Saturday, February 19, 2011

Interview with Yousuf Karsh


Interview with Yousuf  Karsh (By Bob Bishop, June, 1988 )



"It is the mind and soul of the personality before my camera that interests me most and the greater the mind and soul, the greater my interest"

„ მე ყველაზე მეტად კამერის წინ მდგომი ადამიანის სული და გონება მაინტერებს და რაც ფრო დიდია სული და გონება , მით უფრო დიდია ჩემი ინტერესი“
     






 



       
ინტერვიუ იოუსუფ კარშთან
(ინტერვიუს უძღვება ბობ ბიშოპი. ივნისი, 1988 წ.)

            კანადელი ფოტოგრაფი იოუსუფ კარში ორმაცდაათი წელია „სრულყოფილი პორტრეტის“  ძიებაშია და წარმოგვიდგენს მსოფლოში ყველაზე სრულყოფილ ქალბატონებისა და მამაკაცების სახეებს.  „მე ყველაზე მეტად კამერის წინ მდგომი პიროვნების სული და გონიერება მაინტერებს და რაც ფრო დიდია სული და გონება , მით უფრო დიდია ჩემი ინტერესი“- ამბობს კარში. ეროვნული ფოტოგრაფიის ცენტრი Palais de Tokyo-ში გამოფენს კარშის 150 კლასიკურ პორტრეტს  ამ თვეში. კარში ახლახან ეწვია პარიზს, რომ თვალყური ადევნოს გამოფენას და მისცა შემდეგი ინტერვიუ.

Paris Voice : თქვენ ერთხელ თქვით რომ სრულყოფილი პორტრეტი ჯერ არ გადაგიღიათ, რას გულისხმობდით?
იოუსუფ კარში : ფოტოგრაფიაში ყოველთვის არსებობს შესაძლებლობა განავითარო შენი ნიჭი და საკუთარი თავი. ის აღმოჩენებითაა სავსე. პორტრეტში განათებაა ის მოუხელთებელი მედიუმი რაც საშუალებას გაძლევს გამოხატო ადამიანის სახე . ამის გაგება შეიძლება, მაგრამ იშვიათად თუ დაეუფლები მას.
Paris Voice : ანუ ეს თქვენთვის განათების ფლობის საკითხია? 
იოუსუფ კარში: დიახ, ეს ასეა. თუმცა ეს ასევე გადასაღები პირის გაგებას გულისხმობს. თუ გინდა ადამიანს კარგი ფოტო გადაუღო  მის შესახებ ბევრი რამ უნდა იცოდე- მისი მიღწევები, ცხოვრებისეული მდგომარეობა,  საზოგადოებისთვის გაწეული წვლილი. მთელი ეს ინფორმაცია  და დაკვირვება ასრულებს მნიშვნელოვან როლს იმაში, რომ ფოტოგრაფმა გადაიღოს ემოციური პორტრეტი. მე ყოველთვის ბევრს ვკითხულობ ამ ადამიანზე ვის გადაღებასაც ვაპირებ. მთელი არსებით ვითავისებ მათ წვლილს სამყაროში.
Paris Voice: ჰემინგუეიმ ერთხელ თქვა, რომ მას ყველაზე მეტად თავის სურათებში თქვენი გადაღებული პორტრეტი მოსწონს. მომხდარა, რომ ვინმეს თქვენი გადაღებული ფოტო არ მოსწონებოდეს?
იოუსუფ კარში: ჩემი საქმიანობა არ არის გათვლილი ამ კლასის ადამიანებზე. მე ვიღებ სარედაქციო პორტრეტებს და მათი გამოქვეყნება მანამ ხდება სანამ მასეთი კითხვის წინაშე აღმოვჩნდები. თუკი პორტრეტი კარგი არ არის ის ვერ იხილავს დღის შუქს. მე ფოტოებს პირველ რიგში ჩემი უკიდურესად კრიტიკული შეფასების დასაკმაყოფილებლად ვიღებ და არა ვინმეს საამებლად.
Paris Voice: თქვენი გადაღებული ადამიანებიდან რომელიმე თქვენი მეგობარი თუ გამხდარა?
იოუსუფ კარში: ზოგიერთი მათგანი, მაგრამ ვერ ვიტყვი რომ ნამდვილი მეგობარი. მე უდიდეს დატვირთვას ვდებ სიტყვა მეგობარში. ბედნიერია ის, ვისაც თითზე ჩამოსათვლელი მეგობრების რაოდენობა მაინც ყავს. მეგობარია ის ვისი თანდასწრებითაც შეგიძლია ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე ფიქრებს მიეცე. მეგობარს შეგიძლია გული გადაუშალო უსიტყვოდ!
Paris Voice: როდესმე თქვენი გადასაღები პიროვნების შეგშინებიათ?
იოუსუფ კარში: არასოდეს! ეს სიტყვა ჩემთვის არ არსებობს. რათქმაუნდა მე პატივს ვცემ ამ ხალხს ისინი ხომ მსოფლიო დონის გიგანტები არიან, მაგრამ რომ შემშინებოდა მე მათ ფოტოს ვერ გადავუღებდი. მე ჩემს მოდელებთან თანასწორობის პრინციპით ვმუშაობ.
Paris Voice: ძალიან საინტერესოა როგორ გადაიღეთ თქვენ სხვა ფოტოგრაფები, ისეთები როგორიცაა მან რეი, ედუარდ სტაიჩენი?
იოუსუფ კარში: მან რეის სიცოცხლის ბოლო წლებში შევხვდი. ჩვენ ხშირად მივირთმევდით ლანჩს ერთად.ერთხელ ვკითხე , რა იყო მისთვის ყველაზე სერიოზული ფოტოგრაფიული პრობლემა, მან მიპასუხა : „ მე არ მაქვს პრობლემები, მე მხოლოდ მათი გადაწყვეტა მაქვს“   სტაიკენი პირველად რომ გადავიღე მისი ძალიან მომერიდა. თუმცა ეს უფრო სიმორცხვე იყო ვიდრე შიში. მოგვიანებით ჩვენ დავმეგობრდით. ალბათ, ჩემი და ჩემი  მეუღლის ფოტო, რომელიც მან საფრანგეთში მასთან სტუმრობისას გადაგვიღო მისი ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარია. 
Paris Voice : თქვენ მსოფლიოს ყველაზე წარმატებული ადამიანები გადაიღეთ. თუ შეამჩნიეთ, ჰქონდათ მათ  რაიმე  საერთო თვისება?
იოუსუფ კარში: მათ ყველას ჰქონდა უდიდესი უნარი მძიმე შრომისა. ასევე ყველა მათგანმა მიიღო მარტოობა, რადგან როგორც კი ასეთ ნიშაზე აღმოჩნდები, ბევრი მეგობარი აღარ გყავს. ბევრი მათგანი პერფექციონისტია. ისინი თვითონ აგებენ საკუთარი სრულყოფილების სტანდარტებს.ზოგიერთ მათგანს ძალიან ადვილად და უსირცხვილოდ შეეძლო ტირილი.
Paris Voice: თქვენ გახასიათებენ როგროც ფოტოგრაფს , რომელიც სრულ კონტრლოს ახორციელებს გადასაღებ პირზე. თქვენ ერთხელ სიგარა ამოაცალეთ პირიდან უინსტონ ჩერჩილს, როცა პორტრეტს უღებდით.
იოუსუფ კარში: ეს ამბავი ძალიან გააზვიადა პრესამ. მე სამჯერ გადავიღე ჩერჩილი, ორჯერ მაგ ამბის შემდეგ. ჩემი მხრივ ეს სპონტანური მოქმედება იყო. ინტუიციურად მოხდა. წარმოუდგენელია, რომ მე ასეთი რამ წინასწარ დამეგეგმა. ეს ისე მოხდა თითქოს ბეწვი მომეშორებინოს პერანგიდან. ეს გავაკეთე პატივისცემით და მოწიწებით. თუმცა ამას პასუხიც მოჰყვა - მისი მზერა! მართალია არ დამიგეგმია , მაგრამ სწორედ რომ საჭირო იყო. ის წარმოადგენს უდიდეს ბრიტანულ შეუპოვრობასა და სიმტკიცეს. ერთ ღამეში ეს ფოტო მთელს მსოფლიოში დაიბეჭდა.
Paris Voice: თქვენ კარგად ფლობთ ფრანგულ ენას, იქ ცხოვრობდით?
იოუსუფ კარში: არა, მაგრამ ხშირად ჩავდიოდი რადგან Paris Match-ისთვის ვმუშაობდი.მიყვარს ფრანგული ენა. ბედნიერი ვარ, როცა საფრანგეთში ვარ.
Paris Voice: თქვენ გადაიღეთ ორი პრეზიდენტი რეიგანი და მიტერანი. თქვენ როგორც ფოტოგრაფი რას იტყვით მათზე?
იოუსუფ კარში:  მიტერანი დიდი ინტელექტუალია, რეიგანი კი დიდი კომუნიკატორი. ორივე საუკეთესონი არიან თავის მხრივ. რეიგანი სამჯერ გადავიღე. ძალიან სასიამოვნო განცდა იყო. მას კარგად შეუძლია ამბების მოყოლა, მეც გავუზიარე ჩემი გამოცდილებები. ამიტომ ჩვენ შორის შედგა ურთიერობა. მიტერანი თავისი კლასის ადამიანია. ის დიდი მოაზროვნე და ძალიან დახვეწილი პიროვნებაა.
Paris Voice : რომელია თქვენი საყვარელი პორტრეტი, რომელიც თვლით, რომ სხვებზე მაღლა დგას?
იოუსუფ კარში: ძნელია გამოვყო რომელიმე ერთი. რამდენიმეს გეტყვით, რასაკვირველია, ჯორჯია ო’კიფი, ჰელენ კელერი, ელეანორ რუზველტი, ჰემინგუეი, ჩერჩილი, კასალსი... ბევრია!..
Paris Voice: თქვენი სტილი შეიცვალა 50 წლის მანძილზე?
იოუსუფ კარში: კი დაემატა მოქმედება და მოძრაობა.
Paris Voice: თქვენ განაცხადეთ, რომ ცდილობთ გადაიღოთ ადამიანის სული და გონება
იოუსუფ კარში: როცა ადამიანს ობიექტურად გადაიღებ, თითქმის გადმოსცემ მის სულს. ერთ ადამიანში მრავალი სახეა. მე ვცდილობ ის ისე გადმოვცე, რომ თქვენ დაინახოთ კულმინაცია და მისი ცხოვრებისეული გამოცდილების შეჯამება. ჰემინგუეის შემთხვევაში, მაგალითად, დაინახავთ მელონქოლიურ, მამაც და ტკივილამდე მგრძობიარე ადამიანს...ვცდილობ ეს ყველაფერი ერთ ფოტოში ჩავატიო.
 Paris Voice: და რაც შეეხება ტექნიკურ მხარეს, თქვენ ექსკლუზიურად მხოლოდ დიდ ფორმატიან კამერას იყენებთ?
იოუსუფ კარში: მე უპირატესობას დიდ ფორმატს ვანიჭებ. მაგრამ ასევე ვიყენებ 35მმ-იან Leica-flex და Hasselblad-ს. ვფიქრობ არა ერთი შედევრი გადაუღიათ 35 მმ-იანი აპარატით. ეს იმაზეა დამოკიდებული თუ ვის  ხელშია ის. ეს ლამაზად წერას გავს, არ აქვს მნიშვნელობა პასტით წერ თუ ფანქრით, მთავარია რა გაქვს სათქმელი.
Paris Voice: თითქმის 80 წლის ხართ და 50 წელია ფოტოებს იღებთ. რას ურჩევთ ახალგაზრდა ფოტოგრაფებს?
იოუსუფ კარში: მე მოვუწოდებ მათ შეისწავლონ ჰუმანიტარული მეცნიერებები, ისტორია, მუსიკა, პოეზია, წაიკითხონ ბიოგრაფიები და იმოგზაურონ. ეს ყველაფერი ხელს უწყობს ფოტოგრაფებს  და ყველას , ვისაც სურს საკუთარი ნიჭი განავითაროს.


















                                              



                                                                                             
                                                                                                                                                                                

No comments:

Post a Comment