Thursday, February 10, 2011

George Fiske




ჯორჯ ფისკე

   











            








             ჯორჯ ფისკე (1853 წ. 22.ოქტომბერი - 1918 წ. 21 ოქტომბერი) იყო პირველი ამერიკელი პეიზაჟისტი ფოტოგრაფი. ფისკე დაიბადა ამჰერსტში, ახალ ჰემპშირში ფერმერის ოჯახში. 1858 წელს ოცდაორი წლის ასაკში ის გადავიდა დასავლეთში, კერძოდ საკრამენტოში, კალიფორნიის შტატში და იქ თავის ნახევარ ძმასთან Fiske &Co-ში დაიწყო მუშაობა ბანკის მოხელედ. ბანკის შენობაში განთავსებული იყო ფოტოგალერეა, რომელსაც ფლობდა რობერტ ვანსი და მართავდა ჩარლზ ლინდერ ვიდი, რომელიც იოსემიტის პარკის პირველი ფოტოგრაფი იყო. კალიფორნიაში გადასვლის შემდეგ  ფისკემ, როგროც სჩანს , კარგად შეისწავლა ფოტოგრაფია, თუმცა სად ან ვისგან დანამდვილებით ცნობილი არ არის.
            1864 წელს ფისკე დამკვიდრდა როგორც შტატგარეშე ფოტოგრაფი სან ფრანცისკოში. 1868 წელს ფოტოგრაფიაში ხანმოკლე შეფერხების შემდეგ, ის გახდა კარლეტონ უოტკინსის ასისტენტი. მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ის მუშაობდა houseworth & Co- ში და თანამშრომლობდა ედუარდ მაიბრიჯთან. 1872-73 წლები მისი ცხოვრების ურთულესი პერიოდია - მას დაეღუპა დედა, მამა და ნახევარძმა ჰენრი. მოგვიანებით მან იქორწინა ელმირა (მირა) მორილზე. 1874 წელს ფისკემ მუშაობა ისევ უოტკინსთან განაახლა, მაგრამ მომდევნო წელს ის გაკოტრდა, რამაც ფისკეს კარიერა ისევ შეაფერხა. 1879 წელს ის უბრუნდება ფოტოგრაფიას და საცხოვრებლად გადადის იოსემიტის პარკში, სადაც ის პირველი მაცხოვრებელი ფოტოგრაფი ხდება და ფაქტიურად სიცოცხლის ბოლომდე იქ რჩება. ფისკე  განუწყვეტლივ იღებდა იოსემიტის ხედებსა და ჩამოსული ტურისტების პორტრეტებს. თუმცა მისი ნეგატივების სამი მეოთხედი, ფოტოაპარატი და ლინზები მის სიცოცხლეშივე განადგურდა, როცა  1904 წელს მისი სახლი დაიწვა. როგორც მისი მეზობლები იხსენებდნენ მოგვიანებით, ფისკე ხშირად იმეორებდა , რომ ის „დაღლილია ცხოვრებით“. 1918 წლის 21 ოქტომბერს თავის 83-ედაბადების დღემდე ერთი  დღით ადრე ფისკემ ცეცხლსასროლი იარაღით მოიკლა თავი.
გადარჩენილ ნეგატივებს იოსემიტის პარკის ადმინისტრაცია ფლობდა, მაგრამ მალე ახლომდებარე ხე-ტყის სახერხი ქარხნის სხვენზე იქნა უყურადღებოდ მივიწყებული. ანსელ ადამსი, რომელიც ბავშვობიდანვე იცნობდა და თავის შთაგონებად თვლიდა ჯორჯ ფისკეს შემოქმედებას, ითხოვდა, რომ ფირები გადაეტანათ იოსემიტის მუზეუმის ხანძრისგან დაცულ სარდაფში, მაგრამ მას ყური არავინ ათხოვა. 1943 წელს ხე-ტყის ქარხანას ცეცხლი მოეკიდა და ფირებიც განადგურდა.
ასე რომ  არ მომხდარიყო“, ამბობდა ადამსი,  „მე მტკიცედ მჯერა, რომ ფისკე დღეს აღიარებული იქნებოდა, როგორც ტოპ ფოტოგრაფი. მე ნამდვილად არ ვარ აღტაცებული არც კარლეტონ უოტკინსით და არც ედუარდ მაიბრიჯით. ჩემს აღფრთოვანებას ჯორჯ ფისკე იწვევს!... ვფიქრობ მას უკეთესი ხედვა ჰქონდა“.



    


                                                                  









                

No comments:

Post a Comment