Thursday, February 10, 2011

Herzekiah Andrew Shanu

Herzekiah Andrew Shanu (1858-1905)


                                                                 
                   
ჰერზეკია ენდრიუ შანუ (1858-1905)

ჰერზაკია ენდრიუ შანუ იყო ნიგერიული წარმოშვების აფრიკელი ფოტოგრაფი. საეკლესიო მისიონერულმა საზოგადოებამ მას პედაგოგიკა შეასწავლა და ის რამდენიმე წელი ლაგოსის დაწყებით სკოლაში ასწავლიდა. 1884 წელს მან კონგოს საერთაშორისო ასოციაციაში დაიწყო მსახური, სადაც ცხრა წელი იმუშავა ადმინისტრაციულ განყოფილებაში და დაასრულა თავისი კარიერა, როგორც ბომას ოლქის უმცროსმა კომისარმა. ის მრავალმხრივ ნიჭიერი ადამიანი იყო, მაგრამ განსაკუთრებით ცნობილია თავისი ფოტოებით, რომლებიც კონგოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს ისტორიი ეპიზოდებს ასახავს.
            1893 წელს მან დატოვა ადმინისტრაცია და მთელი დრო ბიზნესს დაუთმო, რომელიც მალე აყვავდა მისი მრავალმხრივი საქმიანობის გამო. მისი ბიზნეს საქმიანობა მოიცავდა სასტუმროების ინდუსტრიას, საკვები პროდუქტების გაყიდვას, მზა ტანსაცმელსა და სარეცხ საშუალებებსაც კი. შანუმ იმოგზაურა ევროპაში - მოინახულა ბელგია, საფრანგეთი, გერმანია და ინგლისი, რაც დიდი იშვიათობა იყო აფრიკელი ადამიანისთვის იმ დროს. 1894 წელს ის ანტვერპენში დაესწრო საერთაშორისო გამოფენას. შანუ მიწვეულ იქნა კოლონიების შემსწავლელი ბელგიური ასოციაციის მიერ და ლექციები წაიკითხა ბრიუსელში,  აფრიკის სამეფო წრეებთან  და ტირლემონტში.
            სწორედ ბელგიაში ყოფნისას გაიცნო მან ლეიტენანტი ჩარლზ ლემაირი (Charles Lemaire). მოგვიანებით ისინი კონგოშიც შეხვდნენ ერთმანეთს. ლემაირი თავის ჩანაწერებში შანუს ახასიათებს, როგორც ადამიანს,  „რომელსაც ძალიან ახლო და ღრმა კონტაქტი ჰქონდა თავისი რასის ადამიანებთან“.
            ამ დროს კონგოს რეფორმების ასოციაციამ და ედმუნდ მორელმა წამოიწყეს ლეოპოლდის საწინააღმდეგო კომპანია. შანუ მათ დაუკავშირდა და მიმდინარე სასამართლო პროცესების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მისი ეს ნაბიჯი შეუმჩნეველი არ დარჩენილა და სახელმწიფო სამსახურებში დასაქმებული პირები აიძულეს ბოიკოტი გამოეცხადებინათ მისი ბიზნესისათვის. რის შედეგადაც შანუ გაკოტრდა და 1905 წლის სექტემბერში თავი მოკლა.
შემორჩენილი და დაცულია მისი დაახლებით 60 ფოტო!








                              




                                   



                                                      

No comments:

Post a Comment