Monday, January 24, 2011

LARRY CLARK "TULSA"

      













   





















         ტ უ ლ ს ა   

      მე ოკლაჰამას შტატში, ქალაქ ტულსაში დავიბადე 1943 წლის იანვარში. 16 წლის რომ ვიყავი ვალოს გაჩხერა დავიწყე. ვალო ცხვირის ინგალატორი იყო, ამფეტამინის დიდი შემადგენლობით,რომელსაც ნებისმიერ აფთიაქში იყიდდი ერთ დოლარად. 18 წლისამ დავტოვე ტულსა და ხელოვნების სკოლაში ფოტოგრაფიის შესწავლა დავიწყე. 1963 წელს ისევ დავბრუნდი და რამდენიმე თვე ფოტოების გადაღებით ვიყავი დაკავებული, თუმცა არც ნარკოტიკებზე მითქვამს უარი. მოგვიანებით სურვილი გამიჩნდა ნიუ იორკში წავსულიყავი და ჟურნალის ფოტოგრაფად მემუშავა, მაგრამ ჯარში გამიწვიეს.
     ტულსაში კი ჩემი ძველი მეგობრები მძარცველობისთვის და შეიარაღებული ყაჩაღობისთვის იხდიდნენ სასჯელს. ჩემი უმცროსი დაც ნარკომანი გამხდარიყო. ორჯერ თუ სამჯერ ჩავედი. 1968 წლის ზაფხული კი მეგობრებთან ერთად იქ გავატარე.ფოტოებს ვიღებდი 16მმ-იან ფირზე, თუმცა ბევრი არაფერი გადამიღია-გარშემო იმდენი ნარკოტიკი იყო გაჩხერას ვერ ავუდიოდით.ბინაში რამდენიმე მეძავთან ერთად ვცხოვრობდით. რაღაც ხრიკებით მოვახერხეთ ექიმებთან დაახლოება და თხევადი ამფეტამინით დაწყებული სამედიცინო მორფით დამთავრებული ყველაფერი ბლომად გვქონდა. პოლიციას ეჭვი ქონდა აღებული და რამდენჯერმე კარიც ჩამოგვიმტვრია. ერთ-ერთი ასეთი თავდასხმის დროს მეც ამიყვანეს. პოლიციელებმა ფოტოაპარატი, ფირი, ჩამწერი და კასეტა წამართვეს. ფოტოაპარატი და ჩამწერი ერთი წლის შემდეგ დამიბრუნეს, ფირი და კასეტა კი ისევ მათთანაა. ჩემს ერთ მეგობარს 10 წელი მიუსაჯეს,ბილის კი ქალაქის დატოვება მოუწია. ყველაფერი აირია…გოგონებიც წავიდ წამოვიდნენ. მე ერთი წლით ნიუ იორკში დავბრუნდი. საინტერესო არაფერი ხდებოდა და ისევ ნარკოტიკებს მივეტანე. ცოტა ხნის შემდეგ ჩრდილოეთ კაროლინაში გადავედი, იქ ერთი მხატვარი გოგო გავიცანი და მასთან ვცხოვრობდი. ზაფხულზე ნიუ მექსიკოში წავედით. იქ სხვა ქალს შევხვდი და მასთან დავრჩი. მოგვიანებით ჩემი და თავის კრიმინალ ქმარს გამოექცა და ჩემთან ჩამოვიდა. მისგან გავიგე, რომ ჩემი ძველი მეგობრები ისევ ძველებურად აზანზარებდნენ ტულსას. რამდენიმე დღით ჩავედი. ბილი ნარკოტიკების ჭარბი დოზის მიღებით გარდაცვლილა, მეორე მეგობარი გრძელთმიანი რიპერი კი ამდენი წამლის კეთებით გაგიჟებულიყო. იქ აღარაფერი მესაქმებოდა და წამოვედი. მაგრამ 1971 წელს ისევ ჩავედი ფოტოების გადასაღებად.
       ახლა ნიუ იორკში ვარ. ჩემი მეგობრის რალფ გიბსონის სტუდიაში ბოლო ფოტოებს ვბეჭდავ და მათზე ტექსტებს ვწერ. Lustrum Press-ი ჩემს მასალებს შემოდგომაზე გამოაქვეყნებს.

                                                                                                (ლარი კლარკი. 1971წ)    

















No comments:

Post a Comment