რომ მას აიშასთან ფოტოს გამოქვეყნების შემდეგ კონტაქტი აღარ ჰქონია „ის ახლა საიმედო ხელშია... მე მას ერთხელ დავურეკე და შეტყობინება დავუტოვე, მაგრამ პასუხი არ მომსვლია. უნდა გვესმოდეს, რომ მას დაცვა სჭირდება.“
       გამარჯვებული ფოტო ამოირჩა 108.059 სურათს შორის, რომლებიც 5691-მა ფოტოგრაფმა წარმოადგინა. ბიებერმა მიიღო 10.000 ევრო და Canon Eos body კიტ ლინზით.
        ბიებერის გამარჯვებულ ფოტოს სხვა გამარჯვებულ სურათებთან ერთად მთელ მსოფლიოში გამოფენენ მომავალ წელს. “ეს სიახლეა და მე მას მოუთმენლად ველი“ - ამბობს ჯოდი ბიებერი.

No comments:

Post a Comment